დღეს დაიწყო მაისის ბაშო, რომელსაც ლევან გორგაძისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მას ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ათი გამარჯვება სჭირდება და ამ ათიდან პირველი უკვე მიითვალა.
ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ტიოტაირიო იყო. ჩვენებურმა ორივე ხელის მავაშში ჩავლება მოახერხა, ლამის ორასკილოგრამიანი მეტოქე დოჰიოს მოსწყვიტა და ბზით შემოფარგლული წრის მიღმა გაიტანა.
ორშაბათს ლევანის მეტოქე დაიეისიო იქნება. აქამდე ფალავნები სულ ხუთჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ჯერჯერობით უპირატესობა ქართველის მხარესაა – 4:1.
ძურიოს დივიზიონში სასტარტო შეხვედრა მოიგო ჩვენმა გოლიათმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო მაისის ბაშოს ტოვებს იოკოძუნა ჰაკუჰო, რაც დანარჩენი ელიტის და მათ შორის ჩვენი ტოჩინოშინის შანსებსაც ერთიორად ზრდის.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?