წელი: 2019

Home 2019
როგორ სადილობენ ლონდონში
ჩანაწერი

როგორ სადილობენ ლონდონში

„ვესტ ჰემის” ვარსკვლავმა მაიკლ ანტონიომ, შობა დღეს,  210 ათას გირვანქად ღირებული „ლამბორგინი” მავანი მოქალაქის ღობეს მიალეწა. ანტონიო არის 29 წლის, ხოლო კია როსინა, რომელმაც ის-ის იყო სადილი გააწყო და დედასთან ერთად სუფრას უნდა მიჯდომოდა, ოცის. ეს ამბავი სამხრეთ ლონდონში მოხდა, საღამოს შვიდის ნახევარზე. კომიკური კი ისაა, რომ პრემიერლიგის მოთამაშე თოვლის კაცის კოსტიუმში იყო გამოწყობილი. იმ...

არსენალის გვარდიოლა
ჩანაწერი

არსენალის გვარდიოლა

„არსენალის” ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა ბორნმუთში, „დინ კორტზე”, გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ შეხვედრაზე, ზუსტად პეპ გვარდიოლასავით ჩაცმული მივიდა. არტეტა „მეთოფეთა” მწვრთნელად გასულ კვირას დაასახელეს, მანამდე კი „მანჩესტერ სიტიში” გვარდიოლას თანაშემწე იყო. ეს ამბავი ყველაზე ადრე ფანებმა შეამჩნიეს და ატყდა დიდი პოსტვა სოციალურ ქსელებში. „ხალხო, ზუსტად გვარდიოლასავით ჩაცმა რასაც უნდა ნიშნავდეს, ალბათ გასაგებია… ეტყობა...

დიდი ჩინური საფეხბურთო კედელი
ჩანაწერი

დიდი ჩინური საფეხბურთო კედელი

როგორც ჩანს, ჩინეთმა დაკარგა იდეალური წინასაპენსიო ქვეყნის სტატუსი, რაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ასე იზიდავდა. ჩინურმა კლუბებმა უცხოელებს ფანტასტიური პირობები შესთავაზეს და ამ რბოლაში მათი უმეტესობა წამგებიანი გახდა. ჩინეთის საფეხბურთო ასოციაცია იძულებული იყო, გადამჭრელი ზომები მიეღო. აბა რა ექნათ, როცა „ზენიტიდან“ 55,8 მილიონ ევროდ წაყვანილ ჰალკს ხელფასად 22,5 მილიონი დაუთქვეს, „ჩელსიდან“ 60 მილიონად ნაყიდ ოსკარს კი...

ბრაზილია – გერმანია, რა თქმა უნდა…
ჩანაწერი

ბრაზილია – გერმანია, რა თქმა უნდა…

ავტორიტეტიანმა FourFourTwo-მ ბოლო ათი წლის 10 საუკეთესო მატჩის ჩამოწერა. პირველ ადგილზე, ცხადია, გავიდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბელო ჰორიზინეში ჩატარებული ბრაზილია – გერმანიის ნახევარფინალური შეხვედრა. ტოპ-ათეული კი ასეთია: 1. ბრაზილია-გერმანია 1:7 – 8 ივლისი, 2014 წელი; 2. მანჩესტერ სიტი-ქუინზ პარკი 3:2 – 13 მაისი, 2012 წელი; 3. ბარსელონა-რეალი 5:0 – 29 ნოემბერი, 2010 წელი; 4....

ვალვერდე: ლივერპულში რომის შეგვეშინდა
ჩანაწერი

ვალვერდე: ლივერპულში რომის შეგვეშინდა

კატალონიელმა ჟურნალისტებმა შობის დღეებში რატომღაც ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშება და „ლივერპულთან” „ბარსელონას” შოკისმომგვრელი მარცხი (0:4) გაიხსენეს. „ბლაუგრანას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, საკლუბო საიტზე თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეზე ასე ილაპარაკა: „სანამ „ლივერპულს” შევხვდებოდით, ჩემპიონთა ლიგაში საუცხოოდ გამოვდიოდით. თამაშის დასაწყისში „ენფილდზეც” გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგემ დაგვასწრო, რის შემდეგაც ფსიქოლოგიურად გავტყდით. ჩვენ დავიწყეთ ნერვიულობა. შეგვეშინდა,...

