წელი: 2019

Home 2019
ქართული ისტორია პოლონეთში
ჩანაწერი

ქართული ისტორია პოლონეთში

გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლას“ ისტორიაში შევიდა. ქართველი შემტევი კლუბის საუკეთესო ლეგიონერია. ამ შედეგს 33 წლის ფეხბურთელმა მაშინ მიაღწია, როცა მოქმედ ჩემპიონ გილვიცეს „პიასტს“ დუბლი შეუსრულა. მე-17 და 57-ე წუთზე გატანილი გოლებით მერებაშვილმა თავის გუნდს 2019 წლის ბოლო შეხვედრა მოაგებინა. „პიასტსთან“ გოლები ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში გატანილი მესამე და მეოთხე იყო, ამ შედეგით ის თანაგუნდელ დომინიკ ფურმანთან...

მოვლენებით და მაიმუნობით გადატვირთული მატჩი
ჩანაწერი

მოვლენებით და მაიმუნობით გადატვირთული მატჩი

ლონდონური დერბი მოვლენებით გამოდგა დატვირთული — „ჩელსიმ” 2:0 მოუგო „ტოტენჰემს”, რომელსაც მეორე ტაიმში სონი გაუგდეს; ანტონიო რუდიგერს ტრიბუნიდან რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ხულიგნებს რუდიგერმა თვითონ გამოაჯავრა მაიმუნის მოძრაობებით. ტრიბუნიდან ნასროლი ნივთები ცვიოდა „ჩელსის” მეკარე კეპა არისაბალაგას ახლომახლოს და, რასაკვირველია, საყურადღებო იყო ის, რომ ყოფილი შეგირდის, ფრენკ ლემპარდის გუნდმა ოსტატ ჟოზე მოურინიუს გუნდი დაამარცხა. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” კარში ორივე...

ენდეთ გელას!
ჩანაწერი

ენდეთ გელას!

გელა აფრასიძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. საქართველოს ნაკრების 9 ნომერმა ეს „რასინგთან“ პარიზულ მატჩში შეძლო, რომელიც მისმა „მონპელიემ“ 25:29 წააგო და მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის კუთვნილ ბონუს-ქულას დასჯერდა. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მსოფლიო თასზე ტვინის შერყევა მიიღო და მას შემდეგ უქმად იყო, მაგრამ გასულ ტურში მონპელიელთა სამწვრთნელო შტაბმა ერთობ მოულოდნელად სასტარტო შემადგენლობაში დააყენა...

ინსცენირებული მიწისძვრა
ჩანაწერი

ინსცენირებული მიწისძვრა

ტოკიო 2020-ის ორგანიზატორებმა ოლიმპიური თამაშებისას შესაძლო მიწისძვრით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის და სიტუაციაზე კონტროლის მიზნით, არიაკეს ტანვარჯიშის ცენტრში ინსცენირებული მიწისძვრა  მოაწყვეს. საცდელ ღონისძიებაში დაახლოებით 650 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის – იაპონიის დედაქალაქის მთავრობის ოფიციალური პირები, პოლიცია, მეხანძრეები და თავდაცვის სამსახურები. თითოეული მათგანი შესაბამის სამუშაოებს ასრულებდა. შესაძლო დაზარალებულების პირველადი დახმარება იყო მათი დროული ევაკუაცია და უსაფრთხო ადგილზე...

ლივერპულმა ყატარში მსოფლიო დაიპყრო! (VIDEO)
ჩანაწერი

ლივერპულმა ყატარში მსოფლიო დაიპყრო! (VIDEO)

იურგენ კლოპმა გულწრფელად თქვა, რომ ყატარში, კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში, სანამ მისი „ლივერპული” ბრაზილიურ „ფლამენგოს” ბრაზილიელი რობერტო ფირმინოს მიერ 99-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0-ს მოუგებდა, ნერვილულობისგან თავისი დაემართა. ეს გახლდათ „ლივერპულის” მეოთხე მცდელობა დაუფლებოდა კლუბთა მსოფლიო თასს, რომელსაც ხან საკონტინენტთაშორისო ერქვა და ხანაც სხვა რამ. იცვლებოდა შეჯიბრების ფორმატიც, თუმცა ევროპიდან მასში როგორც წესი ჩემპიონთა თასის...

