ქართველ ფალავანს მარცხის უფლება არ ჰქონდა. მეათე დღემდე 4:5 ბალანსით მოსულს ერთიც რომ წაეგო, რვა მოგებაზე და ოძეკის ტიტულის შენარჩუნებაზე საუბარი ძალიან ძნელი იქნებოდა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბაშოს მიწურულს მეტოქეთა რანგი და სახიფათოობაც მატულობს.
ლევანს გაუმართლა, რომ ტურნირს ორივე იოკოძუნა და ერთი ოძეკი ტოვებს. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. კიდევ სამი მოგებაა საჭირო.
დღეს ლევანმა აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირა ჩიოტაირიუ დაჩაგრა. მავაშში საყვარელი მარცხენა ჩავლების (ჰიდარი-უვატეს) მოპოვების შემდეგ ტოჩინოშინს მეტოქის დოჰიოდან გატანა აღარ გასჭირვებია.
ხვალ ჩვენებურის მეტოქე სეკივაკე ტაკაკეიშო იქნება, რომელიც რვა მოგებით ბაშოს თანალიდერია.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
