ნეიმარი კაპიტანი აღარ არის – ბრაზილიის ნაკრების დამრიგებელმა ტიტემ ამის შესახებ პირადად ნეიმარს შაბათს აცნობა, მეორე დღეს კი ნაკრების ახალ კაპიტნად დანი ალვეში გამოაცხადა.
დანი ალვეშს ამერიკის თასზე გამოძახებულ ბრაზილიელთა შორის ნაკრებში ყველაზე მეტი უბურთავია – 138 მატჩი. მოსამზადებელ ამხანაგურ შეხვედრებში ყატართან და ჰონდურასთან, ასევე ამერიკის თასზე მოედანზე გუნდს სწორედ დანი შეუძღვება.
ბრაზილიური “გლობო” წერს, რაც უნდა მაგარი იყოს, ნეიმარს ლიდერის თვისებები აკლია, დანი ალვეშს კი გუნდის “დაქოქვა” შეუძლიაო. შეგახსენებთ, რომ ამერიკის თასი 14 ივნისიდან 7 ივლისამდე სწორედ ბრაზილიაში გაიმართება. მასპინძლების ქვეჯგუფში ბოლივია, ვენესუელა და პერუ მოხვდნენ. “კოპა ამერიკა” ყველაზე მეტჯერ ურუგვაიმ მოიგო – 15 თასი. მერე ბრაზილიაა 14 მოგებით, არგენტინამ კი ამ ტურნირზე სულ 8-ჯერ იბედნიერა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?