ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ცდას არ აკლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ამთავითვე დიდებულ მოვლენად რომ არ წარმოაჩინოს. ის მართალია სამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეტწილად აშშ-ში გაიმართება და არა მექსიკაში ან კანადაში. „ჩვენ მსოფლიოს ამერიკაში ჩავიყვანთ. მსოფლიოს უყვარს შეერთებული შტატები’’, ― თქვა ამასწინათ ინფანტინომ, მაგრამ BBC წერს, რომ რაც უფრო ახლოვდება მუნდიალი, მით უფრო მატულობს...
ჭდე: მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატი
ჰოლანდია მსოფლიოს ჩემპიონია!
იაპონიის პროვინცია კუმამოტოში ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის ბედი სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ბოლოწამს გადაწყდა: საფინალო სირენამდე წუთითა და 43 წამით ადრე ესპანელებმა ჰოლანდიელებს გოლი გაუტანეს, ანგარიში გაქვითეს — 29:29. ამას მოჰყვა ჰოლანდიელების წუთშესვენება და შეტევა, რომელსაც ესპანეთის დაცვა იმდენად მობილიზებული დახვდა, რომ მსაჯებმა გარკვეული ხნის შემდეგ შემტევ მხარეს „პასიურობის” გამო ბურთი ჩამოართვეს. ახლა უკვე ესპანეთმა...
რუსეთი დამარცხდა! ნორვეგიაც…
რუსეთი დამარცხდა! ნახევარფინალში ჰოლანდიამ მოუგო: 33:32. ჰოლანდია ფინალშია! ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალის ამბავს ამდენ ძახილის ნიშანს იმიტომ ვუსვამთ, რომ ჯერ ერთი გუნდებმა უკიდურესად დაძაბული და მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარეს, რაც თავისთავად იწვევს ემოციას და მეორეც, საათივით აწყობილი, მძლავრი რუსული მექანიზმის დაძლევა ადვილი წარმოსადგენი არ იყო. ჰოლანდიელებს რასაკვირველია ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ აქამდე...
დიდი ხელბურთის ფოიერვერკი
იაპონიაში, კუმამოტოს „პარკ დოუმში”, ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის II ჯგუფში ესპანეთს რუსეთთან მოგება სჭირდებოდა. რუსეთს, თავის მხრივ ნახევარფინალში თამაში გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ პირველი ადგილით სურდა გასვლა. რუსებს ძალები რომც დაეზოგათ არაფერს დაკარგავდნენ, მაგრამ ისე ითამაშეს, რომ ესპანელებს შანსი არ დაუტოვეს — 36:26. ამ შეხვედრის შემყურე კაცმა თუ არ იცოდა, ვერც მიხვდებოდა, რომ ესპანელებს აუცილებლად უნდა...
უკვე გასული რუსეთი თუ ჯერაც გასასვლელი ესპანეთი?
იაპონიაში, კუმამოტოს „პარკ დოუმზე”, ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის მთავარ ეტაპზე II ჯგუფის ჯერი დადგა. დღეს I ჯგუფი ისვენებდა. ხსენებულ ჯგუფებში ექვს-ექვსი გუნდია, რომელთაც ქულათა გარკვეული რაოდენობა პირველი ეტაპიდან წამოჰყვათ — გააჩნია, ვინ როგორ ითამაშა იმ ორ თანაჯგუფელთან, მეორე ეტაპზე მათთან ერთად რომ გადავიდა. დღის პირველ მატჩში რუსეთი მონტენეგროს შეხვდა. აქამდე რუსები მხოლოდ მოგებებით მოდიოდნენ...
დიდი ბრძოლების ჯგუფი
ყოჩაღ, სერბეთს! ბალკანეთის გუნდმა ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის მეორე ეტაპი 0 ქულით დაიწყო (ანუ, პირველი ეტაპიდან ქულა არ გადმოჰყოლია), მაგრამ გარდაისახა, ფარული ძალები მოიკრიბა და უკვე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. სერბეთი მეორე ანუ მთავარი ეტაპის I ჯგუფშია, სადაც დღეს გერმანიას შეხვდა და უკიდურესად დრამატურლ მატჩში 29:28 მოუგო. დაძაბულობა თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ: 60 წუთიანი...
მთავარი ეტაპი წამოღებული და შეძენილი ქულებით
ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატზე მეორე ეტაპი დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ორ ჯგუფად დაყოფილი პირველი 12 გუნდი (სამ-სამი პირველი რაუნდის ოთხი ჯგუფიდან) ტიტულისთვის განაგრძობს ბრძოლას, დანარჩენები კი 13-24 ადგილებს გაითამაშებენ. იმ ოთხეულის გამარჯვებულს, რომელიც 13-16 ადგილებისთვის თამაშობს (ანუ, მე-13 ადგილზე გასულს) „პრეზიდენტის თასის” მფლობელი დაერქმევა. ჩვენ ზედა თორმეტეულს ანუ მთავარ შეჯიბრებას გავყვეთ. ყველაზე ადრე...
სიხარულისა და ცრემლის ტური კუმამოტოს პროვინციაში
დღეს, იაპონიაში, კუმამოტოს პრეფექტურის ჯიმნაზიუმში, ტიტულისთვის ბრძოლას მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გამოკლდა. შეგახსენებთ, რომ ფრანგები ევროპის ჩემპიონებიც არიან, მაგრამ ვაგლახ, მრისხანე ტიტულებმა საქმეს ვერ უშველა. ფრანგები B ჯგუფში გამოდიოდნენ, სადაც ბედმა თავიდანვე ბოროტად იხუმრა და ექვსი გუნდიდან ხუთი ყოფილი ჩემპიონი შეჰყარა. მე-5 ტურში საფრანგეთმა 18:20 წააგო დანიასთან და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა....
სხვა გეგმის დღე იაპონიაში
დღეს, იაპონიაში, კუმამოტოს „აკვა დოუმში”, გაიმართა ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის A ჯგუფის თეორიულად უმნიშვნელოვანესი მატჩი თანაბარქულიან სერბეთსა და ჰოლანდიას შორის. მიმდინარე ჩემპიონატში, ერთმანეთთან შეხვედრამდე, ორივემ ერთხელ წააგო და ორჯერ გაიმარჯვა, მაგრამ… სერბეთმა აშკარად სხვა გეგმა არჩია: ჰოლანდიელებთან შეხვედრაში ძალა დაზოგა და ხვალ სლოვენიას გაუმართავს სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლას. შეხვედრა დასრულდა 23:36 ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებით, რომელსაც ხვალ არც მეტი-არც ნაკლები...
როგორ გავიდეთ ხუთი მსოფლიო ჩემპიონის ჯგუფიდან
იმის თქმა, რომ საფრანგეთმა მსოფლიოს ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატზე ასპარეზობა კარგად ვერ დაიწყო, ფაქტობრივად არაფრის თქმას ნიშნავს. პირველ ტურში მათ კორეასთან წააგეს, მეორეში კი ბრაზილიასთან ფრედ ითამაშეს — ამ თამაშის შემდეგ „ლურჯების” მწვრთნელი ოლივიე კრუმბჰოლცი ამბობდა, ბოლო ორ წუთში წაგებაც შეგვეძლოო. და ასეთი სტარტის შემდეგ ფრანგებისთვის ცხადი გახდა, რომ ეგრეთწოდებული „სიკვდილის ჯგუფიდან” მთავარ რაუნდში გასვლა უკიდურესად...









