აშშ და კუბა — ეს ორი ქვეყანა დაემატება 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში, კაც ხელბურთელთა IHF-ს ერთა ჩემპიონატის მონაწლე აქამდე ცნობილ ათ გუნდს. ამრიგად, ეროვნული ნაკრებების ამ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კოლუმბია, ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, ბულგარეთი, მალტა, აზებაიჯანი, კუბა და საქართველო. შეგახსენებთ, რომ ექვსი ევროპული გუნდისთვის „ერთა ჩემპიონატი” ევრო 2022-ის შესარჩევი...
ჭდე: საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები
დიხამინჯია საუკეთესოა
მაკედონიაში ხელბურთის მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშეების გამოკითხვა ჩაატარეს და მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე უკეთესთა შორის უკეთესად საქართველოს ნაკრების 22 წლის მოთამაშე გიორგი დიხამინჯია დაასახელეს. დიხამინჯია „სტრუგაში” თამაშობს. ნომინანტთა შორის იყო „სტრუგას” კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია. გამოკითხვას მაკედონიური სახელბურთო ვებ-გვერდი 24rakomet ედგა სათავეში. ლექსო წითელიშვილმა მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე მეხუთე ადგილი დაიკავა,...
ერთა ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ერთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს მიანიჭა. ამრიგად, წლეულს, 2019 წლის 8-16 ივნისს, 12 გუნდიან შეჯიბრებას თბილისი უმასპინძლებს. ხსფ-ს ერთა ჩემპიონატი მასში მონაწილე 6 ევროპული გუნდისთვის ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრებაც იქნება. ეს გუნდებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, მალტა და საქართველო. გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, ფლეი-ოფის საგზურს მიიღებს. ევროპული გუნდების გარდა თბილისში ჩამოვლენ ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, კოლუმბია და კიდევ...
როგორ გავა საქართველო
გეხსომებათ, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებს იანვარში ბედმა უმტყუნა და ევრო 2022-ის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე გასასვლელად ბოლო შეხვედრაში, კვიპროსთან ერთი გოლის გატანა დააკლდა. ამის მიუხედავად, წინსვლის შანსი კიდევ არის. კერძოდ, 8-16 ივნისს დანიშნულია ეგრეთწოდებული ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი, რომელშიც 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამ 12 გუნდს შორის არის საქართველოც. 6 გუნდი ევროპიდან იქნება, დანარჩენი...
ქართველებს შანსი მაინც აქვთ
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ევრო 2022-ზე მოხვედრის შანსი არ დაუკარგავს. მართალია, გუნდმა პირველი შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და როგორც გამარჯვებული ფლეი-ოფში ვერ მოხვდა, მაგრამ შეჯიბრების ფორმატი მოწყალეა. კერძოდ, A ჯგუფის გამარჯვებულ ლუქსემბურგსა და B ჯგუფის გამარჯვებულ კვიპროსს შესარჩევის მეორე ეტაპზე უნდა დაემატოს კიდევ ერთი გუნდი, რომლის ვინაობა „ჩელენჯ ტროფიზე” გაირკვევა. „ჩელენჯ ტროფიში” კი ჯგუფებში...
გული არ გაიტეხო, გიორგი!
ბოლო წამზე გიორგი ცხოვრებაძეს კვიპროსელთა კარში პენალტი რომ შეეგდო, თამაში 25:25 დამთავრდებოდა და საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2022-ის პირველი შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა, მაგრამ არ გამოვიდა. და მაინც, შეუძლებელია საყვედური წამოგვცდეს 17 წლის ბიჭის მიმართ, რომელმაც ამ გადამწყვეტ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 11 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, ქართველთაგან ცხოვრებაძის შემდეგ ყველაზე მეტი ირაკლი ჩიქოვანს...
საქართველომ მეორეც მოიგო
საქართველოს ნაკრებმა მალტაში, ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფში მეორე თამაშიც მოიგო. ამჯერად ქართველმა ხელბურთელებმა აზერბაიჯანს აჯობეს 30:25. მალტასთან თამაშისგან განსხვავებით ქართველებისთვის მეორე შეხვედრა იოლი გასეირნება არ გამოდგა. ამის დასტური თუნდაც პირველი ტაიმის ანგარიშია — 16:15 საქართველოს სასარგებლოდ. თან, ტაიმის ბოლო გოლი ჩვენებმა სასტვენამდე 2 წამით ადრე გაიტანეს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ შესვენებამდე...
საქართველომ შესარჩევი მოგებით დაიწყო
მალტაზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი შესარჩევი ეტაპი მასპინძლებთან 48:21 გამარჯვებით დაიწყო. B ჯგუფში კიდევ ორი გუნდია, კვიპროსი და აზერბაიჯანი. კვიპროსმა აზერბაიჯანს 25:17 მოუგო. ჯგუფის გამარჯვებული შემოდგომაზე შესარჩევი შეჯიბრების მეორე, ფლეი-ოფის ეტაპზე გადავა. მალტის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტ საქართველოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველებს აშკარად შეეძლოთ შეხვედრის კიდევ უფრო დიდი ანგარიშით მოგება. ყველაზე მეტი, 11 გოლი, ქართული...




