„ბარსელონაში” „ელ კლასიკოს” (0:0) პარალელურად კატალონიელ სეპარატისტთა ჯგუფმა მაინც მოახერხა საპროტესიტო აქციის მოწყობა და სპეცდანიშნულების რაზმთან შეტაკება.
ავტონომუირი კატალონიის სპეცრაზმმა სახელწოდებით Mossos d’Esquadra დემონსტრანტებს ქაფის ტყვიები დაუშინა. ეს იყო ხელისუფლების პასუხი პროტესტანტთა მიერ ქუჩის კონტეინერებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ფეხბურთის დასრულებისთვის ექიმების ხელში გაიარა 46 ადამიანმა, რომელთაც მცირე დაზიანებები ჰქონდათ. ქაფის ტყვია პირდაპირ ფეხში მოხვდა ერთ ოპერატორს, რომელმაც მოგვიანებით მუშაობის გაგრძელება და აქციის გადაღება მაინც მოახერხა.
საბოლოოდ, არეულობის მონაწილენი, რომლებიც ოფიციალური ინფორმაციით ორგანიზაცია „დემოკრატიც ცუნამის” მიერ იყვნენ მართულები, აღწერილი მოვლენისთვის ადექვატური და ლოგიკური ტრავმებითა და პრობლემებით დაიშალნენ.
საინტერესოა, რომ აქცია მიმდინარეობდა „კამპ ნოუს” სიახლოვეს, ოღონდ ადგილობრივი ტელევიზიის მიერ სიმაღლიდან გადაღებულ ვერცერთ კადრში ვერ მოხვდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 07:40იამალი პსჟ-ს და მბაპეს წინააღმდეგ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
