ცრემლებამდე მისული ამანდა სტეივლი ბრალს პრემიერლიგის კლუბებს სდებს. სტეივლიმ, საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა და ძმებმა რიუბენებმა „ნიუკასლ იუნაიტედის” ყიდვაზე ხელი აიღეს. ისინი 300 მილიონ გირვანქას იხდიდნენ. მიზეზი: დაზუსტებით ცნობილი არ არის, მაგრამ ამბობენ, რომ „კაჭკაჭების” ლამის უკვე მარადიულმა და გულშემატკივართა საძულველმა პრეზიდენტმა მაიკ ეშლიმ ბოლოწამს მეტი ფული მოინდომა. ამანდა სტეივლი კი „ლივერპულსა” და „ტოტენჰემსაც”...
ჭდე: მაიკ ეშლი
ნიუკასლის ლეგენდა ქეცბაია საუდელებს აფრთხილებს…
„ნიუკასლში” საუდელთა რევოლუცია მწიფდება, კარს რეფორმებია მომდგარი, მაგრამ თუკი კლუბი ტოპ-ფეხბურთელების ყიდვას გამოეკიდება, მათთვის ორმაგი ხელფასების დანიშვნა მოუწევს ჩრდილო-აღმოსავლეთში რომ გადაიბიროს — ასე სწამს ნიუკასლელთა საკულტო გმირს თემურ ქეცბაიას. ტინისაიდური კლუბი იყიდება, მაიკ ეშლი მას უფორმებს ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც სათავეში საუდეთის კრონ-პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი უდგას. გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ არაბი პარტონები „ნიუკასლს” მეტ ფულს დაახარჯავენ....
ცუდები
ბრიტანულმა FourFourTwo-მ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აუტანელ პიროვნებად ზეპ ბლატერი დაასახელა. ფიფას პრეზიდენტი, როგორც იცით, კორუფციული სკანდალის გამო ჩამოაშორეს ფეხბურთს. მეორეზე ჟოზე მოურინიუ გახლავთ თავისი ენამწარეობის გამო, მესამეზე კი გფრ-ის ყოფილი მეკარე ტონი შუმახერი, რომელმაც 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ფრანგი პატრიკ ბატისტონი კინაღამ მოკლა – ისე გამოვარდა კარიდან და მეთელი ძალით შეეჯახა… ზეპ ბლატერი ჟოზე მოურინიო ტონი...
ახალციხე 400 მილიონად
ინგლისური „ნიუკასლის“ შესაძენად არც თუ სახუმარო ბრძოლა გაჩაღდა. კლუბის დღევანდელი მფლობელი, მილიარდერი მაიკ ეშლი დიდი ხანია ეძებდა მსუყე შეთავაზებას. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი მზადაა, ინგლისურ „ახალციხეში“ (როგორც კლუბის სახელი ითარგმნება) 345 მილიონი ევრო გადაიხადოს. მაიკ ეშლი ყაბულს იყო, მაგრამ ლიგას ჯერ არ მიუცია გარიგებაზე დასტური. ერთ-ერთი მიზეზი...
ასპრილია ახალ ნიუკასლს შეჰხარის
კოლუმბიელი ვეტერანი ფაუსტინო ასპრილია ის კაცია, რომელსაც „ნიუკასლ იუნაიტედის” კარგი დროება ახსოვს. მან „სენტ ჯემს პარკზე” სამი სეზონი გაატარა და იცის, რომ ამ გუნდისთვის მაყურებელთან ერთობა ბევრ რამეს ნიშნავს. დღეს, როდესაც ძველი მეპატრონე მაიკ ეშლი „კაჭკაჭებს” ყიდის და კლუბს საუდის არაბეთთან დაკავშირებული ახალი ბიზნეს-ჯგუფი ყიდულობს, ტინომ ხმა ამოიღო და ძუნწ კაცად ცნობილი ეშლი გააკრიტიკა. ის კმაყოფილია,...
