წელი: 2019

Home 2019
ორი ბექას ამბავი
ჩანაწერი

ორი ბექას ამბავი

საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტურმა 2019 წელი დახურა. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2020 წელს ფრანგული პირველობის ლიდერის რანგში „ბორდო“ შეხვდება, რომელშიც ქართველები არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. წლის ბოლო მატჩი ფრანგული ღვინის დედაქალაქის სარაგბო გუნდმა პოში გამართა და ერთობ დაძაბულ ბრძოლაში 27:23 იმარჯვა. ბორდოელთა სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე იყო, რომელიც კლუბში, ნაკრებისგან განსხვავებით, 6...

მედლები თვლით ანუ გილოცავთ ახალ წელს!
ჩანაწერი

მედლები თვლით ანუ გილოცავთ ახალ წელს!

ცხოვრებას უცნაურობები ახასიათებს და ერთ უცნაურობაზე აქ ვთქვათ: 2019 წელი –  ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და რყევებით სავსე – საოცრად წარმატებული გამოდგა ჩვენი სპორტისთვის. თითქოს ქვეყანა სხვა გზით მიდიოდა და სპორტი – თავისით. მედლები თვლითაა და მოდი, დავითვალოთ. 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი შეემატა ოლიმპიურ სახეობებში და ეს სარეკორდო მაჩვენებელია ქართული სპორტის ისტორიაში! წელს მსოფლიო...

მესი და ლივერპული
ჩანაწერი

მესი და ლივერპული

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. ხმათა საერთო რაოდენობის 13,11პროცენტით საუკეთესოს ტიტული „ბარსელონას“ ლიდერმა ლეო მესიმ დაისაკუთრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა წლეულს მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. მეორე ადგილზე კენიელი მორბენალი ელიუდ კიპჩოგე გავიდა. მას გამოკითხულთა 12,1პროცენტმა მისცა ხმა. მესამე ადგილზეა უბერებელი ესპანელი რაფაელ ნადალი (9,38). მეოთხეზე კიდევ ერთი სუპერფეხბურთელია – კრიშტიანუ რონალდუს პირველობას მწერალ...

ანრიო?
ჩანაწერი

ანრიო?

ერნესტო ვალვედრეს მომავალი „ბარსელონაში” ტაბუდადებული თემაა. ვერავინ ბედავს იწინასწარმეტყველოს, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის „ბლაუგრანას” სათავეში. ეს შედეგებსა და მის სურვილზეა დამოკიდებული. ვალვერდესა და კლუბს კონტრაქტში უწერიათ, რომ შეუძლიათ თანამშრომლობა 2021 წლის ივნისამდე გაახანგრძლივონ, ოღონდ ეს საკითხი მალე, აპრილის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. მანამდე კი კლუბი პირობას დებს, რომ არავის დაუკავშირდება. რასაკვირველია, არ-დაკავშირება ერთია, ვარიანტების აწონ-დაწონა კი მეორე....

მსოფლიოს მომავალი საუკეთესო მწვრთნელი
ჩანაწერი

მსოფლიოს მომავალი საუკეთესო მწვრთნელი

დავიდ ლუისი ამბობს, რომ „არსენალის” შეფების მხრიდან გუნდის მიკელ არტეტასთვის ჩაბარება სწორი ნაბიჯი იყო. ბრაზილიელი მცველი არ ერიდება თამამ განცხადებას, რომ არტეტასგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი დადგება — ფეხბურთელის აზრით, ესპანელმა იცის, როგორ ააღორძინოს „მეთოფეები”. ჯერჯერობით კი, „არსენალის” ყოფილ ვარსკვლავს თავისი სამწვრთნელო კარიერის პირველი ორი მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა აქვს. 1 იანვარს ჩრდილოლონდონელებს კარგი გამოცდა...

