ჰარუ ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა მიოგირიუს შეერკინა. აქამდე ურთიერთშეხვედრებში ორივეს სრული თანაფარდობა ჰქონდა – 12:12. მიმდინარე ტურნირი კი წარმატებული არც ერთისთვის გამოვიდა, თუ ტოჩინოშინს ამ ორთაბრძოლამდე 3 გამარჯვება და 5 მარცხი ჰქონდა, მიოგირიუმ რვიდან მხოლოდ ერთი მოიგო.
წინა ორი შერკინების მსგავსად, ტოჩისთან უპირატესობის მოპოვება დასაწყისში ისევ მოწინააღმდეგემ მოიპოვა, თუმცა აქ ქართველმა გადაწყობა ვეღარ მოახერხა, წონასწორობა დაკარგა და მეტოქემ ოშიდაშის (მძლავრი ზეწოლით) კიმარიტეთი (ილეთით) ლევანი დოჰიოდან გადაიყვანა.
ამ შეხვედრის შემდეგ, ტოჩინოშინის ბალანსი ასე გამოიყურება – 3:6 – წინ კი 6 საბრძოლო დღეა დარჩენილი.
ხვალ ქართველის მეტოქე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა შოჰოძანი იქნება, რომელსაც 2 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს, ლევანი კი ურთიერთშეხვედრებში 14:8-ს უგებს…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