ქალაქ-სახელმწიფოს დიადი მიზნები
ჩანაწერი

ქალაქ-სახელმწიფოს დიადი მიზნები

არ არის გამორიცხული, დიდ ოლიმპიურ ოჯახს, კიდევ ერთი წევრი – ვატიკანი შეემატოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისასალმებელი ამბავი იქნება, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ეს ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება, დიდ პროცედურებსა და დროს მოითხოვს. პირველი ნაბიჯები, უფრო სწორად იდეა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მოწონებულია, დანარჩენი კი მონდომება-მარიფათზეა დამოკიდებული. „საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ჩვენი ურთიერთობები ბრწყინვალეა....

რა იოლია რაიოლასთვის
ჩანაწერი

რა იოლია რაიოლასთვის

ცნობილი ამბავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ნორვეგიელ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს 19 წლის თანამემამულე თავდამსხმელის, ავსტრიაში, ზალცბურგის „რედ ბულში” მოთამაშე ერლინგ ჰოლანდის ყიდვა უნდა; მაგრამ, სულშერი შეიძლება პრობლემას წააწყდეს — ჰოლანდის აგენტი გახლავთ ლამის ნახევარი საფეხბურთო სამყაროს მპყრობელი, იტალიელი მინო რაიოლა, რომლის კლიენტი „იუნაიტედის” ფრანგი ვარსკვლავი, მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაცაა. და სწორედ ეს კოზირი შეიძლება გამოიყენოს...

915 მილიონი 4 საათში
ჩანაწერი

915 მილიონი 4 საათში

ჟურნალი „ფორბსი“ ყოველწლიურად ასახელებს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ათეულს. ამჯერად ჟურნალმა გასული ათწლეულის ათეული დაასახელა. პირველ საფეხურზე მოკრივე ფლოიდ მეივეზერია, რომელმაც 2009-2019 წლებში 915 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მხოლოდ მენი პაკიაოსა და კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ გამართულ 22 რაუნდში ფლოიდს ჰონორარის და ტრანსლაციებიდან ბონუსების სახით 575 მილიონი ერგო. ის შემოსავალს ძირითადად ამ ორი წყაროდან იღებს და არა სპონსორებისგან...

არგენტინელი ჟოზე მოურინიუ
ჩანაწერი

არგენტინელი ჟოზე მოურინიუ

ჟურნალ-გაზეთებისა თუ საიტების მიერ დაშვებული შეცდომა ყოველთვის სახალისოა. აგერ, ახლაც, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფანებს შორის დიდი რეზონანსი გამოიწვია შეცდომამ, რომელიც ჩრდილოლონდონური კლუბის საყმაწვილო ჟურნალ One Hotspur Junior-ს მოუვიდა. OHJ-ს ბოლო გამოცემაში იყო ქვიზი, სადაც ეწერა ასეთი კითხვა: რომელი ქვეყნიდანაა ჟოზე მოურინიუ? იქვე იყო სამი სავარაუდო პასუხი. კითხვა გახლდათ ორქულიანი. ჟურნალის ბოლოში, პასუხების გვერდზე კი… პორტუგალიის ნაცვლად...

არტეტა ფინტების წინააღმდეგ
ჩანაწერი

არტეტა ფინტების წინააღმდეგ

„არსენალის” ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა ვარჯიშზე ფეხბურთელებს გაუბრაზდა. მოთამაშეებმა ის ფინტებით გააღიზიანეს. შეგახსენებთ, რომ ესპანელის ხელმძღვანელობით „მეთოფეები” პირველად ხვალ, „ბოქსინგ დეიზე”, ანუ შობის მეორე დღეს ითამაშებენ. ეს ბორნმუთში მოხდება. მოკლედ შეგახსენებთ იმასაც, რომ „ემირეით სთედიუმზე” არტეტამ უნაი ემერი შეცვალა. გასულ შაბათს ის ლივერპულის „გუდისონ პარკზე” „ევერტონისა” და „არსენალის” თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. ეს გახლდათ დროებითი მწვრთნელის...