ბაშოს მეათე დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა შოჰოძანს შეერკინა.
ამ ორთაბრძოლამდე ქართველის ბალანსი 3 მოგებასა და 6 მარცხს შეადგენდა, იაპონელმა კი 8-დან მხოლოდ ორში იმარჯვა.ურთიერთშეხვედრებში, ჩვენიანის უპირატსობა თვალსაჩინო იყო – 14:8. დღევანდელ დაპირისპირებაც ლევან გორგაძის სასარგებლოდ დასრულდა.
შოჰოძანი თავდაპირველ შეტაკებას თითქოს მოერიდა, ოდნავ გვერდზე გაიწია, თუმცა ტოჩინოშინმა ამ ბაშოზე მიღებული გამოცდილება გაითვალისწინა და შესაჯახებლად მთელი ძალით არ წავიდა, თავის შემაგრება მოახერხა.
საბოლოოდ ტოჩიმ მეტოქე დაჯაბნა და დოჰიოდან ძალისმიერი მიძალებით გადაიყვანა.
ლევან გორგაძის ბალანსი ამჟამად 4 მოგება და 6 მარცხია. 18 მარტს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა კაგაიაკის შეხვდება, რომელმაც ამ ტურნირზე 6 ორთაბრძოლა მოიგო და 3-ში დამარცხდა. ურთიერთშეხვედრებში ქართველი მასთან დაუმარცხებელია – 4:0
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
მთავარი ამბავი28/08/2026 | 16:18იბერიამ მეტოქეები გაიგო
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
