კატალონიური გამოცემა „სპორტი” აანალიზებს, თუ რატომ ვერ მოუგო ოთხშაბათს, „კამ ნოუზე” გამართულ „ელ კლასიკოში”, „ბარსელონამ” „რეალს”. მეტიც, საყოველთაო აღიარებით, შეხვედრაში, რომელიც 0:0 დასრულდა, სტუმრებმა მასპინძლებზე უკეთ ითამაშეს. „სპორტი” წერს, რომ „ბლაუგრანას” გეგმა აერია. ვალვერდე არ ელოდა, ზიდანი ისკოს სასტარტო შემადგენლობაში თუ დააყენებდა, რამაც ყველაფერი შეცვალა. „ბარსელონა” დადგა ფაქტის წინაშე, რომ „რეალს” მოედნის შუაში იმაზე მეტი...
წელი: 2019
პოჩეტინომ რეალს უარი უთხრა
მაურისიო პოჩეტინო „რეალის” მწვრთნელი არ გახდება, რადგან „მანჩესტერ სიტის” თავკაცობა სურს. ეს, თითქოსდა ძნელად დასაჯერებელი წინადადება ინგლისურმა „სანმა” დაწერა და მიაწერა სიტყვა ექსკლუზივი ანუ ყველაფერი სწორედ ასე რომ არის, პირველმა მხოლოდ მე შევიყვეო. წინადადება ძნელი დასაჯერებელი იმიტომ არის, რომ ორივე ზემონახსენებ გუნდს ჰყავს მწვრთნელი და მერე როგორი — „რეალს” ზინედინ ზიდანი, ხოლო „მანჩესტერ სიტის” პეპ გვარდიოლა....
კლოპმა მონტერეის მწვრთნელს ენა გამოუყო (VIDEO)
ლამაზი თამაში გამოდგა კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალი მექსიკურ „მონტერეისა” და „ლივერპულს” შორის. „ლივერპულმა” მსაჯის დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო 2:1. ანგარიში მერსისაიდელებმა გახსნენს. ეს მოჰამედ სალაჰის სხარტი პასით მე-12 წუთზე ნაბი კეიტამ შეძლო, მაგრამ მექსიკელებმა ორ წუთში გაქვითეს — წონასწორობა ფუნიეს მორიმ აღადგინა. ამის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ევროპულს ტოლი არ დაუდო. იყო მონაკვეთები, როდესაც...
ბარსას კარში არდანიშნული პენალტ(ებ)ი
„კამპ ნოუზე” „ბარსელონასა” და „რეალის” შეხვედრა 0:0 დასრულდა, მაგრამ მადრიდელებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ მათ სასარგებლოდ ორი პენალტი არ დანიშნეს. ორივე ეპიზოდში საქმე სტუმრების ფრანგი ცენტრალური მცველის რაფაელ ვარანის წინააღმდეგ წესების დარღვევას ეხებოდა. ერთი ეპიზოდი უფრო აშკარა იყო — ლაპარაკია ივან რაკიტიჩის მიერ ვარანის მაისურით დაჭერასა და დაგდებაზე. ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა, ახლა კი მას-მედიის ექსპერტმა ანდუხარ...
ყვითელი ბურთების აქცია კამპ ნოუზე
„ელ კლასიკოს” (0:0) მსაჯს, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესს 55-ე წუთზე მატჩის შეწყვეტა მოუხდა, რადგან „კამპ ნოუს” ტრიბუნებიდან მოედნაზე უამრავი ყვითელი ბურთი გადმოყარეს. სანამ თამაში შეწყვეტილი იყო, სტიუარდები ბურთებს აგროვებდნენ და ფეხბურთელებს ასპარეზს უთავისუფლებდნენ. თუ რატომ იყო ეს ბურთები ყვითელი, ადვილი მისახვედრია — ყვითელი კატალონიისა და კატალონიური სეპარატიზმის ფერია. ეს უწყინარი პროტესტი ორგანიზაცია „დემოკრატიკ ცუნამის” მიერ იყო...
