წელი: 2019

Home 2019
შეკრება დაიწყო
ჩანაწერი

შეკრება დაიწყო

საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრებმა იანვრის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებებისთვის მზადება დაიწყო. გუნდი, რომლის პრაქტიკულად ყველა წევრი უკვე თბილისშია, ხუთდღიან შეკრებას გადის. ამ ეტაპზე ნაკრებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბექა ორჯონიკიძე და ფიზმომზადების მწვრთნელი სერბი მარკო შეშუმი ავარჯიშებენ. ნაახალწლევს კი საქმეში მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი და სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი ჩაებმებიან. პირველი შეჯიბრება, რომელშიც ეროვნული გუნდი მონაწილეობას მიიღებს იქნება...

თავისუფლება ფედეს…
ჩანაწერი

თავისუფლება ფედეს…

2019-20 წლების სეზონში რეალის გულშემატკივრები ფედე ვალვერდეს „დეპორტივოდან“ დაბრუნებას ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. ძირითადად იმიტომ, რომ არ ენდობოდნენ. მადრიდისტებმა მისი მთავარი პრობლემა კარგად იცოდნენ – პოზიციური თამაში. ახალგაზრდა ურუგვაელს, მოედანზე თითქოს თავისი თავის პოვნა უჭირდა. ზიდანის ხელში მას მეორე სუნთქვა გაეხსნა და დღეს ძირითადი შემადგენლობა მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ის ბიჭი, რომელსაც მოედანზე პოზიციური თამაში ნაკლებად...

ტოკიო ბოლტმა გამოსცადა
ჩანაწერი

ტოკიო ბოლტმა გამოსცადა

2020 წლის ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენა რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონის, იამაიკელი უსეინ ბოლტის მონაწილეობით და საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებით გაიხსნა. სარბენ ბილიკებზე გასვლის საშუალება სიმბოლურად 2020 მონაწილეს მიეცა. მათ შორის ძირითადად იყვნენ იაპონელი ოლიმპიური და აზიის თამაშების ჩემპიონები და პრიზორები, ასევე სხვა ქვეყნებიდან მიწვეული პარალიმპიელი ათლეტები. სარბენ ბილიკზე პირველი წარსდგა სტადიონის პროექტის დიზაინერი, იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა. ტიტულოვანმა უესინ ბოლტმა ესტაფეტაში...

კანფეტებს თავი მოაბეს 
ჩანაწერი

კანფეტებს თავი მოაბეს 

„ევერტონს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. „კანფეტებს“ მრავლისმნახველი იტალიელი კარლო ანჩელოტი უთავკაცებს. 60 წლის სპეციალისტი უკვე შეხვდა ჟურნალისტებს და „გუდისონ პარკზე“ ოფიციალურად წარადგინა. ახალმა მწვრთნელმა 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში დაახლოებით 11.5 მილიონ გირვანქას მიიღებს. „მილანის“, „იუვენტუსის“, „ჩელსის“, პსჟ-ს, მადრიდის „რეალის“ და „ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელის ბოლო გუნდი “ნაპოლი” იყო, საიდანაც ის რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს.

ისკოსა გასცემ შენია?
ჩანაწერი

ისკოსა გასცემ შენია?

„ჩელსის” „რეალმა” ისკოს ყიდვა შესთავაზა. მადრიდელები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა „ტოტენჰემ ჰოთსპურისგან” კრისტიან ერიკსენის გამოსასყიდი ფული იშოვნონ. „რეალი” ისკოს 44 მილიონ გირვანქას ანუ 51,5 მილიონ ევროს აფასებს. ერიკსენი კი 50 მილიონი გირვანქა ანუ 58,5 მილიონი ევრო ღირს. ინგლისური მას მედია წერს, რომ 27 წლის ისკო ზინედინ ზიდანის ხელში „თეთრების” ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი ვერ გახდა....

