პროფესიონალ სუმოისტთა ასოციაციამ ნაცუ ბაშოს დაწყების წინ განახლებული რეიტინგ-ლისტი, ანუ იაპონურად „ბანძუკე“ გამოაქვეყნა.
როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, ლევან გორგაძე ოძეკობიდან სეკივაკემდე დააქვეითეს, თუმც ტოჩინოშინს ამ ბაშოზევე შეუძლია ოძეკის ტიტულის დაბრუნება, თუ ათ გამარჯვებას მაინც მოიპოვებს.
რეიტინგში წინსვლა აქვს თეიმურაზ ჯუღელს, ანუ გაგამარუს. მან რანგით მეორე ელიტარულ დივიზიონში აღმოსავლეთის მეშვიდე მებრძოლის საფეხური დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშო 12-26 მაისს გაიმართება და ფინალური შერკინებების დღეს პირველ რიგში ადგილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს დაჯავშნილი, რომელიც ზუსტად იმ დროს ტოკიოში ოფიციალური ვიზიტით იქნება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?