შეტაკება კამპ ნოუს მიმდებარედ
„ბარსელონაში” „ელ კლასიკოს” (0:0) პარალელურად კატალონიელ სეპარატისტთა ჯგუფმა მაინც მოახერხა საპროტესიტო აქციის მოწყობა და სპეცდანიშნულების რაზმთან შეტაკება. ავტონომუირი კატალონიის სპეცრაზმმა სახელწოდებით Mossos d’Esquadra დემონსტრანტებს ქაფის ტყვიები დაუშინა. ეს იყო ხელისუფლების პასუხი პროტესტანტთა მიერ ქუჩის კონტეინერებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ფეხბურთის დასრულებისთვის ექიმების ხელში გაიარა 46 ადამიანმა, რომელთაც მცირე დაზიანებები ჰქონდათ. ქაფის ტყვია პირდაპირ ფეხში...
იმედის საიმედო მეკარე
ქუთაისის სპორტის სასახლეში ორი დღე მიმდინარეობდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემიონატის პირველი წრის ბოლო შეხვედრები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ბათუმის BSB-მ ორივე თამაში მოიგო, ტურის მთავარი გმირი მაინც „იმდი-სტუ” გახლდათ, რომელმაც ჯერ მანამდე დაუმარცხებელ „ქუთაისს” აჯობა 40:38, შემდეგ კი „შავი ზღვის ბიჭებსაც” ვაჟკაცური ბრძოლა გაუმართა და მეორე ტაიმის დასაწყისში 17:14 იგებდა, მაგრამ ზედიზედ...
გაიხსნა…
იაპონიის დედაქალაქში ოფიციალურად გაიხსნა ეროვნული სტადიონი, რომელიც უმასპინძლებს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნა-დახურვის ცერემონიალს. სტადიონი 68 ათას ადამიანზეა გათვლილი და ასევე მიიღებს შეჯიბრებებს მძლეოსნობასა და ფეხბურთში. ეროვნულ სტადიონს მდიდარი ისტორია აქვს და ტოკიოს ერთ-ერთი სიმბოლოა. 1964 წელს სწორედ ის იყო ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენა. 2020 წლისთვის ისტორიულ სტადიონს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტის დიზაინი შექმნა არქიტექტორმა კენგო...
ტაკუმი ენფილდზე
ტაკუმი მინამინო „ლივერპულში“ ჩავიდა და დღეს „ენფილდზე“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ვარაუდობენ, რომ „ზალცბურგის“ 24 წლის იაპონელი ვარსკვლავი მერსისაიდულ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ლივერპული“ კი „ზალცბურგს“ 7,25 მილიონ გირვანქას გადაუხდის. მოლაპარაკებები უკვე დამთავრებულია, მხოლოდ წვრილმანები დარჩა შესათანხმებელი. მინამინო კლოპს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების დროს მოსვლია თვალში. ვერცხლისწყალივით მოძრავი, სწრაფი და დაუღალავი აზიელი, ალბათ, კარგად მოერგება...
ნეტავ ზიდანმა და ვალვერდემ ყავა თუ დალიეს?
ჟოან გამპერის სახელობის სპორტული ცენტრის საპრესკონფერენციო დარბაზში „ბარსელონას” თავკაცი ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტებს შეხვდა. საუბრის თემა გახლდათ „ელ კლასიკო” რომელიც დღეს „კამპ ნოუზე” გაიმართება. „ბარსელონასა” და „რეალის” დღევანდელი შეხვედრა ადრინდელებზე მეტ ვნებათაღელვას იწვევს. მიზეზი: პოლიტიკა და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების საკითხები. თუმცა, ჟურნალისტებს არანაკლებ აინტერესებდათ ვალვერდეს აზრი საკუთრივ თამაშის შესახებ. სხვადასხვა კითხვას შორის იყო ერთი, რომელმაც შეკრებილთა...









