ჭდე: ტოჩინოშინი

Home ტოჩინოშინი
როგორმე მისი მავაში…
ჩანაწერი

როგორმე მისი მავაში…

ტოჩინოშინმა გუშინ იოცუ-ძუმოთი (მავაშიში ჭიდილი) ასანოიამა დაამარცხა, დღეს კი 34 წლის ვეტერან ოკინოუმისთან დამარცხდა. ამ ბაშოზე ქართველი ჩემპიონისგან გამორიცხული არაფერია… ეს ერთის მხრივ კარგიც არის, რადგან მისი მეტოქე ხვალ ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, რომელიც იმპერატორის თასის მოსაპოვებლად იბრძვის (ბალანსი 9:2 და 1 გამარჯვებით ჩამორჩება შოდაისა და ტოკუშორიუს). ასეთი რანგისა და მოტივაციის მქონე მოწინააღმდეგესთან გამარჯვება ორმაგად დასაფასებელი იქნება....

ტოჩი და 5:5
ჩანაწერი

ტოჩი და 5:5

რას არ ველოდით, რას არ ვფიქრობდით, მაგრამ ასეთ ფორმაში მყოფი ლევან გორგაძე ასანოიამას მავაშიში ჭიდილს თუ მოუგებდა და მას დოჰიოზე შიტატენაგეს კიმარიტეთი (ილეთით) თუ დაანარცხებდა – ვერ წარმოვიდგენდით! იყო ორთაბრძოლა, გამარჯვების შემთხვევაში ტოჩინოშინი ოძეკის რანგს იბრუნებდა, ჩემპიონობისკენ მიემართებოდა, მაშინ ასანოიამასთან შეხვედრა რომ მოეგო. მოიგო კიდეც, მაგრამ შიმპანები (მსაჯები) ადგნენ და სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღეს – წარმატება ჩვენიანს წართვეს...

ტოჩი-ლომ-შინი
ჩანაწერი

ტოჩი-ლომ-შინი

ტოჩინოშინი დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა და ბალანსი მისი რეიტინგისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. როცა ოძეკი იყო, მაშინ ოთხს წააგებდა თუ შვიდს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ახლა ასეთი ფუფუნება აღარ გვაქვს – კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) შემთხვევაში წინ წაიწევს, მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) დაქვეითდება, რაც მეტს წააგებს – მით უფრო. ჰაცუ ბაშოს მეცხრე დღეს, ქართველი გოლიათი მისთვის უხერხულ მეტოქეს, ტამავაშის დაუპირისპირდა. ისინი...

ხერხი სჯობია შეტევას…
ჩანაწერი

ხერხი სჯობია შეტევას…

ტოჩინოშინს უკვე დამტკიცებული აქვს, რომ მონაცემებით ჩემპიონია და, პირველ ყოვლისა, ბრძოლა ტრავმებთან უწევს. იოკოძუნა ვაკანოჰანამ რამდენიმე დღის წინ თქვა, ჩავხედე ქართველის ტრავმების ჩამონათვალს და ამ კაცს სიარული როგორ შეუძლია, ეგეც მიკვირსო. როცა ფორმაში იყო, თავად ჰაკუჰო დაამარცხა, მაშინ იმპერატორის თასის მოსაგებად მეორედ მიდიოდა, ტრავმა მიიღო და ოცნება ოცნებად დარჩა. მას მოტეხილი ხელი, მოტეხილი ნეკნი ოიაკატასთვის...

ტოჩინოშინი აგებს, გაგამარუ მიდის…
ჩანაწერი

ტოჩინოშინი აგებს, გაგამარუ მიდის…

17 იანვარი სუმოს ქართველი გულშემატკივრებისთვის მძიმე აღმოჩნდა. ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს მეექვსე დღეს, მისთვის პრინციპულ მეტოქესთან, შოდაისთან, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ბალანსი 7:8-ზე ჰქონდა, კიმარიტე (ილეთი) იორიკირით დამარცხდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან იაპონელი შესანიშნავ დიდ ტურნირს ატარებს და ჯერ მარცხიც არ აქვს ნაგემი. თუმცა, ერთი მარცხი კარიერის დასრულებასთან რა მოსატანია. მთავარი სალაპარაკო თემა თეიმურაზ ჯუღელია. 2005 წლის შემდეგ, გაგამარუმ...