ლონდონში (თბილისში) შუქი არ არის!
ჩანაწერი

ლონდონში (თბილისში) შუქი არ არის!

ო, იესპიენო, ქართველი ქომაგის ერთგულო მეგობარო. ფეხბურთის მოყვარული კაცი ბევრ რასმეს გაპატიებს, იმასაც კი, რომ როცა ნაღდი დიდი ფეხბურთი გაქვს გამოცხადებული, კრიკეტის ლაივს დაგვაჯახებ, კალიფსოს სერიას ან რაღაც ეგეთს. განა არ ვიცით? ხალხში აზიურ ვერსიას გეძახიან, ჰინდუსტანს კი ფეხბურთზე ათასჯერ მეტად უყვარს ეს გრძნეული სიკტაფელობა. ამიტომაც გპატიობთ, რადგან საფეხბურთო ამბავში მაინც ჩვენი პატრონი და მეოხი...

მარადონა, სექსი, კოსმოსი…
ჩანაწერი

მარადონა, სექსი, კოსმოსი…

აბა, დიეგო მარადონას სიგიჟეები ვის უკვირს. ეს კაცი თავის სამყაროში ცხოვრობს და ხანდახან ისეთებს იტყვის ხოლმე, თმები ყალყზე დაგიდგება კაცს, თუმც განსაკუთრებული ქარიზმაც რომ აქვს, არავინ დაობს. ახლახან მან არგენტინულ სპორტულ არხის – TYC Sports მისცა ინტერვიუ, სადაც თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე ისაუბრა. მაგალითად, კითხვაზე, სჯერა თუ არა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების, უპასუხა:   – ერთხელ...

ლივერპულზე მეოცნებე ევერტონის მწვრთნელი
ჩანაწერი

ლივერპულზე მეოცნებე ევერტონის მწვრთნელი

კარლო ანჩელოტი „ევერტონის” მწვრთნელი გახდება, არადა მერსისაიდური კლუბებიდან იტალიელს „ლივერპულის” სათავეში ჩადგომა ერჩივნა; ცხადია, ახლა კი არა, რამდენიმე წლის წინ. „რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”, „პარი სენ ჟერმენის”, „რეალის”, „ბაიერნისა” და „ნაპოლის” ყოფილ თავკაცს „გუდისონ პარკზე” ამ დღეებში წარადგენენ. 60 წლის მწვრთნელი „ნაპოლიდან” სულ ათიოდ დღის წინ გაუშვეს. ყველაზე უცნაურად ის ჩანს, რომ ის ჩემპიონთა...

დიდიე დეშამი მისი შემცვლელის შესახებ
ჩანაწერი

დიდიე დეშამი მისი შემცვლელის შესახებ

საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი დარწმუნებულია, რომ „ლურჯებს” ადრე თუ გვიან ზინედინ ზიდანი ჩაუდგება სათავეში. დეშამი ის კაცია, ვინც 2018 წელს ფრანგებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, მაგრამ მას ისიც კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნად მარადიული არაფერია. „სრულიად შესაძლებელია, რომ ჩემ შემდეგ ნაკრები ზიზუმ ჩაიბაროს, — უთხრა დეშამმა „ლე მონდს”, როდესაც მისი შესაძლო შემცვლელის შესახებ ჰკითხეს, — დღეს...

რისკის შიში
ჩანაწერი

რისკის შიში

მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი სებასტიან კოე არ გამორიცხავს, რომ რუს სპორტსმენებს, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით გამოსვლაზეც უარი ეთქვათ. სებასტიან კოეს განმარტებით, რუსი მძლეოსნები ტოკიოს ოლიმპიურ სარბიელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ ანტისადოპინგო წესების დარღვევაში არ მიუძღვით ბრალი და თუ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მიმართ ნდობა აღდგება. მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია, რომელსაც World...