გიორგი ჭიაბრიშვილი „საბურთალოდან“ წავიდა. ეს ამბავი გორში დასრულებული საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში „ლოკომოტივის“ (3:1) დამარცხების შემდეგ თავად გაამხილა.
გამოცდილმა სპეციალისტმა „საბურთალოში“ 6 წელი იმუშავა და გუნდს ორი ტიტული მოაპოვებინა. „საბურთალო“, წინა სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახადა, რასაც უკვე ნახსენები კიდევ ერთი ტიტული მოაყოლა და ქუდიც დაიხურა.
„ეს გუნდი ჩემთვის სახლივით იყო. „საბურთალოსთან“ ერთად გრძელი გზა გავიარე და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს პირნათელი ვტოვებ. ახლა კი სახლში წასვლის და ცოტა დასვენების დროა“ – დასძენა ჭიაბრიშვილმა.
ვერაფერს ვიტყვით. „საბურთალოს“ აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა გუნდის წინსვლა-განვითარებისთვის მართლაც ბევრი გააკეთა და ამ ახალგაზრდა, სიმპათიური კლუბის შენებაში მისი წვლილი ფასდაუდებელია, მაგრამ ერთადერთი რაც გიორგი ჭიაბრიშვილის გულში ხინჯად ყოველთვის ექნება, ეს წლევანდელი ევროთასები და ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრის უნიკალური შანსის ხელიდან გაშვება იქნება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
