რომის მატერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგნის რანგში ჩავიდა, რადგან მადრიდული მასტერსის ქულების წყალობით მას ფრანგმა გაელ მონფისმა გადაასწრო.
სამაგიეროდ, ნიკამ ისე დაიწყო რომაული ტურნირი, მალევე უნდა დაიბრუნოს პოზიცია. პირველ წრეში ნიკას მეტოქე უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი იყო, ვინაც სადღეისოდ რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს.
ნიკამ პირველი სეტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და მეტოქეს ერთადერთი გეიმი დაანება. მეორე სეტის სტარტზე ქართველი ისევ ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ მეტოქეს გათანაბრების საშუალება მისცა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ტაი-ბრეიკზე კი ფუჩოვიჩი ისევ უშანსოდ დარჩა – ბასილაშვილმა 6:1, 7:6 (7:2) გაიმარჯვა.
მეორე წრეში ნიკას მეტოქე ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და სერბ ლასლო ჯერეს შორის გამარჯვებული იქნება.
აი, მერვედფინალში კი, ისევე როგორც მადრიდში, ნიკას რაფაელ ნადალთან შეხვედრის პერსპექტივა აქვს. რაფა მშობლიურ მადრიდში ბერძენ ციციპასთან მარცხის მერე ცოფებს ყრიდა და მასთან დაჯახება მთლად სასურველი არ არის, მაგრამ წილი უკვე ნაყარია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?