წელი: 2019

Home 2019
გასაჩივრება უარესის მოლოდინით
ჩანაწერი

გასაჩივრება უარესის მოლოდინით

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ (RUSADA) მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის დაუთანხმებლობის შეტყობინება გაუგზავნა. RUSADA-ს გენერალური დირექტორის იური განუსის ცნობით, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს წევრთა საერთო თავყრილობაზე შეთანხმდნენ გაასაჩივრონ რუსეთისთვის დაწესებული სანქციათა პაკეტი. „გაგზავნილი საბუთების პაკეტში შედის შეტყობინების წერილი, RUSADA-ს გენერალური დირექტორის თანმხლები წერილი, დამფუძნებელთა საბჭოს პროტოკოლის თარგმანი და ეთიკის ოფიცრის წერილი“ – განაცხადა იური განუსმა. ის...

პარიზიდან ლივერპულში მიმავალო ზარო
ჩანაწერი

პარიზიდან ლივერპულში მიმავალო ზარო

ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულის” გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მთელი ერთი საათი ტელეფონზე ლაპარაკში გაატარა — მას საფრანგეთიდან, კერძოდ „პარი სენ ჟერმენიდან” დაურეკეს და მათთან გადაბარგება შესთავაზეს. პსჟ-ს ჯერჯერობით თომას ტუხელი წვრთნის, თუმცა ის წნეხის ქვეშაა. რად უნდა თქმა, რომ კლოპს თავისი კარიერის ამ ეტაპზე „ლივერპულში” მუშაობა მოსწონს — მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდელები პრემიერლიგის ცხრილში ლიდერობენ და ამ მომენტისთვის...

პელეგრინი ჩაქუჩი აღარ არის
ჩანაწერი

პელეგრინი ჩაქუჩი აღარ არის

„ლესტერთან” 1:2 დამარცხებიდან რამდენიმე საათში „ვესტ ჰემმა” მანუელ პელეგრინი მოხსნა. 66 წლის ჩილელი მწვრთნელი პრობლემების წინაშე იდგა. მის სამსახურიდან გაშვებაზე უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად ლაპარაკობდნენ. ახლა „ჩაქუჩები” ცხრილში გასავარდნთა ზონას მხოლოდ ერთი ქულით აღემატებიან. „ვესტ ჰემს” ერთდროულად ორი თავმჯდომარე განაგებს. ისინი არიან დევიდ სალივანი და დევიდ გოლდი, რომელთაც გუშინ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. სალივანმა თქვა: „ამ ნაბიჯს...

ბათუმი ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლებს
ჩანაწერი

ბათუმი ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლებს

ევროპის ხელბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 3-5 ივლისს ბათუმი ქვიშის ხელბურთში ქალთა და კაცთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აჭარის დედაქალაქისთვის საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობა უცხო ხილი არ არის. 2012 წელს აქ გაიმართა ქვიშის ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატები. საინტერესოა, რომ თავად სახეობა, ქვიშის ხელბურთი, სწრაფად ვითარდება. 2020 წელს გადაწყდება შეიტანენ თუ არა მას 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური...

მილანმა იბრა დაადასტურა
ჩანაწერი

მილანმა იბრა დაადასტურა

იტალიურმა „მილანმა“ სოციალურ ქსელებში გაავრცელა განცხადება ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ნახევარწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. შვედი ბომბარდირი სეზონს მილანში ჩაამთავრებს, თუმცა მხარეებმა უფრო გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობაც არ გამორიცხეს. იტალია ზლატანისთვის კარგად ნაცნობი გარემოა. 38 წლის შვედმა „მილანში“ 2010-2012 წლებში იბურთავა და სკუდეტოს გარდა იტალიის სუპერთასსაც დაეუფლა. ამას გარდა ზლატანი სხვადასხვა დროს „იუვენტუსის“ და „ინტერის“ ღირსებასაც იცავდა. შეგახსენებთ, რომ...

