„ლაციომ” „იუვენტუსი” დაამარცხა 2:1 და სერია A-ს ცხრილში მეორე ადგილზე მყარად დაფუძნდა — მართალია, „ნაპოლის” 16 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მესამე ადგილზე მყოფ „რომას” 5-ით უსწრებს. ამრიგად, რომაელებისთვის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ოცნების საგანს აღარ წარმოადგენს. მათი ამოცანა უკვე მოპოვებული პოზიციის შენარჩუნებაა. „ლაციოს” თავკაცმა მაურიციო სარიმ Dazn-ის მიკროფონის წინ „ბებერ ქალბატონთან” გამარჯვებასა და რამდენიმე სხვა საკითხზე ილაპარაკა....
ჭდე: მაურიციო სარი
კორიერე დელო სპორტი: სარიმ და პიოლიმ სპალეტის ერთი და იმავე ხერხით აჯობეს
„მილანმა” „ნაპოლი” დაზაფრა — 4:0 და რაც მთავარია მის თამაშში ბზარი გამოაჩინა. მართალია, „აძური” სერია A-ს კვლავ შთამბეჭდავად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც არის გასული, მაგრამ მისი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ბოლო ერთ თვეში „ლაციოს” თავკაც მაურიციო სარისთანაც დამარცხდა და „მილანის” თავკაც სტეფანო პიოლისთანაც. როგორც „კორიერე დელო სპორტის” მიმომხილველი ალესანდრო ბარბანო წერს, ორივემ მისი ერთი და...
ორი და თანაც ნული
„დერბი დელა კაპიტალე” ანუ რომაული დერბი მატია ძაკანის გოლით „ლაციომ” მოიგო — 1:0. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ იტალიის დედაქალაქის გუნდების დაპირისპირებაში ისევ „ბიანკოჩელესტიმ” გაიმარჯვა. მიმდინარე სეზონში ისინი უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, და ორივეჯერ „ლაციომ” იყოჩაღა. ანგარიშიც ერთნაირი გახლდათ. ამრიგად, „ლაციოს” თავკაცი მაურიციო სარი გახდა მწვრთნელი, რომელმაც „არწივებს” „რომასთან” ერთ სეზონში ორივე შეხვედრა მოაგებინა და...
სარი: სპალეტი ნეაპოლის მეფე გახდება
„ლაციომ” „ნაპოლის” ნეაპოლში მოუგო 1:0. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა მაურიციო სარიმ, რომელიც რამდენიმე წლის წინ „ნაპოლის” ედგა სათავეში და ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა, თქვა: „ნაპოლის” დონის გუნდებთან თამაშისთვის მომზადება ძალიან ძნელია. რთულია იფიქრო იმაზე, რომ აქ ჩამოხვალ და შენს თამაშს მოახვევ თავზე, დაცვაში ჩადგომა კი თვითმკვლელობის ტოლფასია. ყველაზე რთული იყო ბიჭების დარწმუნება, რომ მათ...
სასტუმროში დაკარგული სკუდეტოს გამოძახილი
დღეს „ნაპოლი” „ლაციოს” მასპინძლობს. სტატისტიკის თანახმად, შინ ნეაპოლელებს რომაელებთან აგერ უკვე ზედიზედ შვიდი შეხვედრა არ წაუგიათ: 6 მოუგეს და 1 ფრედ ითამაშეს. ბოლოს „ლაციომ” ნეაპოლში 2015 წლის 31 მაისს გაიმარჯვა (4:2). მაშინ „აძურის” მწვრთნელი რაფა ბენიტესი იყო. დღევანდელი მატჩის მონაწილე გუნდებისა და ადამიანების ბედი ძალიან არის გადახლართული. ეს განსაკუთრებით კარგად 2018 წლის ისტორიიდან ჩანს, როდესაც...
მას შეუძლია წიგნში შევიდეს
ლუჩანო სპალეტი ცრუმორწმუნე კაცია. მას სკუდეტოზე ლაპარაკი არ უყვარს, არადა 15 ტურის შემდეგ მისი შესანიშნავი „ნაპოლი” 8 ქულით უსწრებს ჩემპიონ „მილანს” და 10 ქულით „იუვენტუსს”. ამიტომაც ლოგიკურია, რომ სკუდეტოზე ხშირად ეკითხებიან. ამასწინათ, კოვერჩანოში შედგა ჟურნალისტების ანდრეა სანტონისა და ჯანი მარკეზინის წიგნის „იტალიელი მწვრთნელების” პრეზენტაცია, რომელშიც ბევრი საინტერესო ამბავი წერია, თუმცა მათგან ერთზე გვინდა გავამახვილოთ თქვენი...
ისევ ლაციო-ნაპოლის მსაჯობის შესახებ
„მაურიციო სარიმ „ლაციოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ მსაჯებზე რომ ილაპარაკა? იცით, მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ის ჩემსავით ტოსკანადან არის და გაზვიადება სჩვევია, მაგრამ მისმა მაშინდელმა სიტყვებმა გული მატკინა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ ფრაზებს აღარ მოვისმენ,” — თქვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერია A-სა და B-ში მსაჯების გამანაწილებელმა ინსტრუქტორმა ჯანლუკა როკიმ. შეგახსენებთ,...
სარი — შუა თითის ჩვენების სპეციალისტი
მაურიციო სარიმ „ვერონას” მწვრთნელებსა და სათადარიგოთა სკამს შუა თითი აჩვენა. ეს მოხდა კვირას, როდესაც „ლაციომ” ვერონელებს 2:0 მოუგო. რომაელებმა ანგარიში 68-ე წუთზე გახსნეს. გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა, ხუთი წუთის შემდეგ კი სარიმ კოლეგებს არაკორექტული ჟესტი აჩვენა. DAZN ვარაუდობს, რომ „ბიანკოჩელესტის” თავკაცს „ვერონას” გუნდის მენეჯერთან ალესანდრო მაცოლასთან მოუვიდა კონფლიქტი, თუმცა თავად სარიმ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ...
სარი: ნეხვი ნეხვია
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან” 1:2 დამარცხების შემდეგ „ლაციოს” მწვრთნელი მაურიციო სარი მსაჯებზე იყო გაბრაზებული. მთავარ არბიტრ სიმონე სოძას მან თავს რისხვა დაატეხა. „ბიანკოჩელესტის” ანუ თეთრ-ცისფერების თავკაცმა „სქაი სპორტთა” საუბარში თქვა: „კონტაქტი მარიო რუისა და ლაძარის შორის? მგონი ამ ეპიზოდს კომენტარი არც სჭირდება. ის კი არა, „ნაპოლის” პირველი გოლიც (ფოტოზე) არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან კიმმა ლუის ალბერტოს...
რას წყვეტენ ლაციოს ტიფოზები?!
რას ნიშნავს გულშემატკივრის როლი იტალიაში… „ლაციოს“ ფანებს მტრული დამოკიდებულება აქვთ გუნდის კოსოვოელ ფორვარდ ვედათ მურიქისთან, ამის გამო კი „ლაციო“ ესპანურ „მალიორკაში“ ანათხოვრებს ფეხბურთელს. უფრო სწორად, გაანათხოვრა: გადაწყვეტილი ამბავია. კუნძულელებს 13 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ. მურიქი ორი წლის წინ „ფენერბაჰჩედან“ იყიდეს 20 მილიონად, ამ დროის განმავლობაში კი კოსოვოელმა 43 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ოთხიოდე...









