ნიკა ნახევრად ფინალშია

Home კატეგორიის გარეშე ნიკა ნახევრად ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე ფავორიტად განთესეს და ჯერჯერობით სრულებით ამართლებს პირველი ნომრის სტატუსს.
მეოთხედფინალში მისი მეტოქე ფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგა იყო. ახლა კია ეს ფლეგმატური აფროფრანგი რეიტინგის 85-ე ნომერი, მაგრამ კარიერის ზენიტში თითქმის ყველა სუპერვარსკვლავი ჩაუჩოგნავს, რეიტინგის მე-5 ნომერიც ყოფილა და მარტო კორტზე სიჩაუქით 20 მილიონ დოლარზე მეტი უშოვია.
ნიკამ ისე ითამაშა, ცონგას შანსი არ ჰქონია – 6:4, 6:4. ნახევარფინალში ჩვენიანის მეტოქე ან კანადელი ოჟე-ოლიასიმი (რეიტინგის N35) იქნება, ანაც ამერიკელი სტივ ჯონსონი (N59).
რაც ყველაზე საინტერესოა, ლიონს ბასილაშვილის გარდა უკვე ყველა განთესილი ჩოგბურთელი დაემშვიდობა. ასე რომ, ნიკას კარიერაში მესამე დიდი ტურნირის მოგების რეალური შანსი აქვს.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".