127 წლის წინ შედგენილი მანიფესტი, რომელმაც დასაბამი მისცა ოლიმპიურ თამაშებს ნიუ იორკის „სოთბის” აუქციონზე რეკორდულად დიდ თანხად – 8 806 500 აშშ დოლარად გაიყიდა.
საქმე ეხება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ფუძემდებლის, პიერ დე კუბერტენის მიერ 1892 წელს შედგენილ 14-გვერდიან ხელნაწერ დოკუმენტს, სადაც საუბარია ფრანგი ბარონის სურვილზე, აღედგინა ანტიკური ოლიმპიური თამაშები.
„სოთბის” თანახმად, ეს იყო ყველაზე დიდი თანხა, რომელიც გადაიხადეს სპორტთან დაკავშირებულ რელიკვიაში. ადრეული რეკორდი ეკუთვნოდა „ნიუ-იორკ იანკის” მოთამაშის ბეიბი რუთის ბეისბოლის მაისურს, რომელიც წლეულს ზაფხულში 5,64 მილიონად გაიყიდა.
საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ ოლიმპიურ რელიკვიაში, ეს არის ჯესი ოუენსის მიერ 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოთხიდან ერთ-ერთი ოქროს მედალი. 2013 წელს ოუენსის ერთ-ერთი მედალი აუქციონზე გაიყიდა 1,466 574 დოლარად, რაც მაშინ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ რეკვიზიტში გადახდილი რეკორდული თანხა იყო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 20:37ცხადაძე ლატვიაში იმუშვებს
სიახლეები22/11/2026 | 00:24ორმაგთან ახლოს
სიახლეები18/11/2026 | 23:20ჯიკიჩმა შემადგენლობა დაასახელა
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
