ჭდე: კაგაიაკი

Home კაგაიაკი
ტოჩი უკვე დადებითია
ჩანაწერი

ტოჩი უკვე დადებითია

… ლევან გორგაძე დოჰიოზე ტრავმის პირობებში ასპარეზობს, მის წინააღმდეგ ჰენკა უკვე ორჯერ გამოიყენეს (ერთხელ წარმატებით – იშიურა; ერთხელ წარუმატებლად – შოჰოძანი), ამჯერად გაბრაზებულმა ქართველმა კაგაიაკისთან ჰენკა თავად გააკეთა, თავდაპირველი შეჯახება აიცილა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა. ამ ორთაბრძოლის მოგებით, მან მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში დარჩენა გაინაღდა. ტოჩინოშინის ბალანსი ახლა 5 მოგება და 6 მარცხია, წინ კიდევ 4 ორთაბრძოლა გველის. ლევანმა 4-დან 3-ის მოგება მაინც რომ მოახერხოს, დადებით...

არის მეოთხე…
ჩანაწერი

არის მეოთხე…

ბაშოს მეათე დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა შოჰოძანს შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე ქართველის ბალანსი 3 მოგებასა და 6 მარცხს შეადგენდა, იაპონელმა კი 8-დან მხოლოდ ორში იმარჯვა.ურთიერთშეხვედრებში, ჩვენიანის უპირატსობა თვალსაჩინო იყო – 14:8.  დღევანდელ დაპირისპირებაც ლევან გორგაძის სასარგებლოდ დასრულდა. შოჰოძანი თავდაპირველ შეტაკებას თითქოს მოერიდა, ოდნავ გვერდზე გაიწია, თუმცა ტოჩინოშინმა ამ ბაშოზე მიღებული გამოცდილება გაითვალისწინა და შესაჯახებლად მთელი ძალით არ წავიდა, თავის შემაგრება მოახერხა. საბოლოოდ ტოჩიმ მეტოქე დაჯაბნა და...