წელი: 2019

Home 2019
ნეიმარები ბარსელონას უჩივიან და მისტირიან
ჩანაწერი

ნეიმარები ბარსელონას უჩივიან და მისტირიან

ფრანგული სააგენტო AFP იურიდიულ საკითხებზე წერითაა ცნობილი. სწორედ მან გაავრცელა ცნობა, რომ 27 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა თავისი ყოფილი კლუბის „ბარსელონას” წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დავა წამოიწყო. სააგენტოს ცნობით, „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი კლუბს 2017 წლის ივლისის შემდგომ ხელფასს, 3,2 მილიონ ევროს სთხოვს. ამავე თემაზე დაწერა ესპანურმა გაზეთმა „ელ მუნდომაც”. ნეიმარი და მისი მამა ნეიმარი უფროსი უკვე...

პარიზი ტაიტიში?
ჩანაწერი

პარიზი ტაიტიში?

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სერფინგისტთა ტურნირი, შესაძლოა, საფრანგეთის დედაქალაქიდან 15 700 კილომეტრის დაშორებით საფრანგეთის პოლინეზიაში, კუნძულ ტაიტიზე გაიმართოს. სერფინგისტთა ოლიმპიური ტურნირის მასპინძლობის სურვილი აქვს ასევე ქალაქ ბიარიცს, პუანტ დე ლა ტორშის კონცხს, ლანდის დეპარტამენტს და ლაკანოს. მიუხედავად იმისა, რომ ტაიტი ევროპიდან შორსაა, მას როგორც სერფინგისტთა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილს, მაინც ფავორიტად მიიჩნევენ უმასპინძლოს მსოფლიოს...

რუსეთი დამარცხდა! ნორვეგიაც…
ჩანაწერი

რუსეთი დამარცხდა! ნორვეგიაც…

რუსეთი დამარცხდა! ნახევარფინალში ჰოლანდიამ მოუგო: 33:32. ჰოლანდია ფინალშია! ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალის ამბავს ამდენ ძახილის ნიშანს იმიტომ ვუსვამთ, რომ ჯერ ერთი გუნდებმა უკიდურესად დაძაბული და მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარეს, რაც თავისთავად იწვევს ემოციას და მეორეც, საათივით აწყობილი, მძლავრი რუსული მექანიზმის დაძლევა ადვილი წარმოსადგენი არ იყო. ჰოლანდიელებს რასაკვირველია ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ აქამდე...

გვარდიოლა ქეიფში მარტო წავიდა
ჩანაწერი

გვარდიოლა ქეიფში მარტო წავიდა

შარშან ამ დროს პეპ გვარდიოლა გაბრაზდა. მიზეზი: „სიტის” მანჩესტერის Great Northern Warehouse-ში (ჩრდილოეთის დიდი საწყობი — თბილისური „ფაბრიკის” ტიპის გასართობი ცენტრი, რომელიც ადრე მართლა საწყობი იყო) საკლუბო ქეიფი ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელებმა იქ რომ მოათავეს, ახლომახლო ბარებს მოედნენ და გადააბეს. ამას მოჰყვა მეორე დღეს, ვარჯიშზე, ნაბახუსევ მოთამაშეთა დასიებული სახეები და ორი მარცხი — მალევე „კრისტალ პალასთან”,...

პეგასმა ორი მოიგო
ჩანაწერი

პეგასმა ორი მოიგო

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე და მეშვიდე ტურის მატჩები. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „პეგასი” და „სამტრედია”, რომელთაც 6 ქულა ჰქონდათ და როგორც თანაბარქულიანებს თითქოს ბრძოლაც თანაბარი უნდა გაემართათ, მაგრამ „პეგასმა” იოლად გაიმარჯვა — 38:27. „გორისა” და წყალტუბოს „პრომეთეს” შეხვედრის პირველი ტაიმი დასრულდა 14:14. მეორე ტაიმიც ფრიად დაძაბული გამოდგა....

