„ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან მოხსნეს. ახლა ამბობენ, რომ ცნობილი იტალიელი მწვრთნელი „არსენალში” ან „ევერტონში” წავა. ეს ორი ინგლისური კლუბი თავკაცის გარეშეა — ცოტა ხნის წინ ლონდონელებმა უნაი ემერი გაუშვეს, ხოლო ლივერპულელებმა მარკო სილვა. „ნაპოლიმ” წუხელ, ჩემპიონთა ლიგაში, ბელგიურ „გენკს” 4:0 მოუგო. ეს გახლდათ ნეაპოლელთა პირველი გამარჯვება ბოლო ათი დღის განმავლობაში...
წელი: 2019
უკვე გასული რუსეთი თუ ჯერაც გასასვლელი ესპანეთი?
იაპონიაში, კუმამოტოს „პარკ დოუმზე”, ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის მთავარ ეტაპზე II ჯგუფის ჯერი დადგა. დღეს I ჯგუფი ისვენებდა. ხსენებულ ჯგუფებში ექვს-ექვსი გუნდია, რომელთაც ქულათა გარკვეული რაოდენობა პირველი ეტაპიდან წამოჰყვათ — გააჩნია, ვინ როგორ ითამაშა იმ ორ თანაჯგუფელთან, მეორე ეტაპზე მათთან ერთად რომ გადავიდა. დღის პირველ მატჩში რუსეთი მონტენეგროს შეხვდა. აქამდე რუსები მხოლოდ მოგებებით მოდიოდნენ...
რაპინო !!!
ამერიკელი ფეხბურთელი ქალი მეგან რაპინო პოპოულარულმა Sports Illustrated-მა წლის ადამიანად დაასახელა. რაპინო, რომელიც 2015 და 2019 წლებში აშშ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2012-ში კი ოლიმპიური თამაშები მოიგო, ჟურნალის 66-წლიან ისტორიაში არის მეოთხე ქალი, ვისაც ამგვარი პატივი ერგო. სხვადასხვა ტიტულებთან ერთად ამერიკის ნაკრების კაპიტანმა მეგან რაპინომ მიიღო ოქროს ბურთი, ფიფას გამოკითხვით კი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა....
რინგზე შეპარული კაცი
კრივში, მძიმე წონით კატეგორიაში თუ იბრძვი, სადღაც გამოჩნდება მეტოქე, რომელიც აუცილებლად დაგამარცხებს. აქ ისეთი ხალხი გამოდის, მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით რომ შეუძლიათ დაამარცხონ. ეს დაუწერელი კანონი ყველაზე ვრცელდება, როგორც ლეგენდებზე, ისე რიგით ჩემპიონებზე… მიუხედავად იმისა, რომ ენტონი ჯოშუამ თავი 2012 წლის ოლიმპიადიდან დამამახსოვრა, ის ლეგენდების კატეგორიას არ განეკუთვნება. იმიტომ არა, რომ რუიზთან წააგო, ეს სენსაცია ბრიტანელის დაუდევრობის...
კიი და ბევრი ფული
სნუკერის ტურნირების სერიებს 2020 წლიდან ერთი სერიოზული შეჯიბრიც ემატება, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება. აბა, იქაური შეიხები რისი შეიხები იქნებოდნენ ტურნირისთვის დამატებითი ინტრიგა არ შეეძინათ და უფრო განსაკუთრებული არ გაეხადათ, ვიდრე რიგითი სერიის გათამაშებაა. და რითი შეიძლება ევრო-დილარებში მობანავე შეიხებმა, შეჯიბრი აქამდე გამართული წინამორბედებისგან ყველაზე გამორჩეული გახადონ თუ არა ფულით? ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. World Snooker...
ყატარი რუსების გარეშე
მამაძაღლობაში რამდენჯერმე მხილების გამო რუსი ათლეტები მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასკომის გადაწყვეტილებით 2019 წლის 9 დეკემბერს საერთაშორისო სარბიელიდან 4 წლით მოკვეთეს. „მედოპინგე რუსებს“ მონაწილეობა ეკრძალებათ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე და ასე შემდეგ… ცხადია, აღნიშნულ პერიოდში რუსებს არც საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების მასპინძლობის უფლებას მისცემენ… მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს შესაბამისობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯონათან ტეილორმა კი კონკრეტულად იმ...
ტოკიოდან… პეკინიდან… ყატარიდან… მოიკვეთოს
არც მეხის გავარდნა იყო და მოულოდნელიც არაფერი მომხდარა. ის კი არა, თვითონ რუსეთშიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) 9 დეკემბრის საგანგებო აღმასკომის სხდომის შედეგებსაც წინასწარვე შეგუებულნი. აკრძალული პრეპარატების მიღებასა და სხვა მამაძაღლობაში მხილების გამო რუსი ათლეტების დასჯა ჯერ კიდევ რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან დაიწყო, სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ძალოსნობასა და კიდევ...
დიდი ბრძოლების ჯგუფი
ყოჩაღ, სერბეთს! ბალკანეთის გუნდმა ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის მეორე ეტაპი 0 ქულით დაიწყო (ანუ, პირველი ეტაპიდან ქულა არ გადმოჰყოლია), მაგრამ გარდაისახა, ფარული ძალები მოიკრიბა და უკვე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. სერბეთი მეორე ანუ მთავარი ეტაპის I ჯგუფშია, სადაც დღეს გერმანიას შეხვდა და უკიდურესად დრამატურლ მატჩში 29:28 მოუგო. დაძაბულობა თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ: 60 წუთიანი...
როგორ გავარჩიოთ მაიმუნობა და ჯიბეში ხელის ჩაწყობა? (video)
„მანჩესტერ სიტის” გულშემატკივარი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის” აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელს, ბრაზილიელ ფრედს თითქოსდა მაიმუნის ჟესტებით დასცინოდა, ამბობს, რომ სულაც არ არის რასისტი. შეგახსენებთ, რომ ეს ამბავი შაბათს, მანჩესტერული დერბის დროს მოხდა. სტუმარმა „იუნაიტედმა” „სიტის” 2:1 მოუგო. ფანი, რომელიც ვიდეოჩანაწერში მოხვდა და მას მანჩესტერის რეგიონის პოლიციამ მიაგნო ყოფილა მავანი ენტონი ბარკი, რომელიც სამშენებლო კომპანია „კირ გრუპმა” სამსახურიდან...
თასი საბურთალოზეა…
საბურთალო ფავორიტი იყო, რაც დაამტიკიცა კიდეც… საბურთალომ პირველად მოიგო საქართველოს თასი. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი შარშან ჩემპიონი გახდა, ახლა კი თასიც დაამატა… საბურთალომ თასი გორში აღმართა… გორშივე გუნდი დატოვა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა, ვინც შეგირდებს შარშან საქართველოს ჩემპიონობაც მოაგებინა. საბურთალო თავიდანვე დაწინაურდა. ნახევარი საათის შემდეგ გუნდი 2:0 იგებდა. ჯერ გიორგი კოხრეიძემ იდეალური სიზუსტით შეასრულა საჯარიმო. მერე კი...