ამასობაში, ნიუკასლი იყიდება
მაიკლ ეშლი სადაცაა დამაგვირგვინებელ საბუთს ხელს მოაწერს. ის აპირებს „ნიუკასლ იუნაიტედი” 300 მილიონ გირვანქად მიჰყიდოს ჯგუფს, რომელსაც ქალბატონი ამანდა სტეივლი ხელმძღვანელობს. სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ, რომ ეშლის თავიდან 340 მილიონი უნდოდა, მაგრამ 40 მილიონი დააკლო. ქაღალდების გაფორმების პროცესი უკვე ბოლოსკენ ყოფილა გასული. ჯგუფს, რომელსაც მისის სტეივლი უდგას სათავეში, თურმე, ზურგს არც მეტი არც ნაკლები საუდის არაბეთის...
ძუნწი ფეხბურთელები თუ ცბიერი თავმჯდომარეები?
პრემიერლიგის ფეხბურთელები ხელფასების შეკვეცას და ჩამოჭრილი ფულით თავიანთივე კლუბების არამოთამაშე თანამშრომლების შენახვას არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ მოწოდებას იოლად არ დათანხმდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ჯერ გასარკვევია, მართლა არ შეუძლიათ კლუბებს ყველა თანამშრომლის ხელფასის გადახდა თუ ცუღლუტობენ. არადა, მოწოდება მთავრობიდან მოდის და ისიც სულ ისმის, რომ დროა მობურთალმა მილიონერებმა პანდემიის რთულ პერიოდში ხელფასები მოიკლონ და საერთო...
კაჭკაჭებს ფანი მიუვიდათ
„ნიუკასლ იუნაიტედმა” სტივ ბრუსი სამი წლით თავის ახალ მწვრთნელად გამოაცხადა. „კაჭკაჭების” თქმით ახალი ბოსის „შეფილდ უენსდეისგან” გამოსყიდვას 4 მილიონი გირვანქა დასჭირდა. ბრუსი ბავშვობიდან „ნიუკასლის” ფანია და თავის საყვარელ გუნდში მწვრთნელად მისვლის სიხარულს ვერ მალავს. მან თქვა: „ბედნიერი და საოცრად ამაყი ვარ „ნიუკასლ იუნაიტედის” მწვრთნელად რომ დამნიშნეს. ეს ჩემი ბავშვობის კლუბია. ეს არის კლუბი, რომელიც მამაჩემს...
ვითომ?
რაფა ბენიტესი „ნიუკასლ იუნაიტედიდან” გაუშვეს და ახლა მის ადგილას ჟოზე მოურინიუს მიპატიჟებას აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ნიუკასლელ ფანებს ყველაზე მეტად პორტუგალიელის მიყვანა უნდათ, ის კი, მოგეხსენებათ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დაითხოვეს, თავისუფალია. რატომ ჰგონიათ ნიუკასლელებს, რომ „განსაკუთრებული” მათი არცთუ ბობოლა კლუბით დაინტერესდება? საქმე ის არის, რომ მოურინიუ „ნიუკასლის” ლეგენდარულ თავკაცის ბობი რობსონს წლების განმავლობაში მარჯვენა ხელად თუ...
შეიხის ბიძაშვილი შეიხი
„სანი” წერს რომ მაიკ ეშლი „ნიუკასლ იუნაიტედის” გაყიდვას დაყაბულდა. თანხაც ცნობილია — 350 მილიონი დოლარი. მყიდველი: „მანჩესტერ სიტის” არაბი მეპატრონის შეიხ მანსურის ბიძაშვილი, შეიხი ხალიდ ბინ ზაიედ ალ ნეჰაიანი, ცხადია თავადაც მილიარდერი. მედიაგიგანტი წერს, რომ მისი ინფორმაციით ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და დასამტკიცებლად პრემიერლიგის ოფისშია გადაგზავნილი. ზემოხსენებული შეიხი აბუ დაბის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი მაღალი წარმომადგენელია. მას...








