მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო… 6 დეკემბერს, ევროლიგის რეგულარული გათამაშების მორიგ ტურში „ბასკონია“ „ეფესის“ დაპირისპირების ყურებისას, გონებაში უსათუოდ ეს ძველი ქართული ანდაზა ამოტივტივდებოდა.
ესპანეთის ჩემპიონატსა თუ საერთაშორისო არენაზე ბევრი მატჩი გვინახავს, როდესაც თორნიკე შენგელიას პარკეტზე უფრენია და ესა თუ ის მეტოქე შეიძლება ითქვას, მარტოს დაუმარცხებია, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს ხომ ვერ მოიტანს. ასე მოხდა თურქულ „ეფესთან“ მატჩის დროს, რომელშიც „ბასკონია“ შინაურ კედლებში 77:102 განადგურდა.
საქართველოს ნაკრების 28 წლის კალათბურთელი და ვიტორიელთა კაპიტანი, რა თქმა უნდა, სასტარტო ხუთეულში იყო და ბევრიც იშრომა, მაგრამ მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა. თოკოს 20 ქულის მიუხედავად მისი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა.
„ბასკონიას“ 12 ტურის შემდეგ 5 მოგება და 7 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს. წინ კიდევ არის მატჩები და ესპანურ კლუბს საუკეთესო 8 გუნდში ანუ ფლეი ოფში მოხვედრის შანსი ისევ აქვს. მომდევნო ტურში, „ბასკონია“ 12 დეკემბერს სწორედ უშუალო კონკურენტს „ცრვენა ზვეზდას“ ბელგრადში დაუპირისპირდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
