ჭდე: საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები

Home საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები
ხორვატიამ ჩვენებთან მაგრად ინერვიულა…
ჩანაწერი

ხორვატიამ ჩვენებთან მაგრად ინერვიულა…

ევროპის ჩემპიონატი ხელბურთელთა შორის გუშინ დაიწყო, ხოლო საქართველოს ნაკრები საქმეში დღეს ჩაერთო. მეტოქე სერიოზული იყო – ხორვატიის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. თამაში ძალიან მაგრად დავიწყეთ. შეტევაშიც და დაცვაშიც თითქმის ყველაფერი გამოგვდიოდა და მე-19 წუთისთვის 12:6 დავწინაურდით. თუმცა, ტაიმი მაინც წავაგეთ – 14:15. შესვენების შემდეგ ხორვატები სამი ბურთით გაგვექცნენ, მაგრამ შემოტრიალება მოვახერხეთ და...

მონდომებული, მიზანდასახული, ერთსულოვანი…
ჩანაწერი

მონდომებული, მიზანდასახული, ერთსულოვანი…

8 მაისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ტიტე კალანდაძის გუნდს კონტინენტის მთავარი ტურნირის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, შესაძლოა, ფრეც ეყოს და წაგებითაც გავიდეს, მაგრამ საქმე მოლეული სჯობიაო… არადა, ბერძნებთან პირველი თამაში 26:27 წავაგეთ. უფრო ჩვენ წავაგეთ, ვიდრე მეტოქემ მოიგო, რადგან ბოლო ბურთი 8 წამით ადრე მივიღეთ და ისიც...

ხელბურთელები კარპატის თასზე
ჩანაწერი

ხელბურთელები კარპატის თასზე

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ვაჟთა ხელბურთელთა ნაკრებს ოთხი მატჩი დარჩა. ყველა 2025 წლის მარტსა და მაისში გაიმართება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მარტის თამაშებს: 13-ში ჩვენი გუნდი ბოსნიას უმასპინძლებს, ხოლო 16-ში ესტუმრება; შემდეგ იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი საშინაო თამაში საბერძნეთთან (7 მაისი), ხოლო ჯგუფურ ეტაპს  ჩვენები11 მაისს ისლანდიასთან სტუმრობით დაასრულებენ. სადღეისოდ, ორი მოგებით ლიდერი ისლანდიაა,...

ევროპა ხელბურთსაც უნდა
ჩანაწერი

ევროპა ხელბურთსაც უნდა

6 ნოემბერს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. ტიტე კალანდაძის გუნდი ჯგუფში ისლანდიასთან, საბერძნეთთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვს – წლეულს პირველად იასპარეზა და იმავეს გაკეთებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ევროპირველობაზე ერთ-ერთი მეტოქე სწორედ ბოსნია იყო და ისტორიული გამარჯვებაც მათთან მოვიპოვეთ. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში სულ...

მარცხი ბრძოლაში
ჩანაწერი

მარცხი ბრძოლაში

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველ მატჩში შინ ავსტრიას დაუხვდა და მაგარი ბრძოლაც გაუმართა. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ფავორიტად შერაცხულ ავსტრიელებთან მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ 25:27 დავმარცხდით. მატჩი წავაგეთ ერთ პატარა მონაკვეთში, როდესაც როგორც დაცვაში, ისე შეტევაში კონცენტრაცია დავკარგეთ. თამაში თანაბრად დაიწყო, მერე ტიტე კალანდაძის გუნდი „აფეთქდა“ და ტაიმის შუაში 8:5 დაწინაურდა. თუმცა, ეს უპირატესობა...

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს…
ჩანაწერი

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს…

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო შეხვედრა სტუმრად უნგრეთის ნაკრებთან ჩაატარა და 31:30 მოიგო. ამ გამარჯვებით ტიტე კალანდაძის გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დაძაბული მატჩის პირველი ტაიმი საქართველომ 17:14 მოიგო. განსაკუთრებით დრამატული მატჩის ბოლო წუთი გამოდგა. უნგრელები ერთი ბურთით იგებდნენ, ქართველმა ხელბურთელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ მეტოქის შეტევა მოიგერიეს,...

ხელიდან გაშვებული მოგება
ჩანაწერი

ხელიდან გაშვებული მოგება

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს გამორჩა – 22:22. არადა, გამთანაბრებელი ბურთი ფინელებმა ზედ ბოლო წამზე გაიტანეს. თუმც, ჩვენი გუნდი მანამდეც არეული გამოიყურებოდა. თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს და 17 წუთში მხოლოდ 1 გოლი გაეტანათ. მართალია, ამ პერიოდში ჩვენი მეკარეც ყოჩაღობდა და ფინელებს მხოლოდ 4-ჯერ გაატანინა,...

არ გამოვიდა!
ჩანაწერი

არ გამოვიდა!

ფლეი ოფი ორი თამაშისგან შედგება, ორი თამაში კი ოთხი ტაიმია. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინელებს თბილისსა და რიიჰიმიაკიში სამი ტაიმის განმავლობაში თანაბრად დაუდგა, მეოთხეში კი, სამწუხაროდ ჩვენს გუნდს დაუდგა ყველაფერი ყირაზე. მიზეზს, რასაკვირველია მშვიდად გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ამ ეტაპზე თავს ზევით ძალა აღარ იყო. ასეა თუ ისე, ფლეი-ოფამდე მოსასვლელად ქართველებს მთელი წლის განმავლობაში...

დღეს ფინეთში საქართველო იბრძვის
ჩანაწერი

დღეს ფინეთში საქართველო იბრძვის

დღეს, 18 საათზე, რიიჰიმიაკიში საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევი ფლეი-ოფის საპასუხო მატჩს გამართავს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ. ხუთშაბათს, 16 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში პირველი მატჩი დამთავრდა 24:24. იმ შემთხვევაში თუ მეორე შეხვედრაც ფრედ დასრულდება, გამარჯვებულად ჩაითვლება გუნდი, რომელმაც მეტოქის მოედანზე მეტი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი გადავა მთავარ შესარჩევ ეტაპზე,...

სუ ომი! საქართველო კვირას ელოდება
ჩანაწერი

სუ ომი! საქართველო კვირას ელოდება

24:24! კვირას, ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში, საქართველოს დროით 18 საათზე, საპასუხო მატჩს ველით. სტრიმს ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელესაიტი გადასცემს: https://www.ehftv.com/int/livestream/finland-georgia/1865054 თბილისის სპორტის სასახლეში კი დრამატული მატჩი ვიხლეთ, რომლის მსვლელობისას ანგარიში თორმეტჯერ(!) გათანაბრდა და თუ ამ სტატისტიკის მიხედვით ვიმსჯელებთ, ფრე ლოგიკური შეგედი იყო. კიდევ, ცხელ გულზე რაც გვახსენდება, კარის ძელის მუხანათობაა — აშკარად ფინელებისკენ იყო. მარტო გიორგი ცხოვრებაძეს, რომელმაც ამ...