ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან” 1:2 დამარცხების შემდეგ „ლაციოს” მწვრთნელი მაურიციო სარი მსაჯებზე იყო გაბრაზებული. მთავარ არბიტრ სიმონე სოძას მან თავს რისხვა დაატეხა. „ბიანკოჩელესტის” ანუ თეთრ-ცისფერების თავკაცმა „სქაი სპორტთა” საუბარში თქვა:
„კონტაქტი მარიო რუისა და ლაძარის შორის? მგონი ამ ეპიზოდს კომენტარი არც სჭირდება. ის კი არა, „ნაპოლის” პირველი გოლიც (ფოტოზე) არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან კიმმა ლუის ალბერტოს ხელი ჰკრა. მსაჯები ან ცოტანი არიან, ან რაღაც B ვარიანტია, რაც შეშფოთებას იწვევს. მსაჯები ჩვენს მიმართ სეზონის დაწყებიდან ტენდენციურობას იჩენენ. ისინი ძალიან ბევრ ყვითელ ბარათს გვიფრიალებენ. ამის წინააღმდეგ ვინმემ რამე უნდა იღონოს”.
DZAN-თან საუბარში სარიმ დაამატა: „VAR-ის პროტოკოლი? ნეხვი ნეხვია. როცა საჭირო იყო VAR-ი არ ჩაერია. ის თავის საქმეს არ აკეთებს”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
