რას ნიშნავს გულშემატკივრის როლი იტალიაში… „ლაციოს“ ფანებს მტრული დამოკიდებულება აქვთ გუნდის კოსოვოელ ფორვარდ ვედათ მურიქისთან, ამის გამო კი „ლაციო“ ესპანურ „მალიორკაში“ ანათხოვრებს ფეხბურთელს. უფრო სწორად, გაანათხოვრა: გადაწყვეტილი ამბავია. კუნძულელებს 13 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ.
მურიქი ორი წლის წინ „ფენერბაჰჩედან“ იყიდეს 20 მილიონად, ამ დროის განმავლობაში კი კოსოვოელმა 43 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ოთხიოდე თვის წინ ასეთი ამბავი მოხდა. „ლაციოს“ ტიფოზები ღია ვარჯიშის დროს მურიქის შეურაცხყოფას აყენებდნენ. მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ვარჯიში შეწყვიტა, ტიფოზებთან მივიდა და მათ უთხრა:
„კიდევ ერთი შეურაცყოფა თუ იქნება მის მიმართ, ვარჯიშს დავხურავ“.
ტიფოზებმა სარის ეს გაბედული საქციელი მოიწონეს და გაჩუმდნენ. თუმცა შემდგომში მურიქის მიმართ მაინც ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. მიზეზი მხოლოდ მურიქის არასალაციო დონეა თუ კონფლიქტებია, ეს უკვე უცნობია.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
