„ლაციოს’’ მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გულის ოპერაცია გაკეთა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. „სარის ქირურგი იყო პროფესორი ანდრეა ნატალე, მთელს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი 30 წლის სტაჟით. ის ამ კონკრეტული პათოლოგიის უბადლო მცოდნეა’’, ― წერია „ლაციოს’’ განცხადებაში. 66 წლის სარი მოციმციმე არითმიით იყო ავად. ოპერაცია მას რომში „ტორ ვერგატას’’ საავადმყოფოში გაუკეთეს. როგორც სერია A-ს ცხრილში მე-8 ადგილზე მყოფი „ლაციოს’’...
ჭდე: მაურიციო სარი
სარი: სიყვარულის გამო ნაპოლის ვირჩევ
მაურიციო სარიზე ამბობენ, რომ ის შეიძლება „მილანის” შემდეგი მწვრთნელი გახდეს. მანამდე კი „ლაციოს”, „იუვენტუსის”, „ჩელსის”, „ნაპოლისა” და „ემპოლის” ყიფილმა თავკაცმა ალფრედო პედულას YouTube არხს მისცა ინტერვიუ, სადაც „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” დღევანდელ შეხვედრაზეც ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს: …გუნდები ახლა ეცნობიან ერთმანეთს. ზაფხულში ისინი ერთმანეთთან სატრანსფერი თამაშებში იყვნენ ჩართულები. როგორც „იუვეზე” ასევე „ნაპოლიზე” მკაფიო შეხედულების შექმნა ჯერ ადრეა,...
„მხოლოდ ამ ფორმისთვის“ – რომაული ბრაზი და სიყვარული
„როდესაც ლონდონი და ბერლინი არ არსებობდა, პარიზი კი მწყემსებს საძოვრად გაეხადათ, რომს იმპერია ჰქონდა“ რომს რომოლუსი და რემუსი არ დაუკარგავს – მხოლოდ მეტამორფოზა განიცადეს. რომაელებს რომ ჰკითხო, ისინი გარიბალდის შვილები არიან – არა იმპერიის, არამედ იტალიის. ამას ამბობენ, თუმც ისევ „სციპიონის ჩაჩქანზე“ მღერიან (იტალიის ეროვნული ჰიმნი), რომლითად კვლავინდებურად შეიმოსებიან, რათა მტერს ისე გაუსწორდნენ, როგორც კართაგენსა...
ნაპოლის სარი არ ასცდება
„რომასა” და „ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა სებინო ნელამ „რადიო რაისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნეაპოლელთა მომავალ მწვრთნელზე ილაპარაკა. მან თქვა: „ფეხბურთის სამყაროში მოტრიალე მეგობრისგან შევიტყვე, რომ „აძურას” სათავეში მაურიციო სარი ჩაუდგება და სპორტულ დირექტორად კი იგლი ტარეს წაიყვანს. ეს კლუბის მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება”. მოგეხსენებათ, სარი „ლაციოს” ედგა სათავეში, მაგრამ ცოტა ხნის წინ რომაული კლუბის...
გრაციანი კვარას, ოსიმენისა და გაცხელებული სუპის შესახებ
ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა, „ტორინოში”, „ფიორენტინაში”, „რომასა” და სხვა გუნდებში ნათამაშევმა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, 1975-76 წლების სკუდეტოს მფლობელმა, ჩემპიონთა თასის ფინალისტმა და მრავალი შედარებით მცირე ტიტულის მფლობელმა ფრანჩესკო გრაციანიმ რადიო Crc-ს ეთერში იტალიური კლუბების ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ილაპარაკა. მან თქვა: „ლაციოს” იმედი უმეტეტესობას არ გვქონდა, „ნაპოლისა” და „ინტერისგან” კი უკეთეს თამაშს ველოდით. „ინტერმა” ორივე შეხვედრაში...
მაურიციო სარი და შუა თითი
დღეს „ნაპოლი” „ლაციოს” მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს პირველობა სულ ორი ტურის დაწყებულია, შეხვედრა პრინციპული ხასიათისაა, რადგან ნეაპოლელებმა პირველი ორი თამაში მოიგეს, ხოლო რომაელები ორივეში დამარცხდნენ. მატჩს წინ მცირე სკანდალიც უძღვის — „ლაციოს” მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მავან ნეაპოლელ გულშემატკივარს შუა თითი აჩვენა, რაც ვიღაცამ გადაიღო და ვიდეო სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ...
პროგრამისტის შეცდომა და ლაციოს მორიგი ხელის მოცარვა ლეჩეში
სერია A-ს პირველ ტურში ყურადღება მიიპყრო „ლაციოს” მარცხმა ლეჩეში — 1:2. რომაელებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს, გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, 85-ე და 87-ე წუთებზე, „ლეჩემ” ორი გოლი შეაგდო და გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ „ლაციოს” „ლეჩესთან” გასულ სეზონშიც ცუდი შედეგი ჰქონდა: ერთი შეხვედრა წააგო, მეორე კი ფრედ დაასრულა. გამოდის, რომ „ბიანკოჩელესტიმ” „ჯალოროსისთან” ბოლო სამ...
დე ლაურენტისი სკამზე დასმით იმუქრება
პიოტრ ჟელინსკის „ნაპოლიში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. ადრეც ვწერდით, რომ პოლონელი ნახევარმცველის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად ამ დროს მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია დატოვოს კლუბი. შესაბამისად, ჟელინსკისთან თანამშრომლობის გაგრძელება ყველაზე ხელსაყრელი ახლაა, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. „ნაპოლის” ახალი ფორმის პრეზენტაციაზე კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა,...
იტალიაში ჩემპიონები ხდებიან და მიდიან
ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი” ჩემპიონი გახადა და მიდის. ასეთი რამ — ჩემპიონი მწვრთნელის გუნდიდან წასვლა — იტალიაში პირველად არ ხდება. „ილ მატინო” წერს, რომ ეს მეჩვიდმეტე შემთხვევაა და დასძენს, მსგავსი რამ მარტო ადრეულ ეპოქაში კი არა, ბოლო ოცი წლის განმავლობაშიც ბევრჯერ მომხდარაო. ნეაპოლური დილის გაზეთი იხსენებს ფაბიო კაპელოს, რომელმაც 1996 წელს „მილანს” სკუდეტო მოაგებინა და დატოვა....
სარი ნეაპოლელია და ამდენად ცრუმორწმუნე
ამ გაზაფხულზე „ლაციო” ჩინებულ ფორმაშია. რომაელები არ ჩერდებიან. 30-ე ტურში მათ „სპეციას” მოუგეს 3:0. გოლები გაიტანეს ჩირო იმობილემ პენალტით, ფელიპე ანდერსონმა და მარკოს ანტონიომ. მაურიციო სარის გუნდს მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი აქვს. სარიმ „სქაი იტალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „მეორე გოლი ძალიან ლამაზად გავიტანეთ, მაგრამ ვინერვიულე კიდეც. კარგა ხანს კარში არავინ არტყამდა. ძალიან მიხარია მარკოს...