უცხვირპირო ზლატანი 
ჩანაწერი

უცხვირპირო ზლატანი 

იმ კლუბის ქომაგებმა, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაიწყო, ლეგენდა, მოიძულეს. საქმე იმაშია, რომ უზრუნველ მომავალზე მოფიქრალმა 38 წლის ფეხბურთელმა „მალმიოს“ პრინციპული მეტოქის „ჰამარბის“ წილების 25% შეიძინა. ცხადია გულშემატკივრებმა ზლატანს ეს ნაბიჯი არ აპატიეს და ქალაქის ცენტრში მდგარი მისი ძეგლი, ცოტა ხნის წინ, შელახეს… თუმცა, რადიკალმა ფანებმა როგორც ჩანს გული ვერ მოიოხეს და იბრას კიდევ ერთხელ...

დინამოს ახალი მწვრთნელი: ვიჩქარებთ ნელა!
ჩანაწერი

დინამოს ახალი მწვრთნელი: ვიჩქარებთ ნელა!

თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად ქუთაისელი კახა ჩხეტიანის მწვრთნელად დანიშვნაზე ლაპარაკი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. საქმე თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმც ეს ყველაფერი ოფიციალურად მხოლოდ 23 დეკემბერს, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გამოაცხადა. „დინამომ“ და „ტორპედოში“ წარმატებულმა კახა ჩხეტიანმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს „დინამო არენას“ საკონფერენციო დარბაზში შეკრებილთ ეს გვითხრეს: რომან ფიფია, დინამოს პრეზიდენტი კახა ჩხეტიანის აქ ყოფნით ძალიან ბედნიერები...

ბექა, ლელო, კლერმონი…
ჩანაწერი

ბექა, ლელო, კლერმონი…

საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული ტური ტულონის „სტად მაიოლზე“ დასრულდა, სადაც ადგილობრივმა სარაგბო კლუბმა „კლერმონს“ უმასპინძლა. „ტულონის“ მწვრთნელებმა თავისი ქართველი ვეტერანი მამუკა გორგოძე დაასვენეს, ხოლო კლერმონელთა დამრიგებლებმა არ ათამაშეს თავისი ლეგენდა – ასევე ვეტერანი დავით ზირაქაშვილი. თუმცა მატჩს ქართველთა გარეშე მაინც არ ჩაუვლია და ერთ-ერთმა ლელოს გატანაც მოახერხა. ტულონელმა ბექა გიგაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და...

გაყიდული ოლიმპიადა
ჩანაწერი

გაყიდული ოლიმპიადა

127 წლის წინ შედგენილი მანიფესტი, რომელმაც დასაბამი მისცა ოლიმპიურ თამაშებს ნიუ იორკის „სოთბის” აუქციონზე რეკორდულად დიდ თანხად – 8 806 500 აშშ დოლარად გაიყიდა. საქმე ეხება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ფუძემდებლის, პიერ დე კუბერტენის მიერ 1892 წელს შედგენილ 14-გვერდიან ხელნაწერ დოკუმენტს, სადაც საუბარია ფრანგი ბარონის სურვილზე, აღედგინა ანტიკური ოლიმპიური თამაშები. „სოთბის” თანახმად, ეს იყო ყველაზე დიდი თანხა,...

შერმადინი დაფრინავს
ჩანაწერი

შერმადინი დაფრინავს

გიორგი შერმადინი გულშემატკივრის გაოცებას აგრძელებს. ქართველი ცენტრი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. 30 წლის კალათბურთელმა თავი ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატში გამოიჩინა. „გრან კანარიას“ წინააღმდეგ მატჩში „ტენერიფეს“ ქართველმა ლეგიონერმა ყველაზე მეტი – 32 ქულა ჩააგდო, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 100:79 მოგებულ მატჩში შერმადინი MVP გახდა. მის გარდა, კიდევ ერთმა ქართველმა კალათბურთელმა...