ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურის მთავარ შეხვედრად B ჯგუფის მატჩი იყო მიჩნეული: კუმამოტოს პრეფექტურის ჯიმნაზიუმში ერთმანეთს პირველ ორ ტურში დაუმარცხებელი დანია და გერმანია დაუპირისპირდნენ. მესამე ტურისთვის ამ ჯგუფში დაუმარცხებელი იყო კიდევ ერთი ნაკრები — სამხრეთ კორეა, რომელსაც დანიასთან ფრე ჰქონდა ნათამაშები. საინტერესო ფაქტი: გერმანელები დანიას ბოლო 19 წლის განმავლობაში ვერ უგებდნენ, ასე რომ შეხვედრა...
ჭდე: მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატი
სლოვენია ერთ ტაიმს ეყო
ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღის მთავარ მატჩად სლოვენიელთა და ნორვეგიელთა შეხვედრას იმიტომ მიიჩნევდნენ, რომ აინტერესებდათ, შეძლებდა თუ არა სლოვენიელთა მზარდი გუნდი ძლიერი მეტოქის დამარცხებას. დამარცხებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ A ჯგუფის ეს შეხვედრა იმით აღმოჩნდა საყურადღებო, რომ ნორვეგიელებს ჩამორჩენის შემოტრიალება მოუხდათ, რაც ამ გუნდისთვის უჩვეულოა. სლოვენიელებმა განსაკუთრებით პირველ ტაიმში იყოჩაღეს, მაგრამ სკანდინავიელებმა მაინც შეძლეს შესვენებაზე უპირატესობით გასვლა...
ერთი ქალის შოუ
სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ტეტს-ტურნირზე ფრანგ ქალ ხელბურთელთა ნაკრებმა ბრაზილიელებს იოლად მოუგო — 33:22. დღეს, ქალაქ იამაგას „ოვეროლ ჯიმნაზიუმში”, მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრაში, მაყურებელმა სულ სხვა სურათი იხილა. იმავე გუნდებმა იმდენად თანაბრად ითამაშეს, რომ ბოლო წუთებში თავისუფლად შეიძლებოდა ფრანგებსაც მოეგოთ და ბრაზილიელებსაც. საბოლოოდ, მატჩი დამთავრდა 19:19, თუმცა ეს ფრე...
აზიამ ევროპა და მსოფლიო დაამარცხა
დღეს იაპონიაში ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. წესით პირველი დღის მთავარი მატჩი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის საფრანგეთის ნაკრებისა და აზიის ჩემპიონის სამხრეთ კორეის გუნდის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა. იამაგა სიტის „ოვეროლ ჯიმნაზიუში” შეკრებილმა მაყურებელმა ისიამოვნა თამაშით, სადაც კორეელებმა პირველი ტაიმის ერთბურთიანი ჩამორჩენა ორგოლიან გამარჯვებად აქციეს — 29:27. გულშემატკივრისთვის პირველივე წუთებიდან ადვილი მისახვედრი გახდა, რომ...
68 საათი შეუჩერებლად
ეზოში ფეხბურთი ხომ ყველას გვითამაშია?! ხუთი-ხუთზე და ექვსამდე! ჩვენ გოგოს დავიმატებთ და მეტნი ვიქნებით და სხვა… სკოლის სტადიონზე ასეთ ფრაზებს ყოველდღე ისმის, მაგრამ გინახავთ საფეხბურთო მატჩი 807 ბავშვის მონაწილეობით? ლიონის ფონდში ეს შეძლეს. საფრანგეთში, მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის მიმდინარეობის პარალელურად, საფეხბურთო კლუბმა „ლიონმა“ და თანაბარი თამაშის ასოციაციამ საქველმოქმედო პროექტი ჩაატარეს. ეროვნების, ასაკის, სქესისა და აღმსარებლობის განურჩევლად...
ძუ ლომთა ღრიალი საფრანგეთში
აფრიკული ემოციებით აღსავსე გამოდგა ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა ინგლისისა და კამერუნის ნაკრებებს შორის, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ვალენსიენის „სტად დუ ენოზე” გაიმართა. ინგლისმა მოიგო 3:0, მაგრამ მეორე გოლმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პირველი გოლი კამერუნელმა გოგოებმა თავიანთი დაუფიქრებლობით გაუშვეს — მცველის დაგორებული ბურთი მეკარემ სიჩქარეში ხელით დაიჭირა. შესაბამისად, დაინიშნა თავისუფალი. მთელი კამერუნის გუნდი კარის ხაზზე...





