ნაკაბი – ასე ეწოდება მერვე საშეჯიბრო დღეს, როცა ბაშო ეკვატორს გადის. ლევან გორგაძემ დღეს ზედიზედ მეორე, სულ კი მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა ტამავაშის მავაში მოიგდო და მონღოლი იმ წამიდან უშანსოდ იყო. ლევანს დადებითი ბალანსისთვის დარჩენილ შვიდ ბრძოლაში ხუთი გამარჯვება სჭირდება. ამოცანა ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუსრულებელი. ხვალ მისი მეტოქე მიოგირიუ იქნება. აქამდე მეტოქები დოჰიოზე 24-ჯერ...
ჭდე: ბაშო
ტოჩი: იყო და არა იყო რა…
კიდევ გვეიმედება, რომ ლევან გორგაძე ფორმას დაიბრუნებს და მწვერვალზეც ისევ ავა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი „მაგრამ“ დაგროვდა. მუხლის ქრონიკულმა ტრამამ გასაქანი არ მისცა და ერთ წელიწადში ორჯერ დააკარგინა ოძეკის ტიტული. მერე მხრის ტრავმაც დაემატა… აკი ბაშოზე ლევანი ფსიქოლოგიურადაც მოუმზადებელი და ანერვიულებული ჩანდა. ჯერ იყო და მეტოქის თმებით დაქაჩვისთვის წაგება ჩუთვალეს… მერე თითქმის იგივესთვის აღარ დასაჯეს…...
ტოჩიმ იმედი დაიბრუნა
ქართველ ფალავანს მარცხის უფლება არ ჰქონდა. მეათე დღემდე 4:5 ბალანსით მოსულს ერთიც რომ წაეგო, რვა მოგებაზე და ოძეკის ტიტულის შენარჩუნებაზე საუბარი ძალიან ძნელი იქნებოდა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბაშოს მიწურულს მეტოქეთა რანგი და სახიფათოობაც მატულობს. ლევანს გაუმართლა, რომ ტურნირს ორივე იოკოძუნა და ერთი ოძეკი ტოვებს. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. კიდევ სამი მოგებაა საჭირო. დღეს...
ტოჩიმ აბი უნდა ჩაყლაპოს
ესეც მეცხრე გამარჯვება! ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულამდე ერთი მოგება და იმპერატორის თასამდე ხუთი დღე დარჩა. ჩვენებურის მორიგი მეტოქე მიტაკუემი იყო. ლევანმა მისი საყვარელი მარცხენა ჩავლება ხიდარი-უვატე გაახერხა და მიაწვა! ამ დროს ქართველის შეჩერება შეუძლებელია. ათი დღის შემდეგ ცხრა მოგება ლევანის გარდა იოკოძუნა კაკურიუს და მერვე მაეგაშირა ასანოიამას აქვთ. ხვალ ლევანი აბის შეხვდება, ვისაც პირად შეხვედრებში...
ტოჩიმ ორი ცენტნერი გაიტანა
დღეს დაიწყო მაისის ბაშო, რომელსაც ლევან გორგაძისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მას ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ათი გამარჯვება სჭირდება და ამ ათიდან პირველი უკვე მიითვალა. ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ტიოტაირიო იყო. ჩვენებურმა ორივე ხელის მავაშში ჩავლება მოახერხა, ლამის ორასკილოგრამიანი მეტოქე დოჰიოს მოსწყვიტა და ბზით შემოფარგლული წრის მიღმა გაიტანა. ორშაბათს ლევანის მეტოქე დაიეისიო იქნება. აქამდე ფალავნები სულ ხუთჯერ შეხვედრიან...
ბანძუკე და ქართველები
პროფესიონალ სუმოისტთა ასოციაციამ ნაცუ ბაშოს დაწყების წინ განახლებული რეიტინგ-ლისტი, ანუ იაპონურად „ბანძუკე“ გამოაქვეყნა. როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, ლევან გორგაძე ოძეკობიდან სეკივაკემდე დააქვეითეს, თუმც ტოჩინოშინს ამ ბაშოზევე შეუძლია ოძეკის ტიტულის დაბრუნება, თუ ათ გამარჯვებას მაინც მოიპოვებს. რეიტინგში წინსვლა აქვს თეიმურაზ ჯუღელს, ანუ გაგამარუს. მან რანგით მეორე ელიტარულ დივიზიონში აღმოსავლეთის მეშვიდე მებრძოლის საფეხური დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ნაცუ...


