გიორგი ჭიაბრიშვილი „საბურთალოდან“ წავიდა. ეს ამბავი გორში დასრულებული საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში „ლოკომოტივის“ (3:1) დამარცხების შემდეგ თავად გაამხილა. გამოცდილმა სპეციალისტმა „საბურთალოში“ 6 წელი იმუშავა და გუნდს ორი ტიტული მოაპოვებინა. „საბურთალო“, წინა სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახადა, რასაც უკვე ნახსენები კიდევ ერთი ტიტული მოაყოლა და ქუდიც დაიხურა. „ეს გუნდი ჩემთვის სახლივით იყო. „საბურთალოსთან“ ერთად გრძელი გზა გავიარე...
წელი: 2019
მთავარი ეტაპი წამოღებული და შეძენილი ქულებით
ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატზე მეორე ეტაპი დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ორ ჯგუფად დაყოფილი პირველი 12 გუნდი (სამ-სამი პირველი რაუნდის ოთხი ჯგუფიდან) ტიტულისთვის განაგრძობს ბრძოლას, დანარჩენები კი 13-24 ადგილებს გაითამაშებენ. იმ ოთხეულის გამარჯვებულს, რომელიც 13-16 ადგილებისთვის თამაშობს (ანუ, მე-13 ადგილზე გასულს) „პრეზიდენტის თასის” მფლობელი დაერქმევა. ჩვენ ზედა თორმეტეულს ანუ მთავარ შეჯიბრებას გავყვეთ. ყველაზე ადრე...
ვითომ ჯორდი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ევრო 96-ზე მოთამაშე პატარა კრუიფს რომ ჰკითხეს, ზურგზე გვარი რატომ არ გაწერიაო, მან მედიდურად მიუგო: სირცხვილია ჰოლანდიის ნაკრებში ვინმეს ეწეროს ეს გვარი და არ ამძიმებდეს, ამიტომაც ჩემი ჯორდი მირჩევნიაო. გამოხდა ხანი და პატარა კრუიფი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილეთ. ზურგზე მამისეული №14 დაუკრავს და გვარსაც აღარ მორიდებია, კრუიფი მოურგია, იფიქრებთ, დიადი გვარი და ნომერი ამძიმებსო. მაგრამ საქმე...
სავალდებულოდ… რუსეთისთვის
რუსეთის სპორტის მიმართ შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელსაც 9 დეკემბერს პარიზის სხდომაზე მიიღებენ, სავალდებულო იქნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის (IOC). „ის გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება. ოლიმპიურ ქარტიაში საუბარია ანტისადოპინგო კოდექსის აღიარებაზე, ასე რომ, თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ ანტისადოპინგო კოდექსის შესაბამისად, მაშინ ის სავალდებულო იქნება IOC-თვის. შესაძლო მოვლენებთან დაკავშირებით სპეკულირებას არ დავიწყებ. გადაწყვეტილებასთან...
საფოსტო ყუთების ამბავი
გუშინ, მანჩესტერულმა დერბიმ მორიგი რასისტული გამოხდომების და გარჩევების ფონზე ჩაიარა — „იუნაიტედმა” „სიტის” „ეტიჰედზე” 2:1 მოუგო. ამჯერად, რასისტი ფანების შეურაცხყოფის ობიექტები „იუნაიტედის” მოთამაშეები იყვნენ. კერძოდ, „სიტის” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სტუმარი გუნდის ფერადკანიან ფეხბურთელებს, მათ რიცხვში ფრედს მაიმუნივით დაუწყო გამოჯავრება. სხვებმა კუთხურის ჩასაწოდებლად მისულ ფეხბურთელს სხვადასხვა საგნების სროლა დაუწყეს. „მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბისთვის პრობლემის შესახებ ცნობილია და...
იყოს შენზე ალალიო…
მალე, თანამედროვე საჩოგბურთო სამყარო კიდევ ერთ ვარსკვლავს მოისაკლისებს. 15-წლიანი ეპოქა სრულდება. თავისი შესანიშნავი კარიერის მანძილზე ის 71 კვირის მანძილზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო და WTA-ს 30 ტიტულიც მოიხვეჭა. შარშანწინ, ქალთა შორის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ დიდი სლემის ჯილდო პირველად და ჩანს, ბოლოჯერ მოიპოვა. კაროლინ ვოზნიაცკი დიდი ჩოგბურთიდან მიდის. დანიელ ლამაზმანს, რომ...
ლექსო და ნიკა
ევროპული სარაგბო სათასო ტურნირების მესამე ტურის პირველ დღეს ერთბაშად ორი ქართული ლელო დაიდო და ორივეს ავტორი მორკინალი გახლდათ. საინტერესოა, რომ მილტონ ჰეიგის მიერ ორივე მათგანი დაწუნებულ-დაიგნორებული იყო. ნიკოლოზ ხატიაშვილისა და ლექსო ყაულაშვილზე ვამბობთ. ორივე 27 წლისაა, ორივე უნივერსალი ბურჯია – სულ ერთია, რომელ პოზიციაზე დაჭირდებიან თავთავიანთ გუნდებს, შერკინების პირველი ხაზის მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. კიდევ...
ისევ მარტო თოკო
მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო… 6 დეკემბერს, ევროლიგის რეგულარული გათამაშების მორიგ ტურში „ბასკონია“ „ეფესის“ დაპირისპირების ყურებისას, გონებაში უსათუოდ ეს ძველი ქართული ანდაზა ამოტივტივდებოდა. ესპანეთის ჩემპიონატსა თუ საერთაშორისო არენაზე ბევრი მატჩი გვინახავს, როდესაც თორნიკე შენგელიას პარკეტზე უფრენია და ესა თუ ის მეტოქე შეიძლება ითქვას, მარტოს დაუმარცხებია, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს ხომ ვერ მოიტანს. ასე მოხდა თურქულ „ეფესთან“ ...
პოჩეტინოს ირისი არ ჰყვარებია
მაურისიო პოჩეტინომ „ევერტონს” უარი უთხრა. გუშინ, ლივერპულის კლუბი მარკო სილვას მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ არგენტინელს დაუკავშირდა, სამსახური შესთავაზა. „ევერტონი” პრემიერლიგის ცხრილში სახიფათო ადგილებში ტრიალებს და მისმა ხელმძღვანელობამ პორტუგალიელი მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა. იმას, რომ ლივერპულელები არგენტინელმა უარით გაისტუმრა, The Athletic წერს. მოგეხსენებათ, თავად პოჩეტინო ორიოდ კვირის წინ „ტოტენჰემმა” გაუშვა და ახალი სამსახურის ძიებაშია, მაგრამ ეტყობა, როგორც...
სიხარულისა და ცრემლის ტური კუმამოტოს პროვინციაში
დღეს, იაპონიაში, კუმამოტოს პრეფექტურის ჯიმნაზიუმში, ტიტულისთვის ბრძოლას მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გამოკლდა. შეგახსენებთ, რომ ფრანგები ევროპის ჩემპიონებიც არიან, მაგრამ ვაგლახ, მრისხანე ტიტულებმა საქმეს ვერ უშველა. ფრანგები B ჯგუფში გამოდიოდნენ, სადაც ბედმა თავიდანვე ბოროტად იხუმრა და ექვსი გუნდიდან ხუთი ყოფილი ჩემპიონი შეჰყარა. მე-5 ტურში საფრანგეთმა 18:20 წააგო დანიასთან და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა....









