უეინ რუნის ჯონათან როსის რინგზე გაყვანა და ცემა უნდა. უეინ რუნი გასაგებია ვინც არის — „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 120 თამაში აქვს ჩატარებული; ახლა ის აშშ-ს „D.C. იუნაიტედში” თამაშობს — ჯონათან როსი კი ჩვენი მკითხველისთვის ნაკლებად უნდა იყოს ცნობილი. ის გახლავთ ინგლისელი ტელე და რადიო წამყვანი, კინოკრიტიკოსი, კომიკოსი და მსახიობი, რომელმაც ჯერ კიდევ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ რუნის ეთერში გორილა უწოდა. რუნი 33 წლისაა, როსი 58-ის.
როსის რინგზე ცემის იდეა რუნის კრივის პრომოუტერ ედი ჰერნთან პოდკასტის დროს მოუვიდა აზრად. როდესაც ჰერნმა ჰკითხა ვისთან იბრძოლებდიო, უპასუხა: „მომიწყვეთ ბრძოლა ჯონათან როსთან”.
რუნი და კრივი ერთ კონტექსტში იმიტომ ახსენეს, რომ ის ბავშვობაში დარბაზში დადიოდა სავარჯიშოდ.
სხვათა შორის, ედი ჰერნი საკრივო სამყაროში ხელწამოსაკრავი ფიგურა არ არის. მან ბოლო წლებში რამდენიმე სერიოზული ბრძოლა მოაწყო.
ედიმ რუნის უთხრა, ეს ისეთი ბრძოლა იქნება, პირდაპირ „სქაი ბოქსის” ოფისშიც კი ღირს რინგის დადგმაო, მაგრამ ერთი ხნის შემდეგ მაინც სხვა მოწინააღმდეგის არჩევა შესთავაზა, რადგან როსი, როგორც მოკრივე საინტერესო არ არის.
„არა, რინგზე მის წინააღმდეგ უნდა გავიდე”, — ჯიუტად გაიმეორა ფეხბურთელმა.
ზემოთ 2010 წლის ამბავი ვახსენეთ. მაშინ ინგლისის ნაკრები თილისმას არჩევდა, როდესაც როსიმ თქვა:
„თილისმა გინდათ? ძებნა საჭირო არ არის, რუნი აქვეა. კოსტუმიც კი არ სჭირდება. ხომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თილისმა გორილა უნდა იყოს. ჰოდა, რუნიზე მოუქნელს ვის იპოვიდით?”
ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ კი, როდესაც ჯონათან როსიმ გაიგო, რომ რუნი წლის საუკეთესო მამის ნომინაციაშია შეყვანილი, იკითხა:
„კი მაგრამ, ეს რა არის? იმ ადამიანებისთვის ვისაც კუდი აქვს ცალკე კატეგორია არსებობს?”
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა