8 მარტს იაპონიაში საგაზაფხულო, ანუ ჰარო-ბაშო აიღებს სტარტს. სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა პირველი ორი დღის საშეჯიბრო განრიგი. პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სიდანოუმი იქნება, 9 მარტს კი ლევან გორგაძე ტიოტაირიუს დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, იაპონია კორონოვირუსის გავრცელების ერთ-ერთი სახიფათო ზონაა და ორგანიზატორებმა თადარიგი დაიჭირეს და უმკაცრესი პირობები დათქვეს – ტურნირი დახურულ დარბაზში, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის. თითოეულ სუმოისტს, მწვრთნელს…
17 იანვარი სუმოს ქართველი გულშემატკივრებისთვის მძიმე აღმოჩნდა. ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს მეექვსე დღეს, მისთვის პრინციპულ მეტოქესთან, შოდაისთან, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ბალანსი 7:8-ზე ჰქონდა, კიმარიტე (ილეთი) იორიკირით დამარცხდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან იაპონელი შესანიშნავ დიდ ტურნირს ატარებს და ჯერ მარცხიც არ აქვს ნაგემი. თუმცა, ერთი მარცხი კარიერის დასრულებასთან რა მოსატანია. მთავარი სალაპარაკო თემა თეიმურაზ ჯუღელია. 2005 წლის შემდეგ, გაგამარუმ…
იანვრის ბაშოს მეოთხე დღეს სუმოს სამყაროსთვის გამოსარჩევი იყო. ყველა დასამახსოვრებელი და ლამაზი გამარჯვება ხომ თვალწინ გვიდგას, ენჰოსთან თავის დროზე გაგამარუმაც გაგვახარა, დღეს კი მასთან ასეთივე ბრწყინვალე ტოჩინოშინი იყო. ქართველმა გოლიათმა მაკუუჩის (სუმოს უმაღლესი დივიზიონი) ყველაზე მსუბუქწონოსანი რიკიში ხელებში აიტაცა და დოჰიოდან გადადგა. ამ კიმარიტეს (ილეთს) ცურიდაში ეწოდება და სუმოს სამყაროში უიშვიათესია. ლევანი მოწინააღმდეგეებს ასე ხშირად ანადგურებს, რის…
დღეს დაიწყო მაისის ბაშო, რომელსაც ლევან გორგაძისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მას ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ათი გამარჯვება სჭირდება და ამ ათიდან პირველი უკვე მიითვალა. ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ტიოტაირიო იყო. ჩვენებურმა ორივე ხელის მავაშში ჩავლება მოახერხა, ლამის ორასკილოგრამიანი მეტოქე დოჰიოს მოსწყვიტა და ბზით შემოფარგლული წრის მიღმა გაიტანა. ორშაბათს ლევანის მეტოქე დაიეისიო იქნება. აქამდე ფალავნები სულ ხუთჯერ შეხვედრიან…
პროფესიონალ სუმოისტთა ასოციაციამ ნაცუ ბაშოს დაწყების წინ განახლებული რეიტინგ-ლისტი, ანუ იაპონურად „ბანძუკე“ გამოაქვეყნა. როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, ლევან გორგაძე ოძეკობიდან სეკივაკემდე დააქვეითეს, თუმც ტოჩინოშინს ამ ბაშოზევე შეუძლია ოძეკის ტიტულის დაბრუნება, თუ ათ გამარჯვებას მაინც მოიპოვებს. რეიტინგში წინსვლა აქვს თეიმურაზ ჯუღელს, ანუ გაგამარუს. მან რანგით მეორე ელიტარულ დივიზიონში აღმოსავლეთის მეშვიდე მებრძოლის საფეხური დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ნაცუ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes