წელი: 2019

Home 2019
რატომ ჩაიშალა მატჩი?
ჩანაწერი

რატომ ჩაიშალა მატჩი?

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩი „ალბასეტესა“ და „რაიო ვალეკანოს“ შორის ჩაიაშალა. მიზეზი „ალბასეტეს“ უკრაინელი ფეხბურთელი რომან ზოზულია გახდა. ესპანელი ანტიფაშისტები თვლიან, რომ ზოზული სამშობლოში ულტრანაციონალისტებთან არის კავშირში. მატჩის დროს ფეხბურთელის მისამართით სკანდირება არ წყდებოდა. პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენესას, ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა, რის მერეც მსაჯმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. https://www.youtube.com/watch?v=Am1Q_kfLQIA

დე ბრუინმა არსენალი გააანალიზა
ჩანაწერი

დე ბრუინმა არსენალი გააანალიზა

„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა კევინ დე ბრუინმა ახსნა, თუ რატომ დამარცხდა გუშინ, მათთან შეხვედრაში, „არსენალი” ასე ულაპარაკოდ — 3:0. კვირა საღამოს დე ბრუინი დიდებული იყო. მან „ქალაქელთა” სამი გოლიდან ორი თავად გაიტანა ხოლო მესამე ეპიზოდში რაჰიმ სტერლინგს გაუწია ასისტენტობა. თავისი ორი გილიდან ბელგიელმა ერთი მარცხენა ფეხით შეაგდო, მეორე კი მარჯვენათი. „ლონდონელთა თავდამსხმელები ცდილობდნენ წნეხის ქვეშ ვყოლოდით,...

დერბის კაცი
ჩანაწერი

დერბის კაცი

დერბი ყველგან დერბია. არა აქვს მნიშვნელობა ერთმანეთის პირისპირ ბობოლები დგანან, შედარებით მოკრძალებული გუნდები თუ მაჩანჩალები. ერთი ქალაქის საფეხბურთო გუნდების ჯახი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გულშემატკივრებიც საგანგებოდ ემზადებიან. არიან მწვრთნელებიც, რომლებმაც იციან თავიანთ გუნდს დერბი როგორ მოაგებინონ. ერთ-ერთი ასეთი უსათუოდ კლაუდიო რანიერია. ისე ნუ გაგვიგებთ, თითქოს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის განსწავლულობა...

ჩვენი სუპერპარასკევი
ჩანაწერი

ჩვენი სუპერპარასკევი

გუშინდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის. ჩვენი ბიჭების აქტივში 3 ლელო, 3 გარდასახვა და 1 საჯარიმო დარტყმაა. თავიდანვე ვიტყვით, რომ ამ ქართული ნადავლის ლომის წილი ბრიველ ახალგაზრდებზე მოდის. თუმცა, იყო ნეგატიური მომენტებიც – ქართველთა გაძევებები და მათი გუნდების მარცხები. საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში თავი უბერებელმა შალვა სუთიაშვილმა ისახელა. 35 წლის ბორჯღალოსანმა...

ჰოლანდია მსოფლიოს ჩემპიონია!
ჩანაწერი

ჰოლანდია მსოფლიოს ჩემპიონია!

იაპონიის პროვინცია კუმამოტოში ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის ბედი სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ბოლოწამს გადაწყდა: საფინალო სირენამდე წუთითა და 43 წამით ადრე ესპანელებმა ჰოლანდიელებს გოლი გაუტანეს, ანგარიში გაქვითეს — 29:29. ამას მოჰყვა ჰოლანდიელების წუთშესვენება და შეტევა, რომელსაც ესპანეთის დაცვა იმდენად მობილიზებული დახვდა, რომ მსაჯებმა გარკვეული ხნის შემდეგ შემტევ მხარეს „პასიურობის” გამო ბურთი ჩამოართვეს.  ახლა უკვე ესპანეთმა...