უხერხული მეისეი…
ჩანაწერი

უხერხული მეისეი…

ლევან გორგაძე ჰაცუ ბაშოზე არსტაბილურად ასპარეზობს – ერთ დღეს გამარჯვებით გვახარებს, მეორე დღეს კი… ამჯერად, ქართველის მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა მეისეი იყო, რომელთან ურთიერთშეხვედრების მაჩვენებელი 0:2-ზე ჰქონდა. ამჯერადაც, პერსპექტიული იაპონელი რიკიში (სპორტსმენი) უკეთესი იყო და ტენდენცია მის სასარგებლოდ გაგრძელდა. ჩვენებურმა კარგად დაიწყო, თუმცა მეტოქემ შესანიშნავად დაიქნია, უკნიდან ხელი მიარტყა და ცუკიოტოშის კიმარიტეთი (ილეთით) ტოჩინოშინი დოჰიოდან...

ამწე
ჩანაწერი

ამწე

იანვრის ბაშოს მეოთხე დღეს სუმოს სამყაროსთვის გამოსარჩევი იყო. ყველა დასამახსოვრებელი და ლამაზი გამარჯვება ხომ თვალწინ გვიდგას, ენჰოსთან თავის დროზე გაგამარუმაც გაგვახარა, დღეს კი მასთან ასეთივე ბრწყინვალე ტოჩინოშინი იყო. ქართველმა გოლიათმა მაკუუჩის (სუმოს უმაღლესი დივიზიონი) ყველაზე მსუბუქწონოსანი რიკიში ხელებში აიტაცა და დოჰიოდან გადადგა. ამ კიმარიტეს (ილეთს) ცურიდაში ეწოდება და სუმოს სამყაროში უიშვიათესია. ლევანი მოწინააღმდეგეებს ასე ხშირად ანადგურებს, რის...

ტოჩინოშინის პირველი
ჩანაწერი

ტოჩინოშინის პირველი

იანვრის ტრადიციულ ხაცუ-ბაშოზე მეორე დღის შეხვედრები გაიმართა და პირველ გამარჯვებას მიაღწია ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის მეტოქე ონოსიო იყო, რომელთან აქამდე გამართულ ერთადერთ შეხვედრაში მარცხი ჰქონდა განცდილი. ამჯერად ლევანს კონცენტრაცია წამითაც არ დაუკარგავს და ძალისმიერი მიწოლით განდევნა მეტოქე დოჰიოდან. ხვალ ლევანის მეტოქე რიუდენი იქნება. აქამდე ეს ფალავნები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან ორ შემთხვევაში გამარჯვება ქართველს...

ტოჩის მარცხებს ბოლო არ უჩანს
ჩანაწერი

ტოჩის მარცხებს ბოლო არ უჩანს

იაპონურ კოკუტიკანში იანვრის ტრადიციულმა ჰაცუ ბაშომ აიღო სტარტი. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, ბუნებრივია, ლევან გორგაძის გამოსვლა იყო. ტოჩინოშინად წოდებული ქართველი შოჰოძანთან დამარცხდა. ეს ნაწილობრივ ნეკნის ხრტილის ჯერაც მოუშუშებელი მოტეხილობის ბრალია და ისიც უცნობია, ლევანი ტურნირს ბოლომდე შემორჩება თუ მოხსნას ამჯობინებს. ხვალ ლევანი ონოშოს უნდა შეხვდეს. მათ შორის აქამდე გამართულ ერთადერთ დაპირისპირებაში იაპონელმა იმარჯვა. პირველი დღის შეხვედრებიდან...

ტოჩი ნულიდან იწყებს
ჩანაწერი

ტოჩი ნულიდან იწყებს

12 იანვარს იაპონიაში 2020 წლის პირველი – ხაცუ-ბაშო აიღებს სტარტს. ტურნირის დაწყებამდე ტრადიციულად გამოქვეყნდა სუმოს ელიტის ახალი რანგირება. ჩვენი ლევან გორგაძე სულ ცოტა ხნის წინ ოძეკის (ჩემპიონის) ტიტულს ატარებდა. რამდენიმე მარცხიანი ბაშოსა და ქრონიკული ტრავმების გამოისობით, ჩვენებურმა ჯერ ოძეკის, მერე კი სეკივაკეს ცოტა უფრო მოკრძალებული ტიტულიც დაკარგა. ლევანი ხაცუ-ბაშოს მე-6 მაეგაშირას რანგში ხვდება, რაც ფაქტობრივად,...