„ლესტერთან” 1:2 დამარცხებიდან რამდენიმე საათში „ვესტ ჰემმა” მანუელ პელეგრინი მოხსნა. 66 წლის ჩილელი მწვრთნელი პრობლემების წინაშე იდგა. მის სამსახურიდან გაშვებაზე უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად ლაპარაკობდნენ. ახლა „ჩაქუჩები” ცხრილში გასავარდნთა ზონას მხოლოდ ერთი ქულით აღემატებიან.
„ვესტ ჰემს” ერთდროულად ორი თავმჯდომარე განაგებს. ისინი არიან დევიდ სალივანი და დევიდ გოლდი, რომელთაც გუშინ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
სალივანმა თქვა: „ამ ნაბიჯს დიდი გულისტკივილით ვდგამთ. მანუელი ნამდვილი ჯენტლმენია და მისი კალიბრის პიროვნებასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ ბოლოხანს აშკარა გახდა, რომ ჩვენი ამჟამინდელი მიზნების ხორშესხმისათვის კლუბში ცვლილებებია საჭირო. ვიგრძენით, რომ მომავალ მწვრთნელს საქმის მოსასწრებად დრო უნდა მივცეთ, საამისოდ კი, ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება უპრიანი სწორედ ახლა იქნებოდა”.
„მელიებთან” დამარცხება პელეგრინისთვის ბოლო 12 შეხვედრაში მეცხრე იყო.
მატჩის შემდეგ ჩილელმა თქვა: „ვერ გეტყვით, რა ხდება. სტუმრად კარგად ვთამაშობთ, მაგრამ საშინაო შეხვედრებში ცუდი სტატისტიკა გვაქვს და სწორედ ესაა შესაცვლელი. საკუთარ კედლებში 9 თამაშიდან მხოლოდ 2 მოვიგეთ და ერთი ფრედ ვითამაშეთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
