„ელ კლასიკოს” (0:0) მსაჯს, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესს 55-ე წუთზე მატჩის შეწყვეტა მოუხდა, რადგან „კამპ ნოუს” ტრიბუნებიდან მოედნაზე უამრავი ყვითელი ბურთი გადმოყარეს. სანამ თამაში შეწყვეტილი იყო, სტიუარდები ბურთებს აგროვებდნენ და ფეხბურთელებს ასპარეზს უთავისუფლებდნენ.
თუ რატომ იყო ეს ბურთები ყვითელი, ადვილი მისახვედრია — ყვითელი კატალონიისა და კატალონიური სეპარატიზმის ფერია. ეს უწყინარი პროტესტი ორგანიზაცია „დემოკრატიკ ცუნამის” მიერ იყო ორგანიზებული.
ვინც შეხვედრას ტელევიზიით ადევნა თვალი, მიაქცევდა ყურადღებას, რომ ტელეკამერები ბურთების აქციას აარიდეს და ღამის ქალაქის ვერტმფრენებიდან გადაღებულ ხედებს აჩვენებდნენ.
სტადიონზე მისული კატალონიელები ყვითელი ბურთების გარდა ბანერებითაც იყვნენ შეიარაღებულები. ბანერები მეორე იარუსზე, ტაბლოს ორთავ მხარეს გადმოფინეს. მაყურებელმა პლაკატები მოზაიკურად აწყობილი სენიერას დროშასაც შემოუწყვეს. მათზე ეწერა:
„ესპანეთო, დაჯექი და მოგველაპარაკე!”
„თავისუფლება!”
ასეთივე ლოზუნგებით იყო სავსე „კამპ ნოუს” მიმდებარე ტერიტორია „ბარსელონასა” და „რეალის” თამაშის წინ. აქცია „დემოკრატიკ ცუნამის” მიერ იყო ორგანიზებული.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 09:35ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
სიახლეები30/08/2026 | 08:06კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
მთავარი ამბავი30/08/2026 | 07:05ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 09:52სილამაზის სალონში ტრანსფერს ადასტურებენ