ლონდონში ძველი გაიხსენეს
ჩანაწერი

ლონდონში ძველი გაიხსენეს

აბა, პრემიერლიგა მის გარეშე როგორ იქნებოდა. ის კი არადა, უიმისოდ წელიწადზე მეტიც ნამეტანი იყო. არ გამოვრიცხოთ, ინგლისურ ბურთაობას მოედნის კიდესთან მდგომი სემ ელერდაისიც დაუბრუნდეს. ხუმრობა იქეთ იყოს და მომავალი წლიდან, უფრო ზუსტად კი 1 იანვრიდან დევიდ მოიესს კვლავ საქმეში ვიხილავთ. საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი 2017/2018 წლების სეზონის შემდეგ უმუშევარი იყო, მანამდე კი სწორედ იმ კლუბს ავარჯიშებდა,...

მამა
ჩანაწერი

მამა

გერმანიის ნაკრებისა და „ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მამა გახდა. ტერ შტეგენის მეუღლემ, მშვენიერმა დანიელა იელემ 28 დეკემბერს იმშობიარა. ქვეყანას მოევლინა პატარა ბენ ტერ შტეგენი. როგორც წესი ცნობილი ადამიაანები თავიანთი შვილების ფოტოებს მალავენ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერს კი პირიქით, სურდა თავისი სიხარული ყველასთვის გაეზიარებინა და ახალშობილის ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ეს ჩვენი ცხოვრების დაუვიწყარი დღეა”,...

გრიზმანი უკმაყოფილოა (VIDEO)
ჩანაწერი

გრიზმანი უკმაყოფილოა (VIDEO)

ანტუან გრიზმანი „ბარსელონას” ვარჯიშების გრაფიკით უკმაყოფილო იყო. გუშინ, ფრანგმა ვარსკვლავმა „ტვიტერზე” დაწერა: „ჩვენ 6 საათზე ვვარჯიშობთ, მაშინ როდესაც კლუბმა გამოაცხადა, რომ 6:30-ზე „პალაუ ბლაუგრანაში” კალათბურთის „ელ კლასიკოა”, „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს”. თავის „ტვიტს” მსოფლიოს ჩემპიონმა ბევრი  მოწყენილი ემოჯიც დაურთო. ანტუან გრიზმანი კალათბურთის ცნობილი ფანია. „ბარსას” კალათბურთელმა ალექს აბრინესმა ფეხბურთელს ხუმრობით უპასუხა: „ჰოდა შენც ნუ წახვალ ვარჯიშზე”....

კლოპი, VAR და ორიდან ერთი ჩათვლილი გოლი
ჩანაწერი

კლოპი, VAR და ორიდან ერთი ჩათვლილი გოლი

„ლივერპულმა” ყოჩაღ „ვულვერჰემპტონს” 1:0 მოუგო, მისმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კი მატჩის შემდეგ VAR და ვიდეოარბიტრთა სიზანტე გაკიცხა. ამ შეხვედრაში იყო რამდენიმე პაუზა, როდესაც მონიტორებიან ოთახში ეპიზოდს კარგა ხანს არჩევდნენ. კლოპის აზრით, სანამ ვიდეომსაჯები მომენტს წინ და უკან ახვევენ, ფეხბურთელები დეკემბრის სუსხში იყინებიან, რაც მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მატჩის ერთადერთი ჩათვლილი გოლი სადიო მანემ გაიტანა. ახლა „ლივერპული”...

თან კი, თან არა!
ჩანაწერი

თან კი, თან არა!

დრო დროზე სწრაფად გადის, წლები წლებს მიჰყვება და ყველა დარგში, განსაკუთრებით კი სპორტში მოცემულობაც იცვლება, რაშიც მთავარი „დამნაშავე“ დიდი ფულია. 21-ე საუკუნეში, მსოფლიო სპორტში ამა თუ იმ ათლეტთა ჯამაგირის თუ ტურნირების საპრიზო ფონდების მხრივ იმხელა თანხებზეა საუბარი, ძველი დროის უბრალო სპორტსმენები კი არა, ვარსკვლავებიც სიზმრად რომ ვერ ნახავდნენ. ყველაფერი შედარებითია და ბუნებრივია დიფერენციაცია აქაც არსებობს....