ჭდე: ტოჩინოშინი

Home ტოჩინოშინი
ტოჩი და ღლავი
ჩანაწერი

ტოჩი და ღლავი

იაპონიაში გრძელდება იანვრის ბაშო, რომელსაც კორონავირუსმა სერიოზული დაღი დაამჩნია. პირველი სიურპრიზი ის იყო, რომ დადებითი ტესტი ჩააბარა იოკოძუნა ჰაკუჰომ და ტურნირიდან დაწყებამდე მოიხსნა, ისევე როგორც მისი სკოლის წარმომადგენელი კიდევ სამი რიკიში. ჯამში ტურნირმა ელიტის 16 წევრი მოისაკლისა. ყველა დანარჩენი 72 საათში ერთხელ აბარებს კოვიდ-ტესტს. ამ ყველაფერმა შეუძლებელი გახადა რამის პროგნოზირება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იოკოძუნას...

ტოჩი იაპონიაში ჩაკეტეს
ჩანაწერი

ტოჩი იაპონიაში ჩაკეტეს

იაპონიის სუმოს ასოციაციამ უცხოელ ფალავნებს ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით აუკრძალა ქვეყნის ფარგლების დატოვება. ამას გარდა, გაუქმდა საკმაოდ პოპულარული საჩვენებელი გამოსვლები, რომლებიც ბაშოებს შორის იმართება ხოლმე. ჯერჯერობით არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მაისის ხაცუ ბაშოსთან დაკავშირებით. კარგ ვარიანტში, ტურნირი, ისევე როგორც მარტის ხაცუ ბაშო, უმაყურებლოდ გაიმართება, თუმცა არ არის გამორიცხული მისი საერთოდ გაუქმებაც.

ტოჩინოშინი უმაღლესში დაქვეითდა
ჩანაწერი

ტოჩინოშინი უმაღლესში დაქვეითდა

ჰარუ ბაშო დასრულდა. სუმოტორებმა საბლოო შედეგი დააფიქსირეს. ქართველი ჩემპიონი, დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-18 მაეგაშირა კოტონოვაკას შეერკინა, რომელსაც დადებითი ბალანსი განაღდებული ჰქონდა (8:6), ჩვენებურს კი მინიმალური უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შანსი ჰქონდა და ამ ორთაბრძოლას 6:8-ზე ბალანსით შეხვდა. თითქოს, ეს შერკინება მარტის ბაშოზე ლევანის ფორმას გამოხატავდა. ჯანმრთელი ტოჩინოშინი სხვა დროს კოტონოვაკას შანსს არ დაუტოვებდა, თუმც ახლა ქართველი ფეხებზე მყარად ვერ დგას და მოწინააღმდეგემაც ამით ისარგებლა, უვატეჰინერის კიმარიტეთი (ილეთით) ის ადგილზე...

არის მეოთხე…
ჩანაწერი

არის მეოთხე…

ბაშოს მეათე დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა შოჰოძანს შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე ქართველის ბალანსი 3 მოგებასა და 6 მარცხს შეადგენდა, იაპონელმა კი 8-დან მხოლოდ ორში იმარჯვა.ურთიერთშეხვედრებში, ჩვენიანის უპირატსობა თვალსაჩინო იყო – 14:8.  დღევანდელ დაპირისპირებაც ლევან გორგაძის სასარგებლოდ დასრულდა. შოჰოძანი თავდაპირველ შეტაკებას თითქოს მოერიდა, ოდნავ გვერდზე გაიწია, თუმცა ტოჩინოშინმა ამ ბაშოზე მიღებული გამოცდილება გაითვალისწინა და შესაჯახებლად მთელი ძალით არ წავიდა, თავის შემაგრება მოახერხა. საბოლოოდ ტოჩიმ მეტოქე დაჯაბნა და...

ტოჩი – 3:6
ჩანაწერი

ტოჩი – 3:6

ჰარუ ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა მიოგირიუს შეერკინა. აქამდე ურთიერთშეხვედრებში ორივეს სრული თანაფარდობა ჰქონდა – 12:12. მიმდინარე ტურნირი კი წარმატებული არც ერთისთვის გამოვიდა, თუ ტოჩინოშინს ამ ორთაბრძოლამდე 3 გამარჯვება და 5 მარცხი ჰქონდა, მიოგირიუმ რვიდან მხოლოდ ერთი მოიგო. წინა ორი შერკინების მსგავსად, ტოჩისთან უპირატესობის მოპოვება დასაწყისში ისევ მოწინააღმდეგემ მოიპოვა, თუმცა აქ ქართველმა გადაწყობა...

