თასი საბურთალოზეა…

Home კატეგორიის გარეშე თასი საბურთალოზეა…
თასი საბურთალოზეა…

საბურთალო ფავორიტი იყო, რაც დაამტიკიცა კიდეც…

საბურთალომ პირველად მოიგო საქართველოს თასი. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი შარშან ჩემპიონი გახდა, ახლა კი თასიც დაამატა…

საბურთალომ თასი გორში აღმართა… გორშივე გუნდი დატოვა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა, ვინც შეგირდებს შარშან საქართველოს ჩემპიონობაც მოაგებინა.

საბურთალო თავიდანვე დაწინაურდა. ნახევარი საათის შემდეგ  გუნდი 2:0 იგებდა. ჯერ გიორგი კოხრეიძემ იდეალური სიზუსტით შეასრულა საჯარიმო. მერე კი გიორგი გაბედავა დარჩა მეკარესთან პირისპირ და დაბალზე დარტყმით შეაგდო.

ლოკომოტივმა შესვენების შემდეგ მალევე გაათანაბრა. პენალტი და ირაკლი სიხარულიძის ზუსტი დარტყმა – 2:1.  მალევე იყო ის მომენტი, როცა ინჯგია პირისპირ გავიდა, მაგრამ…

გოლის შემდეგ ცხადია, უპირატესობა ლოკომოტივისკენ გადავიდა, თუმცა ამ ტალღამ გადაიარა, რადგან საბურთალოს შეტევები გააძლიერეს შეცვლაზე შესულებმა: ლევან ყენიამ და ლაშა კოხრეიძემ. რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ მესამე გოლი კუთხურს მიაყოლეს – ლევან კაკუბავამ თავური იხეირა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...