კლასი და ოსტატობა 17 წლამდე ბავშვებშიც ისევე არსებულა, როგორც დიდებში — თბილისის სპორტის სასახლეში 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიამ მოიგო. შვეიცარიელებმა პირველივე თამაშიდან ხარისხიანი ხელბურთით მიიპყრეს ყურადღება და ექვსივე შეხვედრა მოიგეს. ფინალში მათ სერბებს აჯობეს 35:27. თუმცა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა საქართველოსა და საბერძნეთის ფლეი-ოფის შეხვედრაზე გვინდა გიამბოთ. ეს იყო თამაში, რომელსაც უნდა გაერკვია, ქართველი...
ჭდე: საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები
წინ, გოგოებო!
თბილისის სპორტის სასახლეში, 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. წინ ფლეი-ოფია, რომელიც, ხელბურთელთა ადათის თანახმად, ყველა ადგილს პატრონს მიუჩენს. სხვა სიტყვებით, შინ ჯერ არავინ გამგზავრებულა. ბრძოლა გრძელდება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში გამოდიოდა, სადაც, შეგახსენებთ, რომ ლიეტუვასთან პირველი თამაში წააგო, ხოლო შემდეგი ორი, ფინეთსა და ლატვიასთან მოიგო. მეოთხე ტურში ქართველი გოგონები ისვენებდნენ, სამაგიეროდ მათ...
ქართველი გოგონების ბრძოლა, იმედი და ემოცია
თბილისის სპორტის სასახლეში 17 წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე სამი დღე მიილია. დღეს დასვენებაა. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებაში 10 გუნდი მონაწილეობს, რომელიც ორ ჯგუფად არის დაყოფილი. საქართველოს ნაკრები „ბ” ჯგუფშია და ამიტომ ყურადღება მასზე გავამახვილოთ. ქართველებმა სამი შეხვედრიდან ორი მოიგეს და ერთი წააგეს. პირველ დღეს, ლიეტუვასთან შეხვედრის წინ, ჰიმნების დროს, ჩვენს გოგონებს გადაჭარბებული ღელვა ეტყობოდათ. გასაგებიცაა....
თბილისში ევროპის ჩემპიონატი იწყება
შაბათს, 3 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში იწყება 17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი. ის 11 აგვისტომდე გასტანს. შეჯიბრებაში 10 გუნდი მონაწილეობს: A ჯგუფი: სერბეთი, ბულგარეთი, უკრაინა, საბერძნეთი, ფარერები; B ჯგუფი: ლიეტუვა, ფინეთი, შვეეიცარია, საქართველო, ლატვია; საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია: 3 აგვისტოს საქართველო – ლიეტუვა; 4 აგვისტოს საქართველო – ფინეთი; 5 აგვისტოს საქართველო – ლატვია; 8 აგვისტოს შვეიცარია...
საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ვენაში, ხელბურთის ევროპის ფედერაციის ოფისში გაიმართა წილისყრა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ორი სხვადასხვა შეჯიბრების მეტოქეები გამოუვლინა. პირველი შეჯიბრება გახლდათ ევრო 2022, რომლის მეორე შესარჩევ ეტაპში თამაშის უფლება ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ივნისში, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ IHF-ს ერთა ჩემპიონატში გამარჯვებით მოიპოვა. ქართველ გულშემატკივარს ამ შეჯიბრებაში მისი ნაკრების წარმატებული გამოსვლა კარგად ემახსოვრება. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო შეჯიბრების მეორე ეტაპი...
საქართველო ჩემპიონია!
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, თბილისის სპორტის სასახლეში, თავისი გულშემატკივრის წინაშე, IHF-ს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სხვა სიტყვებით, სამი ვეტერანით დაბალანსებულმა ქართველ ხელბურთელთა ახალმა თაობამ მოიგო მსოფლიო მასშტაბის 12 გუნდიანი ტურნირი, რაც ქართველთა შორის თავის დროზე ძალიან პოპულარულ სახეობაში კარგა ხანია არ მომხდარა. ტურნირის წინ ბიჭებმა დათქვეს, რომ გულშემატკივრის გასახარებლად თავს არ დაზოგავდნენ, ხოლო ის ხალხი, ვინც 8-დან...
საქართველო ნახევარფინალში ბრიტანეთს ხვდება
თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) ერთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. 12 მონაწილე ორ ექვსგუნდიან ჯგუფად იყო გაყოფილი. B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ხუთივე თამაში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ დიდ ბრიტანეთს უნდა შეხვდეს. თამაში ხვალ, 15 ივნისს, შაბათს, 18 საათზე გაიმართება. დასწრება უფასოა. 20 საათზე კი გაიმართება მეორე ნახევარფინალური...
საქართველოს ნაკრები იწყებს!
შაბათს, 8 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში იწყება ხელბურთის მსოფლიო ფედერაციის, IHF-ს ერთა ჩემპიონატი, რომელიც 16 ივნისამდე გასტანს. შეჯიბრებაში მონაწილეობს 12 გუნდი, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი. A ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, კუბა, კოლუმბია, აზერბაიჯანი, ინდოეთი; B ჯგუფი: აშშ, ირლანდია, ნიგერია, ბულგარეთი, საქართველო, მალტა; ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გავლენ ნახევარფინალებში. A ჯგუფის პირველი შეხვდება B ჯგუფის მეორეს და პირიქით....
ნიკოლა მაქსიმოვიჩი – საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი
8 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი დაიწყება. მასპინძელი საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კოლუმბია, კუბა, ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, ბულგარეთი, აზერბაიჯანი და მალტა. ექვსი ევროპული გუნდისთვის ეს შეჯიბრება ევრო 2022-ის შესარჩევის ერთ-ერთი ეტაპიც არის. და ამ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის ნაკრებს 40 წლის სერბი ნიკოლა მაქსიმოვიჩი უხელმძღვანელებს. მაქსიმოვიჩმა ხელბურთელის კარიერის...
საქართველო აშშ-სთან ჯგუფში
ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) ოფისში ჩატარდა ერთა ჩემპიონატის წილისყრა. მოგეხსენებათ, შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს 12 ეროვნული ნაკრები მონაწილეობს 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს ნაკრები მოხვდა B ჯგუფში, სადაც მის გარდა ითამაშებენ: აშშ, ირლანდია, ბულგარეთი, მალტა და ნიგერია. A ჯგუფში იქნებიან: დიდი ბრიტანეთი, კოლუმბია, ჩინეთი, კუბა, ინდოეთი და აზერბაიჯანი. შეჯიბრებაში მონაწილე 6 ევროპული გუნდი იმავდროულად გაითამაშებს ევრო 2022-ის შესარჩევი...