ტოჩიმ ტამავაში მავაშით დაითრია
ჩანაწერი

ტოჩიმ ტამავაში მავაშით დაითრია

ნაკაბი – ასე ეწოდება მერვე საშეჯიბრო დღეს, როცა ბაშო ეკვატორს გადის. ლევან გორგაძემ დღეს ზედიზედ მეორე, სულ კი მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა ტამავაშის მავაში მოიგდო და მონღოლი იმ წამიდან უშანსოდ იყო. ლევანს დადებითი ბალანსისთვის დარჩენილ შვიდ ბრძოლაში ხუთი გამარჯვება სჭირდება. ამოცანა ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუსრულებელი. ხვალ მისი მეტოქე მიოგირიუ იქნება. აქამდე მეტოქები დოჰიოზე 24-ჯერ...

ტოჩი ვერას გახდა…
ჩანაწერი

ტოჩი ვერას გახდა…

იაპონური ოსაკას ედიონ-არენაზე დახურულ კარს მიღმა გაიხსნა გაზაფხულის ბაშო. ტოჩინოშინი რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებული შეხვდა ტურნირს. ერთ დროს ოძეკი ლევან გორგაძე მხოლოდ მე-9 მაეგაშირაა. მისი პირველი მეტოქე მე-11 მაეგაშირა სადანოუმი იყო და ქართველი ვერას გახდა. ხვალ მისი მეტოქე მე-11 მაეგაშირა ტიოტაირიუ იქნება. წინა 10 შეხვედრაში ლევანმა 8-ჯერ გაიმარჯვა და ეგებ ახლაც იყოჩაღოს…

ტოჩი იწყებს. გაგამარუ არ წასულა
ჩანაწერი

ტოჩი იწყებს. გაგამარუ არ წასულა

8 მარტს იაპონიაში საგაზაფხულო, ანუ ჰარო-ბაშო აიღებს სტარტს. სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა პირველი ორი დღის საშეჯიბრო განრიგი. პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სიდანოუმი იქნება, 9 მარტს კი ლევან გორგაძე ტიოტაირიუს დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, იაპონია კორონოვირუსის გავრცელების ერთ-ერთი სახიფათო ზონაა და ორგანიზატორებმა თადარიგი დაიჭირეს და უმკაცრესი პირობები დათქვეს – ტურნირი დახურულ დარბაზში, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის. თითოეულ სუმოისტს, მწვრთნელს...

ტოჩი უარყოფითში წავიდა
ჩანაწერი

ტოჩი უარყოფითში წავიდა

ჰაცუ ბაშოს მეცამეტე დღეს, სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. არც ველოდით, რომ გოეიდო ამ შერკინებაში მონაწილეობას მიიღებდა, რადგან მაკე-კოში (უარყოფით ბალანსი) უკვე დაფიქსირებული ჰქონდა და რეიტინგის მხრივ ასპარეზობის გაგრძელება ვერანაირ შედეგს მოუტანდა. ურთიერთშეხვედრებში იაპონელი ქართველს 18:10-ს ამარცხებდა და, სამწუხაროდ, მისი გამარჯვებების მარაგს კიდევ ერთი შემატა. ოძეკიმ, მარტივად, იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით) ჩვენებური დოჰიოს მიღმა გადაიყვანა. ლევანმა...

წაგებულის გამართლება
ჩანაწერი

წაგებულის გამართლება

ტაკაკეიშო მარტში ოძეკი იქნება, რადგან, ექს-ოძეკებიმ, ტაკაიასუმ და გოეიდომ ჩემპიონის შესაფერისი სუმო ვერ აჩვენეს, ერთადერთი წოდება კი, რომელიც არ ქვეითდება – იოკოძუნაა. გახსოვთ 2019 წლის ჰარუ (მარტის) ბაშო? მაშინ ბრძოლა ოძეკობისთვის შედგა – ტოჩი თუ მოიგებდა, ამ წოდებას შეინარჩუნებდა, თუ წააგებდა – დაქვეითდებოდა. ტაკაკეიშო თუ მოიგებდა გახდებოდა, თუ წააგებდა – ვერა… სამწუხაროდ, მაშინ იაპონელმა მოიგო,...