ზიდანი ჰოთ დოგის საყიდლად წავიდა

Home აქეთურ-იქითური ზიდანი ჰოთ დოგის საყიდლად წავიდა

არსენ ვენგერი ინტერნეტ-სენსაციად იქცა. „არსენალის” ყოფილი მწვრთნელი, რომელიც 69 წლისაა, მთელი კარიერა დაბალ ლიგებში თამაშობდა და უცებ მსოფლიოს მოედო ფოტო სადაც ის ფეხბურთის ლეგენდას, 46 წლის ზინედინ ზიდანს ფინტით აბითურებს. „რეალის” 46 წლის მწვრთნელისთვის ასეთ ფოტოზე მოხვედრა ალბათ უხერხულიც კი იყო.

სოციალური ქსელები კომენტარებით გადაივსო.

„როგორ ატყუებს ვენგერი ზიდანს მოედნის ცენტრში… ეს სპორტის ისტორიის ფოტოებიდან ჩემი უსაყვარლესი სურათი გახდება”, — წერდა ერთი.

„ზიდანს?… და ეს ფოტოშოპი არ არის?” — კითხულობდა მეორე.

რასაკვვირველია, ის, რამაც მსოფლიო ინტერნეტი დაიპყრო უფრო მომენტის, რაკურსის და ფოტოგრაფის დამსახურებაა ვიდრე ვენგერის, რადგან სინამდვილეში, ამ ეპიზოდში ვენგერმა მართალია ბურთის მიღება მოახერხა, მაგრამ ვეღარაფერი გააწყო იქვე „ჩააბარა” ზიდანს. და მაინც, ბრაიან კლაფს აქვს ნათქვამი — გოლი მხოლოდ ერთი წამიაო. ზუსტად ასევეა ისტორიული ფოტოც — იღბლიანად შეჩერებული წამია და მეტი არაფერი.

გულშემატკივრებს კი ხალისის საბაბი მიეცათ:

„ზიდანს უთქვამს „რეალში” აყვანა მინდოდა, მაგრამ გამეპარაო”…

„ვენგერს უთქვამს: თავიდან მარცხნივ ვაჩვენე მოძრაობა, შემდეგ მარჯვნივ, შემდეგ ისევ მარცხნივ და ის სადღაც ჰოთ დოგის საყიდლად გავარდაო”.

შეხვედრა კი საქველმოქმედო გახლდათ.

 

 

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.