„არსენალს” ასეთი ცუდი სტარტი 39 წელია არ ჰქონია, მაგრამ მწვრთნელი მიკელ არტეტა ამბობს, რომ სამსახურიდან გაშვების არ ეშინია. გუშინ, „მეთოფეებმა” შინ წააგეს, „ვულვერჰემპტონთან” (1:2), და 10 თამაშის შემდეგ მე-14 ადგილზე არიან. ხსენებული 10 მატჩიდან „არსენალი” ხუთში დამარცხდა, მათგან ზედიზედ სამჯერ – შინ. არტეტას ქვეშევრდომებს მხოლოდ 10 გოლი აქვთ გატანილი. ქულების გრაფაში უწერიათ -13. არტეტა: „მას...
ჭდე: დავიდ ლუისი
ჩხუბი არსენალის ვარჯიშზე
არსენალელებს, დავიდ ლუისსა და დანი სებალოსს თანაგუნდელების წინაშე ბოდიში მოახდევინეს. მიზეზი: წინა კვირაში, ვარჯიშზე, მათ ერთმანეთს ცხვირ-პირი დაუნაყეს. როგორც ამბობენ, ჩხუბის წამომწყებმა ესპანელმა სებალოსმა სავარჯიშო მოედანი სახედასისხლიანებულმა დატოვა. ამბავი ზუსტად ერთი კვირის წინ მოხდა. 24 წლის სებალოსი ლუისთან საჩხუბრად პირველი წამომხტარა. ამის დანახვაზე თურმე თანაგუნდელებიც წამოხტნენ და წაკიდებულები გააშველეს, ოღონდ მანამდე მათ ერთმანეთის გვემა მაინც...
ვილიანი სუპერმენი არ არის
ასაკი? კი ბატონო, 32 წლისაა, მაგრამ ამბიცია არ მოჰკლებია. და მას არ აქვს იმ ხალხთან კამათის დრო, რომელსაც მიაჩნია, რომ მან „ჩელსიდან” „არსენალში” გადასვლით ნაბიჯი უკან გადადგა. რატომ? იმიტომ, რომ ვილიანმა იცის რისთვისაც მივიდა „ემირეიტ სთედიუმზე”. თავიდანვე, როდესაც „არსენალის” თავკაც მიკელ არტეტას შეხვდა და ელაპარაკა, გაირკვა, რომ ორივეს ერთნაირი, დიდი ამბიცია ჰქონია — ჩემპიონთა ლიგაში...
ქეიფი გადადებულია!
ამ უქმეებზე, მერსისაიდზე, შამპანურს დროებით ყინულში ჩატოვებენ. „ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშემ რაჰიმ სტერლინგმა იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონობა გადაუვადა. არადა, „მანჩესტერ სიტის” „არსენალთან” ფეხი რომ დაცდენოდა, „ლივერპულს” მიეცემოდა შესანიშნავი შანსი, კვირას მერსისაიდულ დერბიში გამხდარიყო ჩემპიონი. ტიტულის მაინცდამაინც „გუდისონ პარკზე”, „ევერტონთან” შეხვედრაში მოპოვება „წითლებისთვის” განსაკუთრებით ტკბილი იქნებოდა. თან, უკვე 30 წელს გადაცდა, რაც ისინი ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან,...
მსოფლიოს მომავალი საუკეთესო მწვრთნელი
დავიდ ლუისი ამბობს, რომ „არსენალის” შეფების მხრიდან გუნდის მიკელ არტეტასთვის ჩაბარება სწორი ნაბიჯი იყო. ბრაზილიელი მცველი არ ერიდება თამამ განცხადებას, რომ არტეტასგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი დადგება — ფეხბურთელის აზრით, ესპანელმა იცის, როგორ ააღორძინოს „მეთოფეები”. ჯერჯერობით კი, „არსენალის” ყოფილ ვარსკვლავს თავისი სამწვრთნელო კარიერის პირველი ორი მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა აქვს. 1 იანვარს ჩრდილოლონდონელებს კარგი გამოცდა...
ლემპარდს კაცურად ველაპარაკე
დავიდ ლუისმა მოყვა, რომ „ჩელსიდან” „არსენალში” გადასვლის წინ ფრენკ ლემპარდთან გულწრფელად ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ზაფხულში ბრაზილიელმა „სტემფორდ ბრიჯი” დატოვა და „ემირეით სთედიუმზე” გადაბარგდა, რასაც ბევრი არ ელოდა. ლუისმა თქვა, რომ მას დასავლეთ ლონდონელების დატოვება მანამდე ჰქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე ჩრდილო ლონდონელები ინტერესს გამოხატავდნენ. ამ ისტორიაში გასაკვირი ის იყო, რომ ლუისმა „ჩელსიდან” წასვლა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც გუნდის მწვრთნელად...
სარი ზედმეტად ემოციურია
მაურიციო სარიმ ბაქოში, „ჩელსის” ბოლო ვარჯიშზე თავი ვერ მოთოკა და მოედნიდან გაიქცა. მიზეზი: ერთი შეხედვით, იტალიელმა მწვრთნელმა გონსალო იგუაინისა და დავიდ ლუისის გამაღიზიანებელი კინკლაობა ვერ აიტანა. ძნელია, როდესაც ევროლიგის ფინალის წინა დღეს ფეხბურთელებისგან უპასუხისმგებლობას ხედავ. განრისხებულმა სარიმ კეპი მოგლიჯა, დააგდო და ფეხი გაჰკრა. ეს ამბავი საღამოს ვარჯიშზე მოხდა. არგენტინელი და ბრაზილიელი რამდენჯერმე უხეშად შეებრძოლენ ერთმანეთს ბურთისთვის,...