დაჭერობანა ლონდონში
ჩანაწერი

დაჭერობანა ლონდონში

„ევერტონი” ძალიან მოწადინებულია. ლივერპულელთა უმწვრთნელოდ დარჩენილ კლუბს ძალიან უნდა სამსახურში „ნაპოლის” მიერ ახალგაგდებული კარლო ანჩელოტი რომ აიყვანოს და ჩქარობს, რათა „არსენალმა” არ დაასწროს. შეგახსენებთ, რომ 60 წლის ანჩელოტიმ „ნაპოლი” სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, მაგრამ სერია A-ში ცუდი შედეგების გამო იტალიურმა კლუბმა ის მაინც გაათავისუფლა თანამდებობიდან. „სანისთვის” ცნობილი გახდა, რომ „რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”,...

კატალონიელებს ელ-კლასიკო მადრიდში სურთ
ჩანაწერი

კატალონიელებს ელ-კლასიკო მადრიდში სურთ

გახსოვთ, ლიბერტადორესის თასის შარშანდელი ფინალი, რომელშიც ორი არგენტინული კლუბი და დაუძინებელი მტრები „ბოკა ხუნიორსი“ და „რივერ პლეიტი“ უპირისპირდებოდნენ?! ვეჭვობთ, სამხრეთამერიკული ფეხბურთის ქომაგებს დავიწყებოდათ, რადგან იქაური გიჟმაჟი გულშემატკივრების შეტაკებები გამო ფინალი, რომელიც ორი მატჩისგან შედგებოდა რამდენჯერმე ჩაიშალა და კენმობოლსაც მისი გადადება მოუხდა. დაახლოებით იგივე სცენარი იძერწება მოახლოებული ელ-კლასიკოს ირგვლივაც, რომელიც ლა-ლიგის ხელმღვანელობამ ერთხელ უკვე გადადო, მაგრამ...

თელავი და სამტრედია ეროვნული ქალაქებია!
ჩანაწერი

თელავი და სამტრედია ეროვნული ქალაქებია!

თელავსა და სამტრედიაში ეროვნული ლიგა დაბრუნდა! უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ორივე ქალაქს გუნდები იმ დროს გაუვარდათ, როდესაც მთავარ ქართულ ლიგას უმაღლესი ერქვა და და ახლა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდნენ. თელაველებს შინ 1:0 ჰქონდათ მოგებული, რუსთავში ჩასულებმა კი მესამე წუთზევე გაუშვეს ბურთი, რაც ნიშნავდა, რომ ამ წყვილში ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა მასპინძელთა სიხარულმა სულ რამდენიმე წუთს...

დიდი ხელბურთის ფოიერვერკი
ჩანაწერი

დიდი ხელბურთის ფოიერვერკი

იაპონიაში, კუმამოტოს „პარკ დოუმში”, ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის II ჯგუფში ესპანეთს რუსეთთან მოგება სჭირდებოდა. რუსეთს, თავის მხრივ ნახევარფინალში თამაში გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ პირველი ადგილით სურდა გასვლა. რუსებს ძალები რომც დაეზოგათ არაფერს დაკარგავდნენ, მაგრამ ისე ითამაშეს, რომ ესპანელებს შანსი არ დაუტოვეს — 36:26. ამ შეხვედრის შემყურე კაცმა თუ არ იცოდა, ვერც მიხვდებოდა, რომ ესპანელებს აუცილებლად უნდა...

ცხოვრებაც ამას ჰქვია!
ჩანაწერი

ცხოვრებაც ამას ჰქვია!

ფრანგული „მონპელიეს” 18 წლის ქართველმა ხელბურთელმა, მარჯვენა ინსაიდმა გიორგი ცხოვრებაძემ გულშემატკივარს კვლავ გული გაუხარა — სათასო მეთექვსმეტედფინალში, „ანესს” ხუთი გოლი გაუტანა. ჯერჯერობით ეს გახლავთ გიოს ყველაზე შედეგიანი თამაში საფრანგეთისა და ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, სადაც მაღალი დონის ცაცია მოთამაშეებს შორის დიდი კონკურენციაა და მთავარ გუნდში დამკვიდრება იოლი საქმე არ არის. „მონპელიემ” „ანესს” 35:26...