ჩასაფრებული ბარსა, დამალული მუხლები
ჩანაწერი

ჩასაფრებული ბარსა, დამალული მუხლები

„ბარსელონა” მოუთმენლად ელის რა მოხდება მომავალ ზაფხულს — დატოვებს პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის” თუ არა. საქმე ის არის, რომ გვარდიოლასა და „ქალაქელების” კონტრაქტში არის მუხლი, რომლის თანახმად სწორედ 2020 წლის ზაფხულში დადგება ის ერთწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, თუ გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს, კატალონიელ მწვრთნელს შეეძლება ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტოს. მიმდინარე სეზონში გვარდიოლა და მისი „სიტი” ლიდერ...

ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად
ჩანაწერი

ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად

ნიჭი ისეთი რამეა, ადამიანი რა სფეროშიც არ უნდა წავიდეს, ის მუდამ შეაწუხებს და საშუალებას არ მისცემს თავი არ გამოავლინოს. ტალანტით დაჯილდოვებული კაცი კიდევ სხვაა, მარტივად, ლამაზად, ლაზათიანად გამოსდის ყველაფერი. შრომასაც შეუძლია დიდი წარმატება მოგიტანოს, ღმერთების გვერდზეც დაგაყენოს, თუმცა ოლიმპოზე უფრო სტუმრად მიგიღებენ, ვიდრე იქ დაბადებულსა და მკვიდრს. აი, შევხედოთ კალათბურთს. დავის საგანიც არ არის, რომ...

ქუთაისმა თბილისს თავი დაუთმო
ჩანაწერი

ქუთაისმა თბილისს თავი დაუთმო

ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში ზამთრის ძილს მიეცა, ხოლო ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება 3 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის „დინამომ“ რომ დაიბრუნა, შეხსენება საჭირო არ არის. ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის მარტივი სეზონი ნამდვილად არ ყოფილა. დედაქალაქური კლუბი, თანამოსახელე ბათუმელებთან დიდ კონკურენციაში იყო და ერთი ხანობა 10 ქულითაც ჩამორჩებოდა. თბილისელებმა საბოლოოდ ეს სოლიდური სხვაობაც აღმოფხვრეს და ჩემპიონობაც დამსახურებულად იზეიმეს. მწვრთნელობა...

კეთილი სურვილებით, იოზეფ ბლატერი
ჩანაწერი

კეთილი სურვილებით, იოზეფ ბლატერი

აბა, რა სასიამოვნოა ასეთ საკითხზე წერა? აგერ რამდენი ხანია, ეს ამბავი მიმდინარეობს და ერთხელაც ვერ ავავსე სვეტი საჭირო მასალით. მიზეზი ესაა: ამ ამბავში მადლს ვერა ვხედავ და კიდევ – ერთი ალალი ხელის ჩამორთმევა მირჩევნია მთელს ამ ისტორიას. არა იმიტომ, რომ კარგი ვინმე ვარ და აი, ეგეთი მიჭირავს, რომ ჰა, დაუხოციათ ერთმანეთი, რატომ უნდა დავწერო რამე-თქო,...

კლოპი ავდარში შეთანხმდა
ჩანაწერი

კლოპი ავდარში შეთანხმდა

იურგენ კლოპმა „ლივერპულთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის ვადა 2024 წლამდეა. გერმანელ მწვრთნელს სწამს, რომ მისი ახალი ხელშეკრულება კლუბს საზაფხულო ტრანსფერებში დაეხმარება, თუმცა პირველი ახალწვეული „ენფილს როუდზე” იანვარშივე გამოჩნდება. ის გახლავთ „ზალცბურგის” 24 წლის გარემარბი, იაპონელი ტაკუმი მინაიმინო. კლოპმა ბოლო ორ წელიწადში „ლივერპული” პირველობის ზღვართან მყოფი გუნდიდან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად აქცია, ხოლო მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ტიტულის...