გიჟური თამაში და გვარდიოლას კაპიტულაცია
ჩანაწერი

გიჟური თამაში და გვარდიოლას კაპიტულაცია

დრამატული თამაში გამოუვიდათ „ვულვერჰემპტონსა” და „მანჩესტერ სიტის”. „ვულვზმა” მოიგო 3:2, არადა 0:2-ს აგებდა. ეს ჯერ კიდევ არაფერი. შეხვედრა იმით დაიწყო, რომ მე-12 წუთზე მსაჯმა მარტინ ატკინსონმა „სიტის” მეკარე ედერსონი გააძევა. მიზეზი: პორტუგალიელი დიოგო ჟოტა მასთან პირისპირ შევიდა, ბურთი თავზე გადაუგდო და… შთამბეჭდავად წაიქცა. თავდამსხმელსა და გოლკიპერს შორის მცირე კონტაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ კაცმა არ იცის,...

კრიკეტი ფეხბურთზე მაღლა
ჩანაწერი

კრიკეტი ფეხბურთზე მაღლა

წლის ბოლოა და სპორტულთან ერთად ფინანსური შედეგებიც ჯამდება, დგება რეიტინგები და სახელდებიან გასული წლის გმირები… გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ მსოფლიოში სპორტის ყველა სახეობას შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგას დაუფიქსირდა. ამის მიუხედავად, ყველაზე მაღალი ხელფასები კვლავაც NBA-ში არის – 7,8 მილიონი (ევროზე გადაანგარიშებით). მეორე, არც მეტი და არც ნაკლები, ინდოეთის კრიკეტის ლიგაა. იქ მოკრიკეტის...

შმაიხელი: ლივერპულს პენალტი არ ეკუთვნოდა (VIDEO)
ჩანაწერი

შმაიხელი: ლივერპულს პენალტი არ ეკუთვნოდა (VIDEO)

„ბოქსინგ დეიზე” „ლივერპულმა” „ლესტერს” სტუმრად 4:0 მოუგო. ანგარიში შთამბეჭდავია, „ლივერპული” კი ძლიერი, მაგრამ 71-ე წუთამდე (ანუ სანამ შეხვედრის დასრულებამდე 19 წუთი დარჩებოდა) მხოლოდ 1:0 იყო. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლაპარაკია იმ მომენტისთვის პრემიერშიფის ლიდერსა და მის უახლოეს მდევარზე. სხვა სიტყვებით, მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების იმედი ჯერ კიდევ უღვიოდათ. და სწორედ ამ დროს „ლესტერის” კარში დაინიშნა პენალტი, რომელმაც...

დაუფასებელი…
ჩანაწერი

დაუფასებელი…

არტურო ვიდალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და არა იმიტომ, რომ ვერ თამაშობს, არამედ – საუკეთესო ფორმაშია. ეს ერთგვარად პარადოქსია, თუ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თავად კლუბში დარჩენა უნდა, რატომ უნდა გაუშვან? „ბარსელონას“ შემადგენლობაში ბევრი ვარსკვლავია და სათამაშო დრო ყველას უნდა. ამას თავად ჩილელიც ხედავს, გრძნობს და განიცდის… ვიდალს დიდებული სეზონი აქვს, ლა ლიგაში სულ 524 წუთი...

წინ
ჩანაწერი

წინ

აი, კაცს რომ პრეზიდენტად აირჩევენ, მაგრამ ჯერ ოფისში არ შესულა და ხალხში გამოჩნდება ხოლმე, ასე უწოდებენ – ფრეზიდენთ-ელექთ, ანუ არჩეული პრეზიდენტიო. ჰოდა, ინგლსური მედიაც ამ შობას უკვე ასე უწოდებს „ლივერპულს“ – ჩემპიონ-ელექთ. გუნდმა გასულ კვირაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა მოიგო, ხუთშაბათს ღამით კი ოთხი მშრალი ბურთით მოუგო უახლოეს მადევარს და ქულათა სხვაობა ორთა შორის ცამეტამდე გაზარდა....