ნიკოლოზ ბასილაშვილზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს გასაკვირი არ არის – ცნობას გულგრილად რომ შევხვედროდით, უცნაური ის იქნებოდა. ამბავი კი ის არის, რომ ევროპულ მედიაში გაჩნდა ცნობა ჩოგბურთში მასშტაბური გარიგებების სქემის შესახებ და ამ საქმესთან კავშირში სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილიც არის ნახსენები.
სავსებით ბუნებრივია, რომ ევროპულ მედიაში გამოქვეყნებული ეს ცნობა, ჩვენს მკითხველსაც გავაცანით და რა საკვირველია, გულწრფელი იმედიც გამოვთქვით, რომ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი რაიმე კრიმინალური სქემის მონაწილე არ არის.
ცხადია, გვესმის თავად ბასილაშვილის წუხილიც, მისი გვარის ასე არასასიამოვო კონტექსტში ხსენების გამო, თუმცა ვერ გავიზიარებთ მის წყენას იმის გამო, რომ ქართულმა სპორტულმა მედიამ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა.
„სარბიელი“ მზად არის, გამოაქვეყნოს ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიცია, განმარტება და საქმის არსის მისეული შეფასება, მით უმეტეს, რომ ნიკოლოზის გულშემატკივრებიც, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, მისგან სწორედ ამას ელიან.
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
სარბიელი26/12/2025 | 17:05კვარა მინუს 1
კატეგორიის გარეშე25/12/2025 | 17:2226 დეკემბერი, 21.00 საათი – ვინ გახდება 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?
კატეგორიის გარეშე16/10/2025 | 22:55
ინტერვიუ15/08/2025 | 15:09ბიჭი ლა როშელიდან…
