ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შტაბ-ბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მონაწილე ქვეყანათა აღლუმის წესები შეცვალეს. „ათლეტთა აღლუმის თანმიმდევრობაში ცვლილებები შედის. ახალი წესები პირველად ამოქმედდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. სიახლე ის იქნება, რომ მომდევნო სამი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის გუნდები ბოლოს გამოვლენ. კერძოდ, აღლუმს დაასრულებენ აშშ-ის (ლოს ანჯელესი 2028), საფრანგეთის (პარიზი...
წელი: 2019
იოზილის განრისხება
არა და არ დაადგა საშველი „არსენალის” კრიზისს. გუშინ, „ემირეით სთედიუმზე” „მეთოფეებმა” „ბრაიტონთან” წააგეს 1:2 და ეს გერმანელი ვეტერანისთვის, მესუთ იოზილისთვის, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ყველაზე მძაფრად მან გამოხატა თავისი სიბრაზე. ამ თამაშამდე „არსენალს” ზედიზედ რვა შეხვედრა არ ჰოქონდა მოგებული. „ბრაიტონმა” კი, როგორც გითხარით, ჩრდილოლონდონელებს მორიგი წარუმატებლობის დღე გაუთენა. ანგარიში ბრაიტონელმა ადამ ვებსტერმა გახსნა, რასაც არგენტინელმა „მეთოფემ”...
ცეცხლი ტოიოტაზე
2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ავტო-ესკორტის დიზაინი წარმოადგინეს. სატრანსპორტო საშუალებები Hope Lights Our Way-ის კონცეფციის შესაბამისად იქნება გაწყობილი. თითოეულ ავტომობილს ესტაფეტისას დამოუკიდებელი როლი დაეკისრება. მაგალითად, ესკორტის გაძღოლა, მარშრუტების წინასწარ შემოწმება, მეჩირაღდნეთა მხარდაჭერა.. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის სატრანსპორტო მხარდამჭერია ტოკიო 2020-ის პარტნიორი „ტოიოტა”. ტოკიო 2020-ის ორგკომიტეტის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა ჰიბრიდული მოდელისგან იქნება შემდგარი,...
სხვა გეგმის დღე იაპონიაში
დღეს, იაპონიაში, კუმამოტოს „აკვა დოუმში”, გაიმართა ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის A ჯგუფის თეორიულად უმნიშვნელოვანესი მატჩი თანაბარქულიან სერბეთსა და ჰოლანდიას შორის. მიმდინარე ჩემპიონატში, ერთმანეთთან შეხვედრამდე, ორივემ ერთხელ წააგო და ორჯერ გაიმარჯვა, მაგრამ… სერბეთმა აშკარად სხვა გეგმა არჩია: ჰოლანდიელებთან შეხვედრაში ძალა დაზოგა და ხვალ სლოვენიას გაუმართავს სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლას. შეხვედრა დასრულდა 23:36 ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებით, რომელსაც ხვალ არც მეტი-არც ნაკლები...
უშნო ხუმრობა
პოპულარული იტალიური გამოცემა Corriere delo sport სკანდალში გაეხვა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი, გავრცელებული და კითხვადი სპორტული გაზეთი შეეცადა კრეატიულ-ორიგინალური ყოფილიყო და საპირველგვერდო სათაურით ბევრი გაანაწყენა. არა გვგონია ჩვენი იტალიელი კოლეგების ჩანაფიქრი ბოროტი ყოფილიყო, მაგრამ უნებლიედ, უშნო ხუმრობა კი გამოუვიდათ. საქმე, სერია A-ს მეთხუთმეტე ტურის ანონსს ეხება, რომლის ცენტრალური მატჩიც „სან სიროზე“ გაიმართება და „ინტერი“ „რომას“...
ქუთაისი, ბათუმი და სხვები
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები. ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ბათუმის BSB-მ პირველ დღეს დაამარცხა „გორი” (52:30), მეორე დღეს კი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „პეგასი” – 40:35. ლიდერმა, „ქუთაისმა” ჯერ მოუგო „პეგასს” 40:35, შემდეგ კი „გორს” – 62:42. წლის ბოლომდე სათამაშოა კიდევ ორი ტური. პირველი წრე გაგრძელდება 10-11 დეკემბერს თბილისში და დასრულდება...
ეს იყო ძველებური „მანჩესტერ იუნაიტედი”
ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ჟოზე მოურინიუს ახსოვდა. და ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ოლე გუნარ სულშერს ახსოვდა… თუ მისი ფეხბურთელობის წლების არ ჩავთვლით. ეს გუნდი იყო სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რასაც ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ. ეს იყო ფეთქებადი, ამაღელვებელი, დომინანტი „იუნაიტედი”, რომელსაც ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი — მარკუს რეშფორდი. მან მასპინძელთა ორივე გოლი...
როგორ გავიდეთ ხუთი მსოფლიო ჩემპიონის ჯგუფიდან
იმის თქმა, რომ საფრანგეთმა მსოფლიოს ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატზე ასპარეზობა კარგად ვერ დაიწყო, ფაქტობრივად არაფრის თქმას ნიშნავს. პირველ ტურში მათ კორეასთან წააგეს, მეორეში კი ბრაზილიასთან ფრედ ითამაშეს — ამ თამაშის შემდეგ „ლურჯების” მწვრთნელი ოლივიე კრუმბჰოლცი ამბობდა, ბოლო ორ წუთში წაგებაც შეგვეძლოო. და ასეთი სტარტის შემდეგ ფრანგებისთვის ცხადი გახდა, რომ ეგრეთწოდებული „სიკვდილის ჯგუფიდან” მთავარ რაუნდში გასვლა უკიდურესად...
ელიტა ევროპამდე
2020 წლის მარტი, საფეხბურთო ბატალიებით მართლაც რომ დატვირთული იქნება. 26 მარტს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩი ელის – ბელარუსთან, ერთა ლიგის ნახევარფინალი. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა თუ ივარგეს, ხუთ დღეში, ვინძლო, ნანატრ ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც გამოკრან ხელი, თუმცა, მარტში ქომაგებს მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ნერვიულობა არ მოუწევთ. იმავე პერიოდში, საქართველოს 17 და...
კატალონიის საუკეთესო ფეხბურთელი კი პიკე გახდა
საოცარი კაცია ჟერარდ პიკე. კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის გალა შოუზე, წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯილდოს მისაღებად ბოლოწამს, ქოშინით მივარდა — ლონდონიდან ახალდაბრუნებული აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზს მიაწყდა. „არ მეგონა თუ მოვასწრებდი. დიდი ბოდიში ასეთი ჩაცმულობისთვის. ისე, რიკი რიკი პუიგმა მაინც მაჯობა, — იხუმრა ვეტერანმა ყმაწვილი ბარსელონელის სამოსზე და დასძინა, — ამ ჯილდოს მიღება საამაყოა. მინდა დიდი მადლობა გადავიხადო თანაგუნდელებსა...









