იმის თქმა, რომ საფრანგეთმა მსოფლიოს ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატზე ასპარეზობა კარგად ვერ დაიწყო, ფაქტობრივად არაფრის თქმას ნიშნავს. პირველ ტურში მათ კორეასთან წააგეს, მეორეში კი ბრაზილიასთან ფრედ ითამაშეს — ამ თამაშის შემდეგ „ლურჯების” მწვრთნელი ოლივიე კრუმბჰოლცი ამბობდა, ბოლო ორ წუთში წაგებაც შეგვეძლოო.
და ასეთი სტარტის შემდეგ ფრანგებისთვის ცხადი გახდა, რომ ეგრეთწოდებული „სიკვდილის ჯგუფიდან” მთავარ რაუნდში გასვლა უკიდურესად რთულ საქმედ იქცა.
ცნობისთვის: B ჯგუფს „სიკვდილის ჯგუფი” თავად კრუმბჰოლცმა უწოდა, რადგან იქ ექვსიდან ხუთი გუნდი მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია.
რაც შეეხება მესამე ტურს, ავსტრალიასთან ფრანგებს უნდა მოეგოთ და მოიგეს კიდეც.
მეოთხე დღეს კი ფრანგები გერმანელებს შეხვდნენ.
„ჩვენ რომ დაგვამარცხოს, საფრანგეთმა საუკეთესო ხელბურთი უნდა ითამაშოს”, — თქვა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე გერმანიის ნაკრების კაპიტანმა კიმ ნაიძინავიჩუსმა.
და საფრანგეთმა მართლაც საუკეთესო ხელბურთი ითამაშა. მართალია, მთელი მატჩი ბურთი ბურთში მიდიოდა, მაგრამ უპირატესობა მუდამ ფრანგებისა იყო.
ბოლო ტურში, 6 დეკემბერს ბრაზილია ავსტრალიას ხვდება და დიდი ალბათობით მოუგებს. გერმანია ჯგუფის ლიდერს, კორეას დაუპირისპირდება, ხოლო საფრანგეთს დანიასთან ექნება უმძიმესი მატჩი.
B ჯგუფი: ავსტრალია – კორეა 17:34; გერმანია – საფრანგეთი 25:27; დანია – ბრაზილია 24:18.
კორეა — 7(ქულა); გერმანია — 6; საფრანგეთი — 5; დანია — 5; ბრაზილია — 1; ავსტრალია — 0.
C ჯგუფი: ყაზახეთი – ესპანეთი 16:43; მონტენეგრო – რუმინეთი 27:26; უნგრეთი – სენეგალი 30:20.
ესპანეთი — 8; მონტენეგრო — 8; უნგრეთი — 4; რუმინეთი — 4; სენეგალი — 0; ყაზახეთი —0.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
