მიკელ არტეტა „არსენალის” მწვრთნელი გახდება. ესპანელი დათანხმდა. ჩრდილოლონდონელები იმედოვნებენ, რომ ის გუნდს შაბათსვე უხელმძღვანელებს ლივერპულში, „ევერტონთან” წინააღმდეგ. არტეტა შეცვლის უნაი ემერის, რომელმაც „მეთოფეთა” სათავეში 18 თვე გაძლო. ემერის ხელმძღვანელობით „არსენალმა” ბოლო 8 შეხვედრაში ვეღარ მოიგო. ნოემბრის შემდეგ, გუნდს დროებითი მწვრთნელი ფრედი ლიუნგბერგი უძღვებოდა, მაგრამ მან შემოდგომაზე დაწყებული ცუდი ტენდენცია ვერ შეაჩერა. ლიუნგბერგის ხელმძღვანელობით „არსენალმა” ყველა...
წელი: 2019
თქმის ვალდებულება
ვთქვით და საქართველოს უდიდესი ჩოგბურთელი გაგვიბრაზდა… ადრე არ გვითქვამს? ერთხელ, მეორედ, მესამედ … მეათედ… საჩოგბურთო ელიტაში ნიკა ბასილაშვილის ელვისებური წინსვლით აღვფრთოვანებულვართ და აღფრთოვანებისას ხშირად ზომასაც გადავსულვართ – ქართველები ვართ, სპორტულ ბედნიერებას მოწყურებულნი და როცა იგი გვეწვევა, ჟურნალისტებშიც ზოგჯერ ემოცია გადასძალავს პროფესიული ანალიზის უნარს. თქმა ჩვენი ვალია – ავისაც და კარგისაც – ამიტომ ვთქვით, რაც შევიტყვეთ,...
სოფიაში რომ წააგეო…
საჩოგბურთო სეზონი თვეზე მეტია დასრულდა და ვიდრე სპორტსმენები 2020 წლისთვის და მორიგი ბატალიებისთვის ემზადებიან, სამეფო სპორტში მორიგი სკანდალი აგორდა, რომელიც ჩაწყობილ მატჩებს უკავშირდება. სომხურ მაფიის მიერ შემუშავებულ კრიმინალურ სქემაზე, რომელშიც 135 მოთამაშე მონაწილეობდა ინფორმაცია სხვადასხვა პოპულარულმა უცხოურმა სააგენტოებმა ელვის სისწრაფით გაავრცელეს, ჩვენთვის საყურადღებო და ამავდროულად გულდასაწყვეტი კი ამ ამბავში ის იყო, რომ ერთერთ ეჭვმიტანილად ნიკოლოზ...
საბურთალოს მთაწმინდელი ჩაიბარებს?
მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წლევანდელ გამარჯვებულს „საბურთალოს“ გია ცეცაძე უთავკაცებს და ეს სულ მალე გაცხადდებაო. არაფერს ვამტკიცებთ, დაველოდოთ და გავიგებთ, მაგრამ ის კი ნაღდია, რომ ცეცაძეს ახლა ახალი სამსახური ნამდვილად სჭირდება, რადგან ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს მიმდინარე შესარჩევი ციკლის დასრულებამდე მოედანზე ვეღარ გაიყვანს. რატომ? უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მას 5...
ნიკა, თქვი…
ნიკოლოზ ბასილაშვილზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს გასაკვირი არ არის – ცნობას გულგრილად რომ შევხვედროდით, უცნაური ის იქნებოდა. ამბავი კი ის არის, რომ ევროპულ მედიაში გაჩნდა ცნობა ჩოგბურთში მასშტაბური გარიგებების სქემის შესახებ და ამ საქმესთან კავშირში სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილიც არის ნახსენები. სავსებით ბუნებრივია, რომ ევროპულ მედიაში გამოქვეყნებული ეს ცნობა, ჩვენს მკითხველსაც გავაცანით და რა...
უღირს არტეტას?
არის კი მიკელ არტეტა „არსენალის” მწვრთნელობისთვის შესაფერისი? — ეს გახლდათ კითხვა, რომელიც ორსაათნახევრიანი გასაუბრების შემდეგ ჯოშ კრონკის მაინც არ ასვენებდა. მაგრამ ჩრდილოლონდონური კლუბის მთავარ მეწილეზე მეტად იგივე კითხვა ტვინს თავად მიკელ არტეტას უღრღნიდა: არის კი „არსენალი” ის კლუბი, სადაც დღეს მე მწვრთნელად უნდა მივიდე? 37 წლის ესპანელი ცხადია ნათლად ხედავს, თუ რა დღეშია „არსენალი” უნაი ემერის...
ეს ის ნიკა აღარ იქნება…
ნეტავ ვინ არის ის მისტერ იქსი? თუმცა რაღა იქსი, გერმანულმა, იტალიურმა და სხვა პოპულარულმა გამოცემებმა მისი გვარი პირდაპირ დაასახელეს და თითქოს ნიღაბიც ჩამოხსნეს… ნამდვილად არ გვსურს დავიჯეროთ, რომ ავტორიტეტული La Gazzeta delo sport-ი, Europsort-ი და ZDF რასაც ირწმუნებიან სიმართლეა. თუ ასეა, მაშინ ეს არა მხოლოდ ქართული ჩოგბურთის, ზოგადად ჩვენი სპორტის დიდი სირცხვილი და შავი ლაქა...
უკეთესი რა იქნებოდა…
შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც 8 წყვილი შედგა. ისეთი თამაშები გველის, თვალი უკეთესს რას ნახავს… თავად შეაფასეთ: ატალანტა – ვალენსია, ატლეტიკო – ლივერპული, ჩელსი – ბაიერნი, დორტმუნდი – პსჟ, ლიონი – იუვენტუსი, ნაპოლი – ბარსელონა, რეალი – სიტი, ტოტენჰემი – ლაიპციგი პირველი მატჩები 18-19 და 25-26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი...
იოზილმა თავი ვეღარ მოთოკა
31 წლის გერმანელმა ვარსკვლავმა მესუთ იოზილმა კვირას, „არსენალისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრაში შეცვლა ვერ აიტანა და გაბრაზება მძაფრად გამოხატა. „მეთოფეები” „მანჩესტერ სიტიმ” მათსავე მოედანზე დაამარცხა 3:0. სტუმრებმა მასპინძლებს პირწმინდად აჯობეს. როგორც ჩანს, ამის ერთ-ერთი მიზეზი „არსენალის” დროებითი მწვრთნელის, ფრედი ლიუნგბერგის მცდარი ტაქტიკური გათვლაც იყო, როდესაც თავდასხმაში ერთად ათამაშა პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ნიკოლა პეპე, გაბრიელ მარტინელი და მესუთ...
პარიზელთა პრობლემა ბაიერნის პრობლემა არ არის – სანჩესის პრობლემაა
22 წლის პორტუგალიელი რენატო სანჩესი გასულ ზაფხულს „ბაიერნიდან” „ლილში” გადავიდა. ახლა ის ამბობს, რომ საფრანგეთის უფრო ძლიერი კლუბიდანაც ჰქონდა მოწვევა. სანჩესმა, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში 18 თამაში აქვს ჩატარებული, გადაცემა Telefoot:-ში თქვა: „სრული სიმართლეა, რომ „პარი სენ ჟერმენიდან” მეპატიჟებოდა, მაგრამ „ბაიერნში” ჩემი მაშინდელი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი წინააღმდეგი ამ ტრანსფერის წინააღმდეგი წავიდა. მას ჩემი გაშვება არ უნდოდა”....









