რუსი რუსსა შემოტყორცნა…

Home კატეგორიის გარეშე რუსი რუსსა შემოტყორცნა…
მოგება ყველა ფასეულია, მაგრამ ჩვენთვის საყვარელ ძიუდოში, ყველაზე პრესტიჟულ წონაში, გრანდ სლემზე და ნახევარფინალ-ფინალში რუსების ტატამზე დახეთქებით მოპოვებულ ოქროს მედალს სხვა ელვარება აქვს.
გელა ზაალიშვილმა ბაქოს გრანდ სლემის ფინალში რუსი რუსლან შახბაზოვი დაჩაგრა. მანამდე, ნახევარფინალში გელას მსხვერპლი კიდევ ერთი რუსი ანტონ კრივობოკოვი შეიქნა. ეს ყველაზე გემრიელი აკორდები იყო, თორემ პირველ წრეებში ჰოლანდიელ როი მაიერსა და აზერბაიჯანელ რუსტამ კოცოევსაც იპონებით გაუმასპინძლდა.
გარჯას ვერ დავუკარგავთ თემურ ნოზაძეს (60 კგ. ვერცხლი) და ტატო გრიგალაშვილს (81 კგ. ბრინჯაო) ამ ბიჭებმაც გვარიანად მოაიპონეს ბაქოს ტატამი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გამოცდილება დააკლდათ.
ეგეც მოვა.
იქამდე კი გილოცავთ და გმადლობთ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".