მილანმა იბრა დაადასტურა

Home კატეგორიის გარეშე მილანმა იბრა დაადასტურა
მილანმა იბრა დაადასტურა

იტალიურმა „მილანმა“ სოციალურ ქსელებში გაავრცელა განცხადება ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ნახევარწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

შვედი ბომბარდირი სეზონს მილანში ჩაამთავრებს, თუმცა მხარეებმა უფრო გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობაც არ გამორიცხეს.

იტალია ზლატანისთვის კარგად ნაცნობი გარემოა. 38 წლის შვედმა „მილანში“ 2010-2012 წლებში იბურთავა და სკუდეტოს გარდა იტალიის სუპერთასსაც დაეუფლა. ამას გარდა ზლატანი სხვადასხვა დროს „იუვენტუსის“ და „ინტერის“ ღირსებასაც იცავდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წელიწადნახევარი შვედმა მეგოლემ „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ არცთუ წარუმატებლად იბურთავა. ყველას ეგონა, რომ იქვე დასრულდებოდა სუპერფორვადის კარიერა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზლატანს არც ბურთაობა მობეზრებია და ევროპაც ძალიან მოენატრა. იბრამ „მილანის“ საფეხბურთო მწვერვალზე დაბრუნების იმედი გამოთქვა, კლუბმა კი მის დაბრუნებას სპეციალური კლიპი უძღვნა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".