თასი ჩელსის, პედრო ისტორიაში

Home კატეგორიის გარეშე თასი ჩელსის, პედრო ისტორიაში

ლონდონის “ჩელსი” ევროპა ლიგის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, „ჩელსიმ“ თანაქალაქელი „არსენალი“ 4:1 დაამარცხა.

გამარჯვებულთაგან ბურთები ოლივიე ჟირუმ, პედრო როდრიგესმა და ედენ აზარმა გაიტანეს. აზარი, რომელმაც ამ მატჩში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა, ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ოლივიე ჟირუ კი 11 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ფეხბურთის ისტორიაში შევიდა პედრო როდრიგესიც – ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ბურთები ჩემპიონთა  და ევროპა ლიგების ფინალებში და უეფას სუპერთასზე აქვს გატანილი.

ავტორის პროფილი

